საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 14.06.2000
ძალის დაკარგვა 26.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №256
სარეგისტრაციო კოდი 450190000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55, 16/06/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 56.7pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №256
2000 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს ტერიტორიაზე ძეგლებისა და მონუმენტების სათანადო წესების დაუცველად, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ მათი მხატვრული დონის შეფასების გარეშე აღმართვის პრეცედენტების აღმოფხვრისა და განთავსების ადგილის შერჩევის მიზნით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის საფუძველზე:
1. შეიქმნას საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭო.
2. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.
3. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული შემადგენლობა.
ე. შევარდნაძე
საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს
დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭო (შემოკლებული სახელწოდება „სახელმწიფო სამხატვრო საექსპერტო საბჭო“, შემდგომში – საბჭო) მუდმივმოქმედი სახელმწიფო სამხატვრო საექსპერტო საბჭოა, რომელიც განიხილავს ქანდაკებების, სკულპტურულ-არქიტექტურული და მონუმენტურ-დეკორატიული (პანო, რელიეფი) პროექტების, ესკიზებისა და მოდელების მხატვრულ დონეს და მათი განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხს.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. საბჭოს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით და ბლანკი.
4. საბჭოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, რუსთაველის პროსპექტი №37.
II. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
2. საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება საქართველოს კულტურის მინისტრი, ხოლო მოადგილედ – მინისტრის მოადგილე, რომელიც განაგებს პროფესიული ხელოვნების საკითხებს.
3. საბჭოს წევრები არიან გამოჩენილი მოქანდაკეები და არქიტექტორები.
4. საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში განსათავსებელი ქანდაკებების, სკულპტურულ-არქიტექტურული და მონუმენტურ-დეკორატიული (პანო, რელიეფი) პროექტების, ესკიზებისა და მოდელების განხილვისას საბჭოს წევრებად ავტომატურად ითვლებიან ქალაქის მთავარი არქიტექტორი, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი და კულტურის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.
5. საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით შეიძლება საბჭოს სხდომაზე მოწვეულ იქნენ სხვა დაინტერესებული პირები.
III. საბჭოს ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე მაღალმხატვრული დონის ძეგლებისა და მონუმენტების აღმართვა შესაბამისი წესების დაცვით და მათი სათანადო ადგილზე განთავსება.
2. თავისი საქმიანობისას საბჭო თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან.
3. თავისი ძირითადი ამოცანის შესრულების მიზნით, სათანადო ორგანოების გადაწყვეტილებების არსებობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს ავტორის მიერ წარმოდგენილი პროექტი, ესკიზი ან კომპოზიციის მოდელი;
ბ) განიხილოს და შეაფასოს ქანდაკებების, სკულპტურულ-არქიტექტურული და მონუმენტურ-დეკორატიული (პანო, რელიეფი) პროექტების, ესკიზებისა და მოდელების (შემდგომში – პროექტი) მხატვრული დონე;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება პროექტების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ;
დ) განსაკუთრებულ შემთხვევაში შევიდეს წინადადებით საქართველოს პრეზიდენტთან;
ე) საჭიროების შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პარლამენტს, მოითხოვოს საკუთარი გადაწყვეტილების შესრულება სხვადასხვა უწყებისა და საზოგადოებრივი თუ კერძო სტრუქტურისაგან;
ვ) მოითხოვოს საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე დაწყებული სამუშაოების შეჩერება ან მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი სამუშაოების შეწყვეტის შესახებ.
3. საბჭო იკრიბება საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით ნებისმიერ დროს, ყოველი პროექტის შემოსვლისას.
4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა 2/3-ის ხმებით.
5. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად.
6. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს კულტურის მინისტრის წინაშე.
IV. საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურება
1. საბჭოს წევრთა შრომა შეიძლება ანაზღაურდეს; მათი შრომის გასამრჯელო გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსახორციელებელი პროექტის ხარჯთა ნუსხაში.
2. საბჭოს წევრთა შრომის გასამრჯელო განისაზღვრება მინიმუმ 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ყოველ სხდომაზე (წესისამებრ იმართება ორი სხდომა, ხოლო დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს დამატებითი სხდომებიც).
V. საბჭოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. საბჭოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება:
ა) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლებისა და მონუმენტების სამხატვრო საექსპერტო საბჭოს შემადგენლობა
სესილი გოგიბერიძე – საქართველოს კულტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
გიორგი გუნია – საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახალხო მხატვარი, პროფესორი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ელგუჯა ამაშუკელი – საქართველოს სახალხო მხატვარი, მოქანდაკე
გიგა ბათიაშვილი – არქიტექტორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, არქიტექტურის კათედრის გამგე
დავით ახვლედიანი – არქიტექტორი
ვალერი ბახტაძე – არქიტექტორი
ჯონი გოგაბერიშვილი – მოქანდაკე
ეთერ გოგოლაძე – საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს მრჩეველი, საბჭოს მდივანი
ვახტანგ დავითაია – საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე
ლევან ვარდოსანიძე – მოქანდაკე
ნოდარ თოფურია – მოქანდაკე
ნოდარ მგალობლიშვილი – არქიტექტორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი
ჯუნა მიქატაძე – მოქანდაკე, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი
ავთანდილ მჭედლიშვილი – მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი
გიორგი შხვაცაბაია – მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი
რევაზ ხასია – მოქანდაკე
გია ჯაფარიძე – მოქანდაკე
ჯუმბერ ჯიქია – მოქანდაკე.