“ჰემოდიალიზის ერთი სეანსის მომსახურების ღირებულების განსაზღვრის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის შესახებ”

მიღების თარიღი 21.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-11/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016060
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110321019, 22/03/2011
matsne.gov.ge 1,108 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“ჰემოდიალიზის ერთი სეანსის მომსახურების ღირებულების განსაზღვრის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.Header1, li.Header1, div.Header1 {mso-style-name:Header1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} span.CharChar {mso-style-name:"Char Char"; font-family:AcadNusx;} span.PageNumber1 {mso-style-name:"Page Number1";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:AcadNusx;} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 56.7pt 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-11/ნ 2011 წლის 21 მარტი ქ. თბილისი ჰემოდიალიზის ერთი სეანსის მომსახურების ღირებულების განსაზღვრის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის შესახებ „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვალის №77 დადგენილების №15 დანართის (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია – ორგანიზაციული კოდი – 35 12 02 15) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ჰემოდიალიზის ერთი სეანსის მომსახურების ღირებულების განსაზღვრის მიზნით კონკურსის ჩატარების წესი. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ურუშაძე ჰემოდიალიზის ერთი სეანსის მომსახურების ღირებულების განსაზღვრის მიზნით კონკურსის ჩატარების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვალის №77 დადგენილების №15 დანართის (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია – ორგანიზაციული კოდი – 35 12 02 15) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ადგენს შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ჰემოდიალიზის ერთი სეანსის მომსახურების ღირებულების განსაზღვრის მიზნით კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს. 2. ჰემოდიალიზის ერთი სეანსის მომსახურების ღირებულების (შემდგომში – „ერთეულის ფასი“) დადგენის მიზნით იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კომისია უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე დაწესებულებისგან საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას, კონკურსის ჩატარებას, კონკურსის შედეგების გამოცხადებას დადგენილ ვადებში. 4. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო შედეგები ქვეყნდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge).     მუხლი 2🔗. კონკურსის პირობები 1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ჰემოდიალიზის მომსახურების გაწევის მსურველ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, ან ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით მოქმედ ორ ან რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას – ამხანაგობას. 2. კონკურსი ჩატარდება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ჰემოდიალიზის მომსახურების გაწევის მსურველ პირებს შორის, სადაც 2010 წელს „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის” ფარგლებში ჰემოდიალიზის მომსახურების მიმწოდებელთა რაოდენობა აღემატებოდა 3-ს. კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მიიღებს მინიმუმ 100 პროგრამის მოსარგებლის მომსახურების გარანტირებულ დაფინანსებას, ხოლო ზეპირი ვაჭრობის შედეგად გამარჯვებულის მიერ საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასი გავრცელდება „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ (ორგანიზაციული კოდი – 35 12 02 15) ფარგლებში ჰემოდიალიზის მომსახურების სხვა მიმწოდებლებზე. 3. კონკურსის ჩატარების დროს და თარიღს განსაზღვრავს კომისია. 4. კომისის სხდომა ტარდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. №144. 5. კონკურსში მონაწილე დაწესებულებამ/ამხანაგობამ საკონკურსო წინადადება უნდა შეიტანოს კომისიის სახელზე არა უგვიანეს კონკურსის ჩატარების დღის 13.00 საათისა, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ მისამართზე. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფს კომისია. 6. საკონკურსო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი კონვერტით, რომელზეც უნდა იყოს მითითებული სამედიცინო დაწესებულების/ამხანაგობის დასახელება და რეკვიზიტები. 7. კონკურსის მონაწილემ დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: დაწესებულების/ამხანაგობის დასახელება და რეკვიზიტები, ერთეულის ფასი, დაწესებულების იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) სახელი, გვარი და თანამდებობა, რომელიც დაწესებულების/ამხანაგობის სახელით მონაწილეობას მიიღებს ღია ვაჭრობაში. 8. წარმოდგენილი ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 40 ლარს. ერთეულის ფასი უნდა ეწეროს ციფრობრივად და სიტყვიერად. დაუშვებელია ფარდობითი ფასის წარმოდგენა. თუ ფასი ცხადად არ არის მითითებული, წინადადება არ განიხილება. 9. თუ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ამხანაგობამ, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დადასტურებული ასლი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულებებს შორის წილობრივი განაწილების შესახებ. 10. კონკურსი ტარდება ზეპირი ვაჭრობის ფორმით. 11. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 12. კომისიის მდივანი ხსნის ყველა მონაწილის კონვერტს და საჯაროდ აცხადებს კონვერტში მოთავსებული დოკუმენტების ჩამონათვალსა და შინაარსს. 13. კომისია ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტებს უცხადებს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით. 14. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველ წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმომდგენი. 15. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს. 16. თუ ორმა ან მეტმა მონაწილემ წარმოადგინა ერთნაირი ფასი, ფასის ცვლას იწყებს შესაბამისი რიგითობის მიხედვით მონაწილეთა შორის წილისყრის შედეგად გამოვლენილი მონაწილე (მონაწილეები). 17. ზეპირი ვაჭრობის დროს თითოეულ მონაწილეს ახალი წინადადებისთვის ეძლევა არა უმეტეს 2 წუთისა. 18. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები, მათ შორის, თითოეული პრეტენდენტის მიერ დასახელებული ფასი, და ყოველ ჯერზე შეცვლილი და დაფიქსირებული ფასი ასახულ უნდა იქნეს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები და მონაწილე პრეტენდენტები. პრეტენდენტების მიერ ხელმოწერაზე უარის თქმა მიჩნეულ იქნება, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყოველ შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი. 19. კომისიის მიერ შედეგების გამოცხადება ხდება კონკურსის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში. 20. თუ კონკურსი არ შედგა (ჩაიშალა) ან დაფიქსირდა ფასი 40 ლარის ოდენობით, მაშინ ჰემოდიალიზის ერთი სეანსის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 40 ლარის ოდენობით და პრეფერენცია (100 პროგრამის მოსარგებლის მომსახურების გარანტირებული დაფინანსება) არ გავრცელდება არც ერთ მიმწოდებელზე.