საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 08.04.2000
ძალის დაკარგვა 15.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №141
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 33, 17/04/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,569 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2000 მიღება
15.06.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 49.6pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №141 2000 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ საქართველოში სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის განვითარების, ტურისტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: 1. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან შეიქმნას საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. დამტკიცდეს საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახურის თანდართული წესდება. 3. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყოს საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახურის უფროსის დანიშვნა, საშტატო ნუსხის დამტკიცება და ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა. 4. საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ.   5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ერთ თვეში განიხილოს საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახურისათვის საჭირო ქონების გადაცემის საკითხი საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადების შესაბამისად. 6. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №94 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში და IV თავს დაემატოს 22-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან შეიქმნას საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტებისა და ექსკურსანტების უსაფრთხოებას“. შემდეგი პუნქტები გადაინომროს შესაბამისად. ე. შევარდნაძე საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახურის წესდება თავი I ზოგადი დებულება     მუხლი 1🔗 საქართველოს სამაშველო-საგამყოლო სამსახური (შემდგომში _ სამსახური) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, როგორც საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სამსახურს აქვს ქონება და ფლობს იურიდიული პირისათვის დამახასიათებელ ყველა იმ უფლება-მოვალეობას, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 2🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით, კანონებით, ამ წესდებით და სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗 1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს სრული სამეურნეო ანგარიშიანობის პრინციპებით. 2. სამსახურის საქმიანობის დაფინანსების წყაროებია: ა) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; ბ) შემოწირულობები, გრანტები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები; დ) სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივი დანიშნულებით სუფსიდიის სახით მისაღები ასიგნებანი. 3. სამსახურის ყოველწლიურ საფინანსო გეგმას ამტკიცებს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით. 4. სამსახური უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით აიღოს სესხი ან გააფორმოს ბანკთან სადეპოზიტო ხელშეკრულება. 5. სამსახური ხსნის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, მათ შორის სავალუტო ანგარიშებს ბანკში.     მუხლი 4🔗 1. სამსახურს აქვს ემბლემა და ბეჭედი თავისი სახელწოდებით. 2. სამსახურს აქვს უფლება გამოიყენოს დროშები, ნიშნები და შესაბამისი სპეციალური უნიფორმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის იურიდიული მისამართია: 380062, საქართველო, ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №80. თავი II სამსახურის ქონება     მუხლი 5🔗 1. სამსახურს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო თავისი ქონება. 2. სამსახურის ქონება შედგება მისი ფუნქციონირების განმავლობაში შეძენილი ან შექმნილი ქონებისაგან.     მუხლი 6🔗 სამსახურს, მისი სპეციფიკური საქმიანობიდან და მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს სახელმწიფო ქონებას. თავი III სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანი, ფუნქციები და საქმიანობის საგანი     მუხლი 7🔗 სამსახურის საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის განვითარებას საქართველოში.     მუხლი 8🔗 სამსახურის საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია: 1. დახმარება გაუწიოს სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის დარგის იმ მომხმარებლებს, რომელთა სიცოცხლე ან ჯანმრთელობა საფრთხეშია. 2. ხელი შეუშალოს ავარიებს მთაში გამაფრთხილებელი და ამკრძალავი მოქმედებით. 3. სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის დარგის მომხმარებლებს გაუწიოს საგამყოლო მომსახურება. 4. მიიღოს მონაწილეობა მთიანი გარემოს ეკოლოგიურ დაცვაში. უზრუნველყოს სამთო ტურიზმის მარშრუტების პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება.     მუხლი 9🔗 სამსახურის საქმიანობის საგანია: 1. სამაშველო საქმიანობის ორგანიზება: ა) მაშველთა გაერთიანება და სწავლება; ბ) სამაშველო საქმიანობის შესრულება; გ) სამაშველო სადგურების, პუნქტებისა და რაზმების შექმნა და ფუნქციონირება; დ) სამთო-ტურისტული მარშრუტების მარკირება; ე) დახმარება კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის დროს; ვ) სამთო-სამაშველო საქმის სრულყოფა და განვითარება; ზ) სამთო-სამაშველო სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა; თ) ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. 2. საგამყოლო საქმიანობა: ა) ტურისტების საგამყოლო მომსახურება; ბ) გამყოლების მომზადება. 3. პროფილაქტიკური საქმიანობა: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მთაში მყოფი პირების უსაფრთხოებისათვის საჭირო პირობების დაცვის (შემოწმების) კონტროლი; ბ) მეწყრული და სხვა ტიპის უბედურებების (საფრთხის) დროს განგაშის გამოცხადება; გ) მთაში მყოფი პირების უსაფრთხოებისათვის პროფილაქტიკური საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროფილაქტიკის მიზნით სასიმაღლო და წყალქვეშა სამუშაოების შესრულება; ე) საინფორმაციო და საინსტრუქტაჟო საქმიანობის განხორციელება ავარიების (შემთხვევების) თავიდან აცილების მიზნით; ვ) ურთიერთთანამშრომლობა ადმინისტრაციულ ორგანიზაციებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ, სამეცნიერო, სამეურნეო ორგანიზაციებთან. 4. ურთიერთთანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ბუნებრივი გარემოს დაცვას.     მუხლი 10🔗 სამსახურს არა აქვს უფლება განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობისა. თავი IV სამსახურის უფლება-მოვალეობანი     მუხლი 11🔗 სამსახური უფლებამოსილია: ა) დაგეგმოს საქმიანობა და სხვა ორგანიზაციებთან განსაზღვროს სამსახურის განვითარების პერსპექტივები, სახელმწიფო და რეგიონალური ინტერესებიდან გამომდინარე, დადებული ხელშეკრულებებით, განსაზღვრულ სამუშაოებსა და მომსახურებაზე მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით; ბ) აკონტროლოს სახელმწიფო ქონების შენახვისა და მოვლა-პატრონობის, ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების, გარემოსა და სანიტარიული ნორმების დაცვის, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობა; დარღვევების შემთხვევაში გამოიყენოს ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებანი; ბ) თავისი შემოსავლის ხარჯზე შესაძლებლობების ფარგლებში, გაუწიოს სპონსორული დახმარება ცალკეულ პირებს, საზოგადოებრივ და შემოქმედებით ორგანიზაციებს, სპორტულ კლუბებსა და კოლექტივებს; გ) გამართოს სიმპოზიუმები, სემინარები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ; დ) მიავლინოს საზღვარგარეთ სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესასწავლად, სიმპოზიუმებში, სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისღებად; ე) აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო სამაშველო ორგანიზაციებთან; ვ) დაუწესოს კონტროლი სამსახურის ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებას, კოორდინაცია გაუწიოს ოპერატიული სამაშველო და საგამყოლო საქმიანობისთვის საჭირო სპეციალისტების მომზადებასა და გადამზადებას.     მუხლი 12🔗 სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მაშველთა მობილიზაცია საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში და აღმოუჩინოს ოპერატიული დახმარება დაზარალებულებს, წელიწადის დროისა და დღე-ღამის მიუხედავად; ბ) კონტროლი გაუწიოს სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის დარგის მომხმარებლების მარშრუტების ტექნკურ უზრუნველყოფას და მათი გამყოლების კვალიფიკაციას; გ) დროულად მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს და სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის დარგის მომხმარებლებს მარშრუტების მოსალოდნელი საფრთხის შესახებ; დ) კონტროლი გაუწიოს მარშრუტებზე სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის დარგის მომხმარებლების მიერ გარემოს დაცვას; ე) უზრუნველყოს პროფილაქტიკური ღონისძიებები სამთო ტურიზმისა და ალპინიზმის მომხმარებლებისათვის. თავი V სამსახურის მართვა     მუხლი 13🔗 1. სამსახურს მართავს სამსახურის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში _ ერთ-ერთი მოადგილე. 2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამსახურის უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 3. სამსახურის თანამშრომლებს შორის თანამდებობრივ ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.     მუხლი 14🔗 სამსახურის უფროსი: ა) თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს წესდებით, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული სამსახურის პროგრამით და ამ პროგრამიდან გამომდინარე ასრულებს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს; ბ) წარმოადგენს სამსახურს მინდობილობის გარეშე, დადგენილი წესით მართავს სამსახურის ქონებას, დებს ხელშეკრულებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, გასცემს მინდობილობებს, იღებს გადაწყვეტილებებს ცალკეული სტრუქტურული ქვეგანაყოფების რეორგანიზაციის შესახებ; გ) ნიშნავს (დებს შრომით კონტრაქტს) და ათავისუფლებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს; დ) ხელს აწერს სამსახურის ფინანსურ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს მეთოდებსა და სტრატეგიას სამსახურის წინაშე დასახული მიზნების მისაღწევად და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს; ვ) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით დებს ყველა ისეთი სახის გარიგებას, რომელიც შეეხება მისთვის გადაცემული ქონების გასხვისებას ან ვალდებულებებით დატვირთვას; ზ) ადგენს სამსახურის წლიური საფინანსო გეგმის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტს, ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს; თ) გამოსცემს ინდივიდუალურ (არანორმატიულ) ბრძანებებს, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა სამსახურის ყველა მუშაკისათვის.     მუხლი 15🔗 1. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე სამსახურის უფროსის ან დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ერთპიროვნულად წარმოადგენს სამსახურს და ხელმძღვანელობს, თუ სამსახურის უფროსი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. 2. სამსახურის უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ და ხელმძღვანელობენ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. 3. სამსახურის უფროსის მოადგილეები სამსახურის უფროსის დავალებით ასრულებენ სპეციალურ დავალებებს.     მუხლი 16🔗 სამსახურის ქვედანაყოფების უფროსები ხელმძღვანელობენ სამსახურის შესაბამის ქვედანაყოფებს, ანაწილებენ ფუნქციებს ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის, სამსახურის უფროსს (მოადგილეს) წარუდგენენ წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. თავი VI სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 17🔗 სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. თავი VII რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 18🔗 სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. თავი VIII წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი     მუხლი 19🔗 სამსახურის წესდებაში ცვლილებები და დამატებები შედის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.