„საკ 1.8:2011– წესები და პროცედურები საინსპექციო ორგანოების სსტ ისო/იეკ17020:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“დამტკიცების თაობაზე
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 21.03.2011
ძალის დაკარგვა 10.01.2013
გამომცემი ორგანო აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110321020, 23/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| № | ინსპექტირების ობიექტი ( პროდუქტის დაპროექტება/ პროდუქტი ( მასალები და მოწყობილობა ) / მონტაჟი /პროცესი / მომსახურება) |
| უბნის, /სამუშაო ადგილის № | ადგილმდებარეობა |
| აკრედიტაციის მოწმობის №------- რეგისტრირებული “------” “--------------” 20 წ | აკრედიტაციის ცენტრის ბ.ა. |
დოკუმენტის ტექსტი
„საკ 1.8:2011– წესები და პროცედურები საინსპექციო ორგანოების სსტ ისო/იეკ17020:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;}
@font-face {font-family:AcadMtavr;}
@font-face {font-family:"Geo ABC";}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:40.5pt 42.5pt 45.0pt 49.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს
– აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის
ბრძანება №5
201
1 წლის 21 მარტი
ქ.
თბილისი
„
საკ 1.8:201
1 –
წესები და პროცედურები საინსპექციო
ორგანოების სსტ ისო/
იეკ 17020:2010
-თ
ან შ
ესაბამისობაზე აკრედიტაციისათ
ვის“
დამტკიცების თაობაზე
„
ტექნიკური საფრთ
ხის კონტროლის შ
ესახებ“
საქართ
ველოს კანონის 31
-ე მუხლი მე-9
პუნქტის,
საქართ
ველოს კანონის „
პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შ
ესახებ“
მე-18
და მე-20
მუხლის „ა“ ქვე
პუნქტის საფუძ
ველზე, ვბრძ
ანებ:
1. დ
ამტკიცდეს აკრედიტაციის სისტემის „
საკ 1.8:201
1–
წესები და პროცედურები საინსპექციო
ორგანოების სსტ ისო/
იეკ17020:2010
-თ
ან შ
ესაბამისობაზე აკრედიტაციისათ
ვის“.
2. ეს
ბრძანება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
პ.
გოგოლიძე
საკ 1.8:201
1 – წესები და პროცედურები საინსპექციო ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე დოკუმენტი „საკ 1.8:2011 – წესები და პროცედურები საინსპექციო ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ (შემდგომში – საკ1.8:2011) შემუშავებულია “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საინსპექციო ორგანოების აკრედიტაციისათვის როგორც კანონმდებლობით რეგულირებულ, ასევე არარეგულირებულ სფეროებში.
2. სახელმძღვანელო ადგენს საერთო პროცედურებს საინსპექციო ორგანოების კომპეტენტურობის შესაფასებლად, „სსტ ისო/იეკ 17020:2010–საერთო კრიტერიუმები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოს საქმიანობისათვის“ (შემდგომში – სსტ ისო/იეკ 17020:2010) შესაბამისობაზე, მიუხედავად ობიექტისა, რომელზეც ვრცელდება ინსპექტირება. ის ასევე ადგენს რეგულირებულ სფეროში დაშვებულ საინსპექციო ორგანოს ტიპს და დამოუკიდებლობის კრიტერიუმებს.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი) ერთ-ერთი ფუნქციაა შეაფასოს საინსპექციო ორგანოების კომპეტენტურობა, აკრედიტაცია ჩაუტაროს მათ, რათა მათ განახორციელონ სპეციფიკურ სფეროებში ინსპექტირება და უზრუნველყოფილ იქნეს დადგენილ მოთხოვნებთან მათი საქმიანობის შესაბამისობა. აკრედიტაციის მაძიებელი საინსპექციო ორგანო განაცხადის და თანდართული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტაციის სახით აწვდის აკრედიტაციის ცენტრს ინფორმაციას მისი საქმიანობის, მოწყობილობების, პერსონალის და გამოყენებული მეთოდების შესახებ. საინსპექციო ორგანოს კომპეტენტურობის შეფასებისას აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან ხორციელდება აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზი, საინსპექციო ორგანოს ძირითად ადმინისტრაციულ შენობაში და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ობიექტებზე ვიზიტი ადგილზე შეფასების მიზნით. შეფასების მიზანია განსაზღვროს საინსპექციო ორგანოს სსტ ისო/იეკ 17020:2010-თან შესაბამისობა. შეფასებისას გამოიყენება „IAF/ILAC-A4:2004
– მეგზური საინსპექციო ორგანოების აკრედიტაციისათვის“.
4. საინსპექციო ორგანოს მიერ საინსპექციო მიზნებისთვის ჩატარებული ტესტირებები (გამოცდები) შეიძლება მოიცავდეს ორ კატეგორიას:
ა) ფუნქციონალური ტესტირება – მოიცავს მაგალითად, ამწეების დატვირთვაზე ტესტირებას, რომელიც არის საინსპექციო ორგანოს საქმიანობის ჩვეულებრივი ფორმა და ის ფასდება სსტ ისო/იეკ 17020:2010-ის შესაბამისად;
ბ) ანალიტიკური ტესტირება – (რომელიც უნდა ჩატარდეს ლაბორატორიაში, სადაც არის დაცული გარემო პირობებისადმი მოთხოვნები, გამოიყენება მაღალი სიზუსტის მოწყობილობები, შესაბამისი ტესტირების პროცედურები და ტარდება სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ) არის ლაბორატორიული საქმიანობა და არ წარმოადგენს სსტ ისო/იეკ 17020:2010-ის სამოქმედო სფეროს.
5. საინსპექციო ორგანო, რომელსაც სურვილი აქვს განახორციელოს ლაბორატორიული ტიპის ანალიტიკური ტესტირება ინსპექტირების მიზნებისათვის, უნდა შეფასდეს „სსტ ისო/იეკ 17025:2010-ის საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი“ სათანადო მოთხოვნების შესაბამისად.
6. საინსპექციო ორგანოს კომპეტენციის შესაფასებლად აკრედიტაციის ცენტრი იყენებს შესაბამისი ცოდნის მქონე შემფასებლებს. აკრედიტაციის ცენტრი მოითხოვს შემფასებლებისგან, რომ მათ დაიცვან კონფიდენციალობა. შემფასებლები აფასებენ საინსპექციო ორგანოს საქმიანობას დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, შეფასების დროს მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებენ ანგარიშს და აწვდიან აკრედიტაციის ცენტრის მენეჯმენტს და საინსპექციო ორგანოს.
7. საქართველოს კანონმდებლობით რეგულირებული სფეროსათვის (იქ სადაც კონკრეტული ობიექტის ინსპექტირება სავალდებულოა) სამუშაოების ჩასატარებლად აკრედიტირებული საინსპექციო ორგანო უნდა იყოს A ტიპის, სსტ ისო/იეკ 17020:2010-ის მოთხოვნების შესაბამისად და აკმაყოფილებდეს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 2🔗. საინსპექციო ორგანოების დაზღვევა
1. საინსპექციო ორგანოს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის ადეკვატური დაზღვევა.
2. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ საინსპექციო ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების საინსპექციო ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს საქართველოს ტერიტორიასაც.
თავი II
ტერმინები და განმარტებები
მუხლი 3🔗. ტერმინები და განმარტებები
საკ 1.8:2011-ში გამოყენებულია ტერმინთა განმარტებები „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის და სსტ ისო/იეკ 17020:2010 – საერთო კრიტერიუმები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოს საქმიანობისათვის“ (შემდგომში – სსტ ისო/იეკ 17020:2010) მიხედვით.
თავი III
საინსპექციო ორგანოს აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურები
მუხლი 4🔗. განაცხადი
1. საინსპექციო ორგანო აკრედიტაციაზე განაცხადს წარადგენს აკრედიტაციის ცენტრში, რის შემდეგაც ინიშნება აკრედიტაციის პროცესზე პასუხისმგებელი შემფასებელი.
2. იმისათვის, რომ განაცხადი დარეგისტრირდეს აკრედიტაციის ცენტრში, განმცხადებელმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს თანდართული დოკუმენტები. დოკუმენტების პაკეტი მოიცავს:
ა) განაცხადი (დანართი 1);
ბ) აკრედიტაციის სფერო (დანართი 2);
გ) ხარისხის სახელმძღვანელო (სსტ ისო/იეკ 17020:2010
-ის მიხედვით)
დ) ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შესაბამისი პროცედურები (აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში);
ე) საინსპექციო დოკუმენტირებული მეთოდები/პროცედურები.
3. საინსპექციო ორგანოს ხარისხის სახელმძღვანელო და შესაბამისი პროცედურები უნდა შეფასდეს სსტ ისო/იეკ 17020:2010
-თან შესაბამისობაზე.
4. აკრედიტაციაზე ყოველი კონკრეტული განაცხადის საფუძველზე აკრედიტაციის ცენტრის მიერ იქმნება შემფასებელთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც ადგილზე შეფასების ჩატარებამდე უნდა ეცნობოს განმცხადებელს. საფუძვლიანი წერილობითი არგუმენტაციის შემთხვევაში საინსპექციო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს რომელიმე შემფასებლის აცილება, რომელსაც განიხილავს აკრედიტაციის ცენტრი და აცნობებს განმცხადებელს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 5🔗. შეფასება/შეფასების საერთო პრინციპები
1. შეფასება მოიცავს აკრედიტაციის ცენტრის შემფასებელთა ჯგუფის მხრიდან საინსპექციო ორგანოს ძირითადი ადმინისტრაციული შენობის და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ უბანზე/ (შემდგომში – უბანი) ვიზიტს. შეფასების დაგეგმვისას განისაზღვრება ამ ობიექტების რაოდენობა, ასევე განისაზღვრება, თუ რომელი ინსპექტორების შეფასება მოხდება ადგილზე შეფასებისას. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დგება შეფასების გეგმა.
2. შეფასების გეგმა უნდა გადაეგზავნოს საინსპექციო ორგანოს წინასწარ, შეფასების ჩატარებამდე.
3. შეფასებისათვის, კონტროლისათვის და ხელახალი შეფასებისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია ორგანიზაციის კომპლექსურობაზე, საქმიანობის გეოგრაფიულ განვრცობაზე, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტრუქტურაზე და წარმოდგენილ აკრედიტაციის სფეროზე.
4. შეფასების ჯგუფი ჩვეულებრივ შედგება მინიმუმ ორი პირისაგან, რომელთაგან ერთი მაინც არის აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომელი. შემფასებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს აკრედიტაციის ცენტრის მიერ შერჩეული სათანადო კომპეტენციის მქონე პირი – წამყვანი შემფასებელი.
მუხლი 6🔗. სათავო ოფისის შეფასება
საინსპექციო ორგანოში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სრულად და სათანადოდ შესაფასებლად შემფასებელთა მიერ ტარდება შემდეგი მოქმედებები:
ა) ხელმძღვანელობის და იმ პერსონალის გამოკითხვა, რომლებიც ჩართულნი არიან ინსპექტირების სამუშაოებში;
ბ) ჩანაწერების შეფასება;
გ) ინსპექტირების სამუშაოებში გამოყენებული ყველა საწარმოო საშუალების და მოწყობილობის დანიშნულებასთან თავსებადობის, ექსპლუატაციის, დაკალიბრების და კონტროლის შეფასება;
დ) ქვეკონტრაქტორების და მომწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების შეფასება.
მუხლი 7🔗. სხვადასხვა უბნების მქონე ორგანიზაცია
1. განაცხადში საინსპექციო ორგანომ უნდა მიუთითოს თითოეული უბანი, საიდანაც ხდება სამუშაოების წარმართვა. პირველადი შეფასების დროს აკრედიტაციის ცენტრის შემფასებლები მოინახულებენ თითოეულ უბანს, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები.
2. თითოეული უბნის მონახულებისას არ წარმოადგენს აუცილებლობას შეფასდეს ადგილზე მიმდინარე სამუშაოების სრული სფერო.
3. აკრედიტაციის ცენტრმა შეფასებისას სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით უნდა მოიპოვოს არსებითი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ:
ა) თითეულ უბანში დანერგილია ერთი და იგივე ხარისხის მენეჯმენტის სისტემა;
ბ) თითეული უბანი ჩართულია შიდა აუდიტის პროგრამაში და მენეჯმენტის გადახედვის პროცედურაში;
გ) დროებითი უბანი ან ის უბანი, სადაც არ მიმდინარეობს ძირითადი სამუშაოები, უნდა ფუნქციონირებდნენ საერთო მოთხოვნების შესაბამისად. აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში, შეფასებისას, შერჩევით შეფასდება ერთ-ერთი ან რამდენიმე ასეთი უბანი, რათა მოპოვებულ იქნეს მტკიცებულება, დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ეფექტურობის თაობაზე.
4. შეფასებისას აკრედიტაციის ცენტრის შემფასებლებმა უნდა შეამოწმონ ძირითადი საქმიანობის შესახებ არსებული ჩანაწერები, რომელთა ჩაწერაც წარმოებს უბანზე.
5. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის ცენტრი დააფიქსირებს შეუსაბამობებს ცენტრალურ ოფისში ან მის უბანზე, საინსპექციო ორგანოს მიერ მაკორექტირებელი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ყველგან, სადაც აუცილებელია. იმ შემთხვევაში, თუ უბნის შეფასებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები სამუშაო პროცესის და დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მიმართებაში, აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებელი გადახედავს შეფასების პროგრამას და გაზრდის შესაფასებელი სამუშაოების მოცულობას.
6. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უბნის შეფასებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები და ის არ პასუხობს აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნებს, უბანი შესაძლოა ამოღებულ იქნეს აკრედიტაციის სფეროდან.
7. აკრედიტაციის ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, კონტროლის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითოეულ უბანს, ხოლო ცენტრალური ოფისი შეფასდება ყოველწლიურად.
8. საინსპექციო ორგანომ აკრედიტაციის ცენტრს უნდა აცნობოს ადგილმდებარეობის და საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ცვლილება. ახალი უბნის დაფუძნება, საიდანაც საინსპექციო ორგანომ უნდა შესთავაზოს მომხმარებელს აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრული საქმიანობა, აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს წინასწარ საქმიანობის დაწყებამდე. ახალი უბნის შეფასება აკრედიტაციის ცენტრის მიერ შეტანილი იქნება კონტროლის სამუშაოების გეგმაში.
მუხლი 8🔗. ინსპექტირების სამუშაოების ადგილზე შეფასება
1. ინსპექტირების სამუშაოების ადგილზე შესაფასებელი ობიექტების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აკრედიტაციის ცენტრმა მხედველობაში უნდა იქონიოს შემდეგი ასპექტები:
ა) საინსპექციო ორგანოს ტიპი და აკრედიტაციის სფერო;
ბ) დანერგილია თუ არა საინსპექციო ორგანოში ინსპექტორების შერჩევის, ტრენინგის და მათი მონიტორინგის პროცედურა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინსპექტორების კვალიფიკაციას და გამოცდილებას ინსპექტირების სხვადასხვა ტიპების გათვალისწინებით;
გ) შიდა აუდიტის წარმოება;
დ) უბნები, სადაც ინსპექტორები ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას;
ე) ის მოთხოვნები, რომლითაც ინსპექტორები ახდენენ პროფესიონალურ მსჯელობებს და იღებენ გადაწყვეტილებებს;
ვ) ინსპექტორების რაოდენობა;
ზ) ინსპექტირების სამუშაოების სიხშირე;
თ) მოთხოვნები ინსპექტორების კომპეტენტურობისადმი, სერტიფიკატები და სავალდებულო კვალიფიკაცია.
2. აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან სამუშაოების ჩამტარებელი ინსპექტორების შეფასებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული შემდეგი:
ა) ახალი მინიჭებულია თუ არა უფლებამოსილება ინსპექტირების ჩატარებაზე;
ბ) კვალიფიკაცია და მოთხოვნები;
გ) მათი ადგილმდებარეობა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ე) პროფესიული გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციები;
3. თუ ვერც ერთი ინსპექტორი ვერ ფარავს სპეციფიკურ სფეროს სრულად, ამ შემთხვევაში ერთზე მეტი ინსპექტორი იქნება შეფასებული იმ კონკრეტული სფეროსათვის.
4. ყველა ის მიღებული მონაცემები, რომლებიც მყისიერ და სასწრაფო ქმედებებს მოითხოვს, კლიენტისათვის ადგილზე უნდა იყოს განმარტებული.
მუხლი 9🔗. შეფასების შედეგები
1. ადგილზე შეფასების შედეგები ფორმდება შესაბამისი „შეფასების ანგარიშის“ სახით შეფასების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, რომელიც საინსპექციო ორგანოს გადაეცემა ხელზე ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
2. აკრედიტაციის დროს ადგილზე შეფასებისას დაფიქსირებული შეუსაბამობების გამოსწორებისათვის საინსპექციო ორგანოს შეფასების ოქმის მიღებიდან ეძლევა მაქსიმუმ 2 თვის ვადა, (გამზომი საშუალებების დაკალიბრების საკითხებთან მიმართებაში შეიძლება დაწესდეს სხვა გონივრული ვადა)
.
3. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულ ვადებში არ მოხდა შეუსაბამობების გამოსწორება, საინსპექციო ორგანომ აკრედიტაციაზე განაცხადი უნდა შეიტანოს ხელახლა.
4. გადაწყვეტილება განსაზღვრულ სფეროში აკრედიტაციის მინიჭებაზე მიიღება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
5. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის ცენტრი უარს ამბობს აკრედიტაციის მინიჭებაზე, საინსპექციო ორგანოს ამის შესახებ წერილობითი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში.
6. თუ საინსპექციო ორგანო არ ეთანხმება აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილებას, მას აკრედიტაციის ცენტრიდან გადაწყვეტილების შესახებ წერილის მიღებიდან ერთი თვის ვადაში შეუძლია აკრედიტაციის ცენტრში შეიტანოს ადმინისტრაციული საჩივარი (აპელაცია). აკრედიტაციის ცენტრში ადმინისტრაციული საჩივარი (აპელაცია) განიხილება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან კონტროლი და ზედამხედველობა
1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან საინსპექციო ორგანოს კოტროლისათვის და ზედამხედველობისთვის გამოიყენება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადგენილი წესი.
2. აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან აკრედიტებულ საინსპექციო ორგანოში კონტროლის ვიზიტები უნდა დაიგეგმოს ისე, რომ აკრედიტაციის ვადის განმავლობაში სრულად მოიცვას აკრედიტაციის სფერო. საინსპექციო ორგანოს მუშაობაში მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დრო შეფასებისათვის.
3. კონტროლის შედეგები ფორმდება შესაბამისი ანგარიშის სახით, შეფასების დასრულებიდან სამი დღის ვადაში, რომელიც საინსპექციო ორგანოს გადაეცემა ხელზე ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
4. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის დროს უბანზე აღმოჩენილი შეუსაბამობები დაკავშირებულია საერთო მენეჯმენტთან, მაშინ მოხდება აკრედიტაციის სტატუსის გადახედვა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს საინსპექციო ორგანოს აკრედიტაციის მოწმობის ვადის შეჩერება ან გაუქმება.
5. კონტროლის დროს დაფიქსირებული კრიტიკული შეუსაბამობების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი დაუყოვნებლივ შეაჩერებს საინსპექციო ორგანოს აკრედიტაციის მოწმობის მოქმედებას. სხვა შეუსაბამობების გამოსწორებისათვის საინსპექციო ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან შეფასების ანგარიშის მიღებიდან ეძლევა
მაქსიმუმ 15 დღის ვადა. თუ მითითებულ ვადებში საინსპექციო ორგანოს მხრიდან არ მოხდა შეუსაბამობების გამოსწორება, მაშინ აკრედიტაციის ცენტრი შეაჩერებს საინსპექციო ორგანოს აკრედიტაციის სფეროს მოქმედებას სრულად ან ნაწილობრივ, შეუსაბამობების ადეკვატურად.
მუხლი 11🔗. ხელახალი აკრედიტაცია
ხელახალი აკრედიტაციის შემთხვევაში შეფასების ვიზიტები მოიცავს საინსპექციო ორგანოს ხარისხის სისტემას და ინსპექტირების საქმიანობის ხელახალ შემოწმებას და ის თავდაპირველი შეფასების მსგავსია.
მუხლი 12🔗. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება
აკრედიტაციის სფეროს გაფართოებისათვის საინსპექციო ორგანომ აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია. აკრედიტაციის სფეროს გაფართოებისათვის ტარდება არაგეგმური კონტროლის სამუშაოები.
მუხლი 13🔗. საინსპექციო ორგანოს აკრედიტაციის სფერო და პერსონალი
აკრედიტაციის ცენტრის მიერ, შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, დგინდება და აკრედიტაციის ცენტრთან თანხმდება:
ა) საინსპექციო ორგანოს აკრედიტაციის სფერო (დანართი 2), რომელშიც ის კომპეტენტურია;
ბ) ინსპექტირების სამუშაოების ჩამტარებელი და ინსპექტირების სერტიფიკატის/ოქმის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების ნუსხა (დანართი 3).
მუხლი 14🔗. გარდამავალი დებულებები
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ობიექტების საინსპექციო ორგანოების აკრედიტაცია განხორციელდება ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-6 პუნტებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის მიღების შემდეგ.
დანართი 1
განაცხადი საინსპექციო ორგანოს აკრედიტაციისათვის
საინსპექციო ორგანოს დასახელება:
საინსპექციო ორგანოს მისამართი:
– განაცხადი პირველადი
– განაცხადი პერიოდული კონტროლის ჩატარებაზე
– განაცხადი ხელახალი აკრედიტაციისათვის
გაცხადებული აკრედიტაციის სფერო:
№
ინსპექტირების ობიექტი
(
პროდუქტის დაპროექტება/
პროდუქტი(
მასალები და მოწყობილობა)
/ მონტაჟი
/პროცესი /
მომსახურება)
ინსპექტირების ტიპი და ზღვარი
(
პერიოდული ინსპექტირება/ახალი პროდუქციის ინსპექტირება
და მახასიათებლები/პარამტრები)
მეთოდები და პროცედურები
(
ობიექტის კონტროლის წესები, შესაბამისი სტანდარტები/ ტესტირების
/ დაკალიბრების
/ გაზომვის
/ შეფასების
მე
თოდები)
ინსპექტირების სამუშაობის ჩამტარებელი პირების ნუსხა
№
ინსპექტირების ობიექტი
(პროდუქტის დაპროექტება/ პროდუქტი(მასალები და მოწყობილობა) / მონტაჟი /პროცესი /მომსახურება)
ინსპექტირების სამუშაობის ჩამტარებელი პირები
(სახელი, გვარი)
ინფორმაცია ინსპექტირების სამუშაო
ე
ბის ჩამტარებელი პირების კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილების შესახებ წარმოდგენილია დამატებითი დოკუმენტის სახით
დიახ
არა
ქვემოთ აღნიშნეთ შესაბამისი გრაფა
მიუთითეთ რომელი ტიპის საინსპექციო ორგანოს განეკუთვნება თქვენი ორგანიზაცია სსტ ისო/იეკ 17020:2010 მიხედვით.
ტიპი
A
ტიპი
B
B
ტიპი
C
თქვენი საინსპექციო ორგანო იყენებს თუ არა შიდა დაკალიბრების მეთოდს იმ გამზომი მოწყობილობებისათვის, რომლებსაც იყენებთ გამზომი სამუშაოებისათვის?
დიახ
არა
თუ „დიახ“, გთხოვთ წარმოადგინოთ დეტალები ქვემოთ არსებულ ცხრილში
№
გამზომი საშუალება/მოწყობილობა
გამოყენებული სტანდარტული მასალა/ნიმუში
დაკალიბრების პროცედურა
გამზომი საშუალების დანიშნულება
სხვადასხვა
უბნების
(
სამუშაო
ადგილების
)
მქონე
ორგანიზაციისათვის
:
თუ თქვენი განაცხადი ფარავს მოქმედებას ერთზე მეტი უბნისათვის (სამუშაო ადგილისათვის),
თქვენ უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ფორმა.
უბნის,
/სამუშაო ადგილის
№
ადგილმდებარეობა
საქმიანობა წარმოებული ამ უბანში /სამუშაო ადგილზე
უბანზე/სამუშაო ადგილზე პასუხისმგებელი პირის
საკონტაქტო მონაცემები
დეკლარაცია
მე ვაცხადებ, რომ უფლებამოსილი ვარ ორგანიზაციის მიერ, რათა წარმოვადგინო განაცხადი და რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მართალი და ზუსტი.
სახელი, გვარი _______________________________
თანამდებობა _________________________________
თარიღი _________________________________
დანართი 2
აკრედიტაციის მოწმობის №-------
რეგისტრირებული “------” “--------------” 20 წ
აკრედიტაციის ცენტრის ბ.ა.
საინსპექციო ორგანოს აკრედიტაციის სფერო
№
ინსპექტირების ობიექტი
(
პროდუქტის დაპროექტება/
პროდუქტი
(
მასალები და მოწყობილობა
)
/ მონტაჟი
/პროცესი
/
მომსახურება)
ინსპექტირების ტიპი და ზღვარი
(
პერიოდული ინსპექტირება/ახალი პროდუქციის ინსპექტირება
და მახასიათებლები/პარამ
ე
ტრები)
მეთოდები და პროცედურები
(
ობიექტის კონტროლის წესები, შესაბამისი სტანდარტები/
ტესტირების
/
დაკალიბრების
/
გაზომვის
/ შ
ეფასების
მე
თ
ოდები)
დანართი 3
ინსპექტირების სამუშაოების ჩამტარებელი და ინსპექტირების სერტიფიკატის/ოქმის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების ნუსხა
№
ინსპექტირების ობიექტი
(
პროდუქტის დაპროექტება/
პროდუქტი
(
მასალები და მოწყობილობა
)
/ მონტაჟი
/პროცესი
/
მომსახურება)
ინსპექტირების სამუშაობის ჩამტარებელი პირები
(სახელი, გვარი)
ინსპექტირების სერტიფიკატის/ოქმის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირები (სახელი, გვარი)