⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.10.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2005
ძალის დაკარგვა 10.10.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №249
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.383
გამოქვეყნების წყარო სსმ, 154, 31/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,049 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2005 მიღება
10.10.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი

ბრძანება (3)

🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №249 2005 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილება. 3. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81​2 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო მმართველობასა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. 2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. 7. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი №30.     მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) მოსახლეობის შრომის, დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და ამისათვის გამიზნული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი მოქალაქეთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მათი კონსტიტუციური უფლებების რეალიზაციისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად; ბ) შრომითი ურთიერთობებისა და შრომის დაცვის სფეროში: ბ.ა) დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება და წინადადებათა წარდგენა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში; ბ.ბ) შრომისა და შრომის დაცვის სფეროს ზედამხედველობა; გ) დასაქმების სფეროში: გ.ა) დასაქმების სფეროს შესწავლა; გ.ბ) დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად პროფესიული ორიენტაციის, კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ერთობლივ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა; დ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში: დ.ა) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი; დ.ბ) მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, კანონმდებლობით გარანტირებული კვალიფიციური, ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების სახეების ჩამონათვალის შემუშავება და დამტკიცება, რითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე; დ.გ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების ერთიანი წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი; დ.დ) სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება; დ.ე) სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფა დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში; დ.ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დარგში პრიორიტეტულ ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება; დ.ზ) ნებაყოფლობითი სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების რეგისტრაცია და ექსპერტიზა; დ.თ) ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების შემუშავება და დამტკიცება, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელება და ზედამხედველობა; დ.ი) სამედიცინო განათლების, მედიცინის მეცნიერების განვითარებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნის ხელშეწყობა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; დ.კ) სამედიცინო კადრების მომზადების დონის ამაღლების, კვალიფიკაციისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის ორგანიზება; დ.ლ) საქართველოში სამკურნალო საშუალებათა, სამედიცინო აპარატურისა და სამედიცინო დანიშნულების სხვა პროდუქციის წარმოების განვითარების პერსპექტიულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; დ.მ) საქართველოში მიმოქცევაში არსებულ სამკურნალო საშუალებათა ხარისხის სისტემატური კონტროლი; ე) სოციალური დაცვის სფეროში: ე.ა) რეგიონების (ქალაქებისა და რაიონების) მიხედვით მოსახლეობის ცხოვრების დონის შეფასება და მისი ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად მოსახლეობის სოციალური დაცვის ტერიტორიული პროგრამების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება; ე.ბ) მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით მიზნობრივ-სოციალური დახმარების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმების შემუშავება; ე.გ) მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებისა და პროგნოზების შედგენა-შემუშავება, მათი განხორციელების ზედამხედველობა; ე.დ) პენსიონერთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ზედამხედველობა; ე.ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრთა ან ბრძოლაში დაინვალიდებულთა, დაჭრილთა და დაავადებულთა, აგრეთვე ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა რეაბილიტაციის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება; ე.ვ) სახელმწიფო საოჯახო პოლიტიკის პრინციპებისა და მიზნების განსაზღვრა, კონკრეტული პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ზედამხედველობა; ე.ზ) სახელმწიფოს ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და მისი განხორციელებისათვის სახელმწიფო ცენტრალური და ტერიტორიული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება; ე.თ) ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პროცესების ინფორმაციული ბანკის შექმნა.     მუხლი 3🔗. სამინისტროს კომპეტენცია თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტროს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს მმართველობას მიკუთვნებულ სფეროში კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დადგენილი წესით მათი მიღება (გამოცემა); ბ) კანონით დადგენილი წესით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სუბიექტების ლიცენზირება, ნებართვების გაცემა და სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სერტიფიცირება; გ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი; დ) ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირება, ფარმაცევტული საქმიანობისა და სამკურნალო საშუალებათა ხარისხის კონტროლი; ე) სამკურნალო საშუალებათა სახელმწიფო რეგისტრაცია/ხელახალი რეგისტრაცია; ვ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა, ჰიგიენური ნორმირება, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავება და კონტროლი; ზ) დაინტერესებულ სამინისტროებთან, სამთავრობო სტრუქტურებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა კომპლექსის განსაზღვრა; თ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა წარმოებისა და სამედიცინო ტექნოლოგიათა გამოყენების ერთიანი სახელმწიფო ნორმებისა და წესების შემუშავება, მათი დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემის ორგანიზება და მართვა; ი) საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, დაავადებათა პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების შემუშავება და განხორციელების კონტროლი; კ) სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციისათვის განკუთვნილი სახსრების მიზნობრივი ხარჯვის ორგანიზება; ლ) ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) კანონმდებლობით დადგენილი წესით სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ნორმატივების, შრომის უსაფრთხოების ნორმების შემუშავება და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ორგანიზება; მ) მოსახლეობის სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი; ნ) საერთაშორისო საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებათა გაფორმება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; პ) ყოველწლიური ცნობის წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის სამინისტროში შესულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით; ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შეთანხმება; რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა; ს) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და საქმიანი კონტაქტების დამყარება; ტ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში მონაწილეობა მმართველობის მინდობილ სფეროში; უ) კანონით ან კანონის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 4🔗. სამინისტროს სისტემა 1. სამინისტროს სისტემის შემადგენლობაში არიან: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები; დ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები; ე) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები. 2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან: ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი; ბ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო; გ) წამლის სააგენტო; დ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი; ე) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი; ვ) ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტი. 3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: ა) სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო; ბ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი; გ) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი; დ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრი; ე) საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია; ვ) საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდი; ზ) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი; თ) სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი; ი) საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი. 4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან: ა) კახეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი; ბ) ქვემო ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი; გ) მცხეთა-მთიანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი; დ) შიდა ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამეტი; ე) სამცხე-ჯავახეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი; ვ) იმერეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი; ზ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი; თ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი; ი) გურიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარატმენტი; კ) ცხინვალის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი. 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან: ა) მინისტრის აპარატი; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; გ) გენერალური ინსპექცია; დ) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი; ე) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი; ვ) დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების სამმართველო; ზ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი; თ) შრომისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი; ი) დარგობრივი რეგულირების დეპარტამენტი; კ) იურიდიულ და საერთაშორისო საკითხთა დეპარტამენტი.     მუხლი 5🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. 2. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის; გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, ხოლო მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად ან თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს; ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით; თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; ი) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში; კ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს; ლ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა დებულებებს; მ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ასევე ძალადაკარგულად ცნობს აღნიშნულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში; ნ) გამოსცემს ბრძანებებს საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტისა და/ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის საფუძველზე და მათ შესასრულებლად; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; პ) ხელს აწერს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ ლიცენზიებსა და ნებართვებს; ჟ) უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები; რ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის; ს) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებათა მისაღებად; ტ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად; უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხების შესახებ; ფ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ამოცანებს. 3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით. 4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ექვსი მოადგილე, რომელთაგან ერთი იმავდროულად არის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი. მინისტრის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 6. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას. 7. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.     მუხლი 6🔗. სამინისტროს თანამდებობის პირები 1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები. 2. სამინისტროს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.     მუხლი 7🔗. სამინისტროს სხვა მოხელეები 1. სამინისტროს სხვა მოხელეები არიან: ა) მინისტრის მრჩევლები; ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები; გ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) მდივან-სპეციალისტები; დ) სამინისტროს სპეციალისტები. 2. მინისტრის მრჩევლებს, თანაშემწეებსა და მდივან-სპეციალისტებს, აგრეთვე სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონით დადგენილი წესით. 3. მინისტრის მოადგილის თანაშემწესა და მდივან-სპეციალისტს შესაბამისი მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამინისტროს მრჩევლებისა და სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 8🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი 1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს არა აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად; თ) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.     მუხლი 9🔗. მინისტრის აპარატი მინისტრის აპარატის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წინადადებათა მომზადება მინისტრისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა მიზანმიმართულად რეალიზაციის თაობაზე; ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; გ) საიდუმლო-სარეჟიმო საქმიანობის უზრუნველყოფა.     მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების შეუფერხებელი ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საქმისწარმოებისა და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; ბ) სამინისტროს შიდა ინფორმაციული უზრუნველყოფა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზება; გ) სამინისტროში თათბირებისა და სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და საპროტოკოლო-საკურიერო საქმიანობა.     მუხლი 11🔗. გენერალური ინსპექცია გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებების საჯარო მოხელეთა კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების საფუძველზე ინფორმაციის შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების თანამდებობის პირთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, კორუფციული სამართალდარღვევების ხელშემწყობი მიზეზების გამოვლენა, მათი ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, გამოვლენილი დარღვევების შესახებ წინადადებების შემუშავება და განსახილველად მინისტრისათვის წარდგენა.     მუხლი 12🔗. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგიის დაგეგმვა, შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა; ბ) საკადრო საკითხთა გადაწყვეტის, ტრენინგებისა და განვითარების სისტემის შექმნის ორგანიზება; გ) პროფესიული უნარ-ჩვევების განსაზღვრა, პერსონალის კომპეტენციის შეფასება, მუშაობის ხარისხის მართვის და თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავება.     მუხლი 13🔗. დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების სამმართველო დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორის რეგულირების პოლიტიკის შემუშავება, განვითარების სტრატეგიის ფორმულირება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის ანალიზი; ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის კოორდინირებულობის შეფასება ქვეყნის განვითარების ერთიან სტრატეგიასა და საერთაშორისო ვალდებულებებთან; გ) სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შესაბამისობის შეფასება დარგობრივ სტრატეგიასთან, სექტორის ადმინისტრირების ეფექტიანობის შეფასება.     მუხლი 14🔗. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მართვა, სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამების კოორდინაცია; გ) ჯანმრთელობის დაცვის სექტორალური რეფორმების მიმდინარეობის კოორდინაცია.     მუხლი 15🔗. შრომისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი შრომისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) შრომისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მართვა; ბ) შრომისა და სოციალური დაცვის სფეროში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამების კოორდინაცია; გ) შრომისა და სოციალური დაცვის სექტორალური რეფორმების მიმდინარეობის კოორდინაცია.     მუხლი 16🔗. დარგობრივი რეგულირების დეპარტამენტი დარგობრივი რეგულირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელთა საქმიანობის ზედამხედველობის მექანიზმების შემუშავება; ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელთა საქმიანობის ნორმებისა და სტანდარტების შემუშავების ორგანიზება; გ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების საქმიანობის კოორდინაცია.     მუხლი 17🔗. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის კონტროლი; ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისათვის საშუალოვადიანი და წლიური ბიუჯეტების პროექტების მომზადება; გ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება.     მუხლი 18🔗. იურიდიულ და საერთაშორისო საკითხთა დეპარტამენტი იურიდიულ და საერთაშორისო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროს ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მათი სამართლებრივი ექსპერტიზა და სისტემატიზაცია; ბ) წინადადებების მომზადება ევროპისა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თაობაზე, საპარლამენტო მდივნისათვის კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა; გ) სამინისტროს საერთაშორისო/საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია, განვითარება და საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე სათანადო წინადადებებისა და მექანიზმების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ეფექტიადან წარმართვის მიზნით.     მუხლი 19🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები 1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი ამოცანები და საქმიანობის წესი. 2. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ ის უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს. 3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანების შესრულების ვადები და სათათბირო ორგანოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი. 4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები. 5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს. 6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 7. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია. 8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას მოსამსახურის დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 20🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.