საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2000
ძალის დაკარგვა 24.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №204
სარეგისტრაციო კოდი 010210060.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 47, 31/05/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,365 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2000 მიღება
24.08.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:3.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 56.7pt 51.05pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №204 2000 წლის 25 მაისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №177 ბრძანებულება.  ე. შევარდნაძე საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი). 2. აპარატი თავის საქმიანობას ახორციელებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს იუსტიციის საბჭოს დროებითი რეგლამენტის, სხვა სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი. 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები ყოველწლიურად წარუდგენენ გაწეული მუშაობის ანგარიშს საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანს. 5. აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები­საგან: ა) სასამართლო პერსონალის სექტორი; ბ) საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადებისა და ორგანიზაციის სექტორი; გ) სტატისტიკისა და ნორმატიული აქტების სისტემატიზაციის სექტორი; დ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართალშემოქ­მე­დებითი საქმიანობის სექტორი; ე) სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარ­მოების სექტორი; ვ) კანცელარია; ზ) იუსტიციის საბჭოს წევრის აპარატი; თ) მისაღები; ი) პრესცენტრი; კ) ბუხჰალტერია; ლ) საფინანსო სექტორი. II. სასამართლო პერსონალის სექტორი სასამართლო პერსონალის სექტორი: ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრების, საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატისა და საერთო სასამართ­ლოების მოსამართლეთა საკადრო აღრიცხვას; ბ) აწარმოებს მოხელეთა შრომით წიგნაკებსა და ჩასართ ფურცლებს; გ) ადგენს მოხელეთა ნამსახურობის ნუსხას; დ) აფორმებს სამუშაოზე მიღებასა და გათავისუფლებას, შვებულებებს, საპენსიო საბუთებს, შრომისუუნარობის ფურცლებსა და მივლინებებს; ე) აანალიზებს აპარატის მოხელეთა პროფესიული მომზადების დონეს, შეიმუშავებს და ახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს, ვ) უზრუნველყოფს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების აღრიცხვას; ზ) უზრუნველყოფს აპარატის ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის გამართვას, მოსამსახურეთა ატესტაციის ორგა­ნიზებასა და მოწყობას; თ) ამზადებს და აფორმებს ბრძანებებს მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ი) შეიმუშავებს იუსტიციის საბჭოს შინაგანაწესს და უზრუნველყოფს მისი განხორციელების კონტროლს. III. საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადებისა და ორგანიზაციის სექტორი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადებისა და ორგანიზაციის სექტორი: ა) ახორციელებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას; ბ) შეისწავლის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობის წესსა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ გადასაწყვეტად ამზადებს შესაბამის პროექტებს; გ) ორგანიზაციულ საკითხებში ხელმძღვანელობს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების სამდივნოს საქმიანობას; დ) შეიმუშავებს სასამართლო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღ­ლების პროგრამების პროექტებს. IV. სტატისტიკისა და ნორმატიული აქტების სისტემატიზაციის სექტორი სტატისტიკისა და ნორმატიული აქტების სისტემატიზაციის სექ­ტორი: ა) ამზადებს საკითხებს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალების განხილვის შესახებ; ბ) სასამართლო სტატისტიკის საფუძველზე მოპოვებულ ფაქტობ­რივ და ანალიტიკურ ინფორმაციას წარუდგენს იუსტიციის საბჭოს შემდ­გომი პროგნოზირებისათვის; გ) შეიმუშავებს სასამართლოში პირველადი სტატისტიკური აღრი­ცხვის ფორმებს, ერთდროული აღრიცხვის, აღწერის ბლანკებს და დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის საბჭოს; დ) უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერი­ალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ერთად უზრუნ­ველყოფს სტატისტიკური კრებულებისა და ბიულეტენების გამოცემას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სტატისტიკური მასალების გამოქვეყნებას; ე) თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტთან კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების სისტემაში მოყვანას; ზ) ახორციელებს სისტემატიზებული დოკუმენტების შესახებ სამეცნიერო-საცნობარო მასალების შექმნას (აღწერები; კატალოგები და სხვ.); თ) უზრუნველყოფს საჭირო ნორმატიული მასალის ოპერატიულ მოძიებას; ი) აწარმოებს ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემ­პლარებს; კ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისათვის საინფორმაციო, საცნობარო და სხვა მასალების მიწოდებას; ლ) მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ; მ) ორგანიზაციას უწევს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ნორმატიული აქტების მოძიებას. V. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სექტორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სექტორი: ა) უზრუნველყოფს იუსტიციის საბჭოს საერთაშორისო და სამარ­თალშემოქმედებით საქმიანობას; ბ) ამყარებს ურთიერთობას საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან; გ) ამზადებს იუსტიციის საბჭოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენელთა ოფიციალურ შეხვედრებს, იძლევა დასკვნებს შემოთავაზებულ წინადადებებზე; დ) შეიმუშავებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუ­ტებთან თანამშრომლობის დოკუმენტების პროექტებს და იუსტიციის საბჭოს თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ შემდგომ გან­ხორ­ციელებას; ე) იუსტიციის საბჭოსათვის ამზადებს სასამართლო ხელისუფ­ლების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ) წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების თაო­ბაზე, რომლებიც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, ამზადებს შენიშვნებსა და წინადადებებს. VI. სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სექტორი სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარ­მოების სექტორი: ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების შესაბამისად ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას; ბ) ახორციელებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის საბჭოს სხდომების მოწვევისა და გამართვის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; გ) ამზადებს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული იუსტიციის საბჭოს დოკუმენტების პროექტებს; დ) შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხებზე; შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის საბჭოს; ე) აწარმოებს იუსტიციის საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპ­ლინური სამართალწარმოების სტატისტიკას; ვ) განაზოგადებს იუსტიციის საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკას. VII. კანცელარია კანცელარია: ა) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; ბ) ახორციელებს განცხადებებისა და წერილების მიღებასა და რეგისტრაციას; გ) უზრუნველყოფს შიდასაუწყებო კორესპონდენციის დანიშნულე­ბისამებრ წარდგენას; დ) ახორციელებს იუსტიციის საბჭოსა და მისი აპარატის სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და დაგზავნას; ე) ახორციელებს საცნობარო მომსახურებას. VIII. იუსტიციის საბჭოს წევრის აპარატი: იუსტიციის საბჭოს აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად იუსტიციის საბჭოს წევრის აპარატი შედგება იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწისა და რეფერენტისაგან. 1. თანაშემწე: ა) იუსტიციის საბჭოს წევრის დავალებით ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული იუსტიციის საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს; ბ) ახორციელებს იუსტიციის საბჭოს წევრის კომპეტენციას მიკუთვ­ნებულ საკითხთა მომზადების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; გ) ასრულებს იუსტიციის საბჭოს წევრის სხვა დავალებებს; დ) იუსტიციის საბჭოს მდივნის ან საბჭოს სხვა წევრის დავალებით ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას. 2. რეფერენტი: ა) ახორციელებს იუსტიციის საბჭოს წევრის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას; ბ) უზრუნველყოფს იუსტიციის საბჭოს წევრს საინფორმაციო-საცნობარო მასალებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით; გ) ასრულებს იუსტიციის საბჭოს წევრის სხვა დავალებებს. IX. მისაღები 1. საქართველოს იუსტიციის საბჭოს მისაღებში მოქალაქეთა მიღება წარმოებს აპარატის მოხელეთა მიერ საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნის მიერ დამტკიცებული მორიგეობის გრაფიკის შესაბამისად. 2. მისაღები: ა) ახორციელებს მოქალაქეთა მიღებას და განიხილავს მათ განცხადებებს, საჩივრებსა და მიმართვებს; ბ) იურიდიულ კონსულტაციას უწევს მოქალაქეებს; გ) განსაზღვრავს საკითხთა ქვემდებარეობას და ახდენს კანონ­მდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას. X. პრესცენტრი პრესცენტრი: ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და მისი აპარატის ინფორმაციულ უზრუნველყოფას; ბ) ამზადებს ანალიტიკურ მასალებს იუსტიციის საბჭოსა და საერთო სასამართლოების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალე­ბებში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე; გ) მოიპოვებს საზღვარგარეთის ქვეყნების საინფორმაციო სააგენ­ტოების მიერ გავრცელებულ შესაბამის მასალებს და აცნობებს იუსტიციის საბჭოსა და მის აპარატს; დ) თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების პრესცენტრებთან; ე) ორგანიზაციას უწევს პრესკონფერენციების გამართვას, უზრუნველყოფს იუსტიციის საბჭოში გამართულ ღონისძიებებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა დასწრებას; ვ) უზრუნველყოფს იუსტიციის საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. XI. ბუხჰალტერია ბუხჰალტერია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზა­ციებში ბუხჰალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად. XII. საფინანსო სექტორი ა) საფინანსო სექტორი ახორციელებს იუსტიციის საბჭოს საფი­ნანსო-სამეურნეო საქმიანობას; ბ) ახორციელებს იუსტიციის საბჭოს მატერიალურ ფასეულობათა მდგომარეობის კონტროლს; გ) უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დროულ მიღებას; დ) იუსტიციის საბჭოს მდივანთან შეთანხმების საფუძველზე დებს საფინანსო-სამეურნეო ხასიათის ხელშეკრულებებს; ე) მონაწილეობს იუსტიციის საბჭოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; ვ) ახორციელებს იუსტიციის საბჭოს სამეურნეო უზრუნველყოფას. XIII. იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეთა ძირითადი ფუნქციები 1. სექტორის უფროსი (კანცელარიის გამგე): ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სექტორის (კანცელარიის) ორგანიზაციულ საქმიანობას; ბ) კონტროლის უწევს სექტორის (კანცელარიის) წარმოებაში არსებულ საკითხთა მომზადების ვადების დაცვას და საქმეთა ჯეროვან წარმოებას; გ) სექტორში (კანცელარიაში) შრომის თანაბარი განაწილების მიზნით შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის საბჭოს მდივანს. 2. უფროსი კონსულტანტი და კონსულტანტი: ა) უზრუნველყოფენ სექტორის (კანცელარიის) ფუნქციებით განსა­ზღვ­რული ამოცანების შესრულებას; ბ) ასრულებენ სექტორის უფროსის (კანცელარიის გამგის) ორგა­ნი­ზაციული ხასიათის დავალებებს. 3. მთავარი ბუხჰალტერი: ასრულებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკი­ცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუხჰალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილ ბუხჰალტრის მოვალეობებს.