„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებებისa და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება№-21
2011 წლის 17 მარტი
ქ. ქობულეთი
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილებ ებ ისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილებ აშ ი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 12.08.10წ., №10, მუხ.225) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა)მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.’’
ბ) მე-12 მუხლი ს მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ლ’’ ქვეპუნქტი:
,,ლ) შიდა აუდიტის სამსახური.’’
გ) მე-13 მუხლს დაემატოს 101 პუნქტი:
,,101 . შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის კონტროლისა და მართველობითი პროცესების შეფასების გზით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფა,ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება’’.
2.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე