საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2000
ძალის დაკარგვა 13.05.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №272
სარეგისტრაციო კოდი 010240030.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 58, 28/06/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 11.05.2003
- “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ფასების ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.10.2004
- საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №1-1/2 „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.05.2004
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 4 დეკემბრის N7 ბრძანებულების გაუქმების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 17.12.1995
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.75pt 49.6pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №272
2000 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანდართული დებულება;
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №210 ბრძანებულება, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 ნოემბრის №638 ბრძანებულება და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №689 ბრძანებულება.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის ეკონომიკურ, სამრეწველო და სავაჭრო პოლიტიკას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ეკონომიკური პროგნოზირების სამეცნიერო-კვლევითი კომპიუტერული ცენტრი, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური, ფასების სახელმწიფო ინსპექცია, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საქართველოს საინვესტიციო სააგენტო, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი, საქართველოს სამრეწველო საინვესტიციო ასოციაცია, მსოფლიო ბანკის საინსტიტუციო მშენებლობის პროექტის განხორციელების რგოლი ქმნიან ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ერთიან სისტემას.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
6. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურებისათვის, აგრეთვე ეკონომიკური სუბიექტებისათვის (მიუხედავად საკუთრების ფორმისა და დაქვემდებარების).
ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელების ღონისძიებათა რეალიზაციის მიზნით აუცილებელია ეკონომიკის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საუწყებათშორისო და საუწყებო გადაწყვეტილებათა მიღება სამინისტროსთან შეთანხმებით. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოებთან ერთობლივად ან მათთან შეთანხმებით.
7. სამინისტრო ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების კოორდინაციას ახორციელებს ინდიკატიური დაგეგმვის მეშვეობით, რომლის მიზანია სექტორული, რეგიონთაშორისი და სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური და საფინანსო კავშირურთიერთობების რეგულირება, ქვეყნის ეკონომიკური, სამრეწველო და სავაჭრო პოლიტიკის რეალიზების მიზნით სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების შეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფა, შესაბამისი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისათვის წინადადებების შემუშავება და შესაბამის მიმართულებათა განსაზღვრა.
8. სამინისტროს დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
9. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი: 380008 გიორგი ჭანტურიას ქ. №12.
II. სამინისტროს ძირითადი ამოცანები
10. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) წინადადებათა შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ;
ბ) ერთიანი ეკონომიკური, მათ შორის სამრეწველო, სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკის შესამუშავებლად საჭირო წინადადებათა მომზადება, მისი აღსრულების კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა შესაბამის სამინისტროებთან, სახელმწიფო დეპარტამენტებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებთან ერთად. საგადასახადო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;
გ) საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების მიზნის გასატარებელი ეკონომიკური რეფორმის იმ პრინციპებისა და მოდელების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის სამეწარმეო პოტენციალის ამოქმედებას, გაფართოებასა და საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში ჩაბმას; ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელება, კონკურენციის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მონოპოლიური საქმიანობისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღმოფხვრა; სამრეწველო დარგების საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
დ) მრეწველობის განვითარების ერთიანი კონცეფციის, სახელმწიფო სამრეწველო პოლიტიკისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება, მათი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ე) სამრეწველო კომპლექსის სრულყოფა და ქვეყანაში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, მრეწველობის განვითარებისათვის საჭირო საბაზრო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის ხელშეწყობა;
ვ) სახელმწიფო სავაჭრო პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია, ვაჭრობის სფეროში აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ვაჭრობის სფეროს საწარმოთა და ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს შიდა და საგარეო ბაზრის მაღალხარისხიანი სამომხმარებლო საქონლით უზრუნველყოფის მიზნით;
ზ) სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში და მასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
III. სამინისტროს ფუნქციები
11. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შესამუშავებლად სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზების კოორდინაცია;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შესადგენად აუცილებელი საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების მომზადება, ინდიკატიური გეგმების პროექტების შემუშავების ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა, დამტკიცებული ინდიკატიური გეგმების შესრულების მიმდინარეობის პერიოდული შეფასება;
გ) ეკონომიკური რეფორმების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება, სახელმწიფო და კერძო სექტორების აქტიურობის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური, სამრეწველო და სავაჭრო პროცესების სახელმწიფო რეგულირების ფორმებისა და მეთოდების განსაზღვრა, საკუთრების ყველა ფორმის ეკონომიკური სუბიექტების თავისუფალი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, აუცილებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა, მათი შემუშავების ორგანიზება;
ეკონომიკური ხასიათის ყველა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მათი სავარაუდო სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის პროგნოზირება და შესაბამისი დასკვნების შემუშავება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული სამრეწველო საქმიანობის დარგების (მათ შორის: სამთომომპოვებელი, კვების გადამმუშავებელი მრეწველობის, თამბაქოს წარმოების, ნავთობგადამმუშავებელი მრეწველობის, მანქანათმშენებლობის, მსუბუქი და ქიმიური მრეწველობის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული სამრეწველო საქმიანობის სხვა დანარჩენი დარგების) სახელმწიფო რეგულირება;
ე) დადგენილი წესით ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელება, მეწარმეობის მხარდაჭერა, კონკურენციის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მონოპოლიური საქმიანობისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღმოფხვრა, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კონტროლი და სარეკლამო საქმიანობის რეგულირება;
ვ) ფასწარმოქმნის სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება; მონოპოლისტი საწარმოებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რეესტრში შეყვანილი ბუნებრივი მონოპოლიებისათვის ფასებისა და ტარიფების მოგვარება, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნას; სახელმწიფო რეგულირებადი და ზღვრული ფასების შემოღება, მათი ლიბერალიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება; ფასების დინამიკის მონიტორინგი, ფასების სახელმწიფო დისციპლინის დაცვის კონტროლი, აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების რეალიზაცია;
ზ) დადგენილი წესით ერთიანი სახელმწიფო სამრეწველო და სავაჭრო პოლიტიკის შემუშავება, რომლის რეალიზაცია საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს ქვეყნის სამრეწველო კომპლექსის რესტრუქტურიზაციას, დარგთაშორისი პროპორციების ოპტიმიზაციას, მეწარმეთათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას, სამეწარმეო საქმიანობის სხვადასხვა ფორმის განვითარებას, ქვეყნის მრეწველობის ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში;
თ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური გაანალიზება და სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფისათვის საჭირო ზომების მიღება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავება და გამოცემა, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად შესაბამისი წინადადებების მომზადება, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, სათანადო ანალიტიკური, მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო სამუშაოების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ღონისძიებათა გატარება;
ი) დადგენილი წესით საწარმოო ძალებისა და უმნიშვნელოვანესი ობიექტების განლაგების და ქვეყნის რეგიონების მიხედვით მსხვილი საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და ექსპერტიზა და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად, სამრეწველო საწარმოების სახელმწიფოს გამგებლობაში არსებული აქციებისა და წილის მართვაში მონაწილეობის მიღება, მართვის მექანიზმების სრულყოფის თაობაზე სათანადო წინადადებების შემუშავება და განხორციელება; დადგენილი წესით იმ სააქციო საზოგადოებათა რესტრუქტურიზაციის გეგმის მომზადება და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, რომელთა აქციების საკონტროლო პაკეტიც არის სახელმწიფოს განკარგულებაში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, დაინტერესებულ სამინისტროებთან ერთად, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ სამრეწველო და სავაჭრო დარგების საწარმოებში წმინდა მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში სახელმწიფოს სახელით მონაწილეობა და აღნიშნული განაწილების მექანიზმის ოპტიმიზაციის მიზნით აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ხარჯთა ნუსხისა და ბიზნეს-გეგმების ანალიზი და შეთანხმება;
მ) მრეწველობის სფეროში პრივატიზების განხორციელების გეგმისა და საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის პროექტების შემუშავება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში მათი წარდგენა; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ხელმძღვანელი ორგანოების შემადგენლობაში საკადრო ცვლილებათა და ახალი კადრების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
ნ) დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი პროგრამებისა (რომლებშიც მონაწილეობს საქართველო) და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება ან შემუშავების მეთოდური ხელმძღვანელობა; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებისა და, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან გამომდინარე, სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროგრამების პროექტების განხილვა, ექსპერტიზა და საბოლოო გადაწყვეტილებათა მიღება;
კომპეტენციის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის „ტასისის”, აგრეთვე სხვა სახელმწიფოთაშორისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ო) ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის სრულყოფის მიზნით საჭირო რეკომენდაციათა შემუშავება, ექსპორტისა და იმპორტის მოცულობათა პროგნოზირება, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირების მექანიზმების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფოებრივი რეგულირების სრულყოფა, საექსპორტო პოტენციალის ანალიზის საფუძველზე მისი ზრდის სტიმულირების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება საგარეო-ეკონომიკური და საბაჟო-სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაში საქართველოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად;
პ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, არაეფექტიანი საწარმოების სანაციის, თავდაცვითი მრეწველობის კონვერსიის პოლიტიკის შესახებ წინადადებათა შემუშავება;
ჟ) ვაჭრობის სფეროში მოქმედი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის ორგანიზაციულ-მეთოდური და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციის მომზადება ვაჭრობის წესებისა და ერთიანი სავაჭრო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით;
რ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ქვეყნის საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებაში საქართველოს ფინანსთა, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროებთან და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კაპიტალურ დაბანდებათა მოცულობების გამოყენების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე სახელმწიფო ცენტრალიზებულ კაპიტალურ დაბანდებათა საერთო მოცულობის დადგენა და მათი მოცულობების განაწილების ოპტიმალური პროპორციების შემუშავება ტერიტორიულ და უწყებრივ ჭრილში;
ს) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ეკოლოგიური უსაფრთხოების, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში, გარემოს დაცვის საქმიანობისა და ბუნებათსარგებლობის მართვის ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკაში საკრედიტო რესურსების მოზიდვისა და გამოყენების პოლიტიკის შემუშავებაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, სახელმწიფო კრედიტების გამოყენების პრიორიტეტების განსაზღვრა, უცხოეთის კრედიტების დასაქონლების წინადადებათა მომზადება, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის პროგნოზირება; საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მეწარმეების ინტერესთა დაცვის ხელშეწყობა, სამამულო პროდუქციის იმიჯის ამაღლებისა და დისკრიმინაციული შეზღუდვებისაგან მისი დაცვისათვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის აგრარული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მისი განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზების დამუშავება, რეფორმების განხორციელებისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის, არსებული საწარმო-ეკონომიკური პრობლემების დროულად გადაწყვეტის თაობაზე წინადადებათა მომზადება;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა; საქართველოს სოციალური ინფრასტრუქტურის სტრატეგიულ მართვაში მონაწილეობა, მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით სათანადო პროგრამების შემუშავება შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად;
ქ) შიდა სამომხმარებლო ბაზრისა და მომსახურების სფეროს განვითარებისათვის წინადადებათა მომზადება და ხელშეწყობა მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით; კერძო საწარმოთა და ორგანიზაციების მარკეტინგული სტრატეგიის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით საგარეო და შიდა ბაზრების შესახებ ინფორმაციის აკუმულირება და გავრცელება;
ღ) ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებების გეგმის მომზადება, მისი განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი; კორუფციის ხელშემწყობი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების შესწავლა და მათი აღმოფხვრისათვის წინადადებების მომზადება, ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში მის განხორციელებაში მონაწილეობა;
ყ) განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის პროექტების შემუშავება საქართველოს განათლების, ფინანსთა და დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
შ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ქვეყანაში უმუშევართა და მომუშავეთა რიცხოვნობის, საშუალო თვიური ხელფასისა და ცხოვრების დონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება, სოციალური სფეროს განვითარების პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სოციალური პოლიტიკის გატარების სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობისა და სამუშაოთა კოორდინაციის მიმართულებით სათანადო წინადადებების მომზადება;
ჩ) ერთიანი სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური და საინოვაციო-ტექნოლოგიური პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება და განხორციელება, სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფა სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად; სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, პრიორიტეტულ მიმართულებათა და მათ განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) თაობაზე წინადადებების შემუშავება, მათი შესრულების კოორდინაცია და კონტროლი; სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში განსახორციელებელი სახელმწიფო დაკვეთების განსაზღვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი; სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად აუცილებელი საკუთრების განსახელმწიფოებრიობისა და კერძო ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერა სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციისა და მომსახურების ბაზრის გაფართოების მიზნით; სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობა და მისი ხელშეწყობა, უპირატესად სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტულ მიმართულებათა მიხედვით, შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემაში საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის აქტიური ჩართვის ხელშეწყობა; სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების რესტრუქტურირების, ცალკეული მეცნიერების, სამეცნიერო ჯგუფებისა და სამეცნიერო დაწესებულებათა ეფექტიანი მუშაობის პირობების უზრუნველყოფის, კონკურენციისა და საკონკურსო საწყისების განვითარების მიზნით;
ც) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და რეგიონალური სტრუქტურების მონაწილეობით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალური პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების, დეპრესიული და ნაკლებადგანვითარებული რეგიონების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის პოლიტიკის რეალიზაციის მექანიზმის შემუშავება და ამოქმედება; კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ეკონომიკური პროფილის სამთავრობო დაწესებულებების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების აპარატებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური საქმინაობისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი ბაზის ფორმირებაში მონაწილეობა; ქვეყნის სამეურნეო კომპლექსის ტერიტორიული სტრუქტურის ოპტიმიზაციის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებისა და ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტებს შორის შემოსავლების განაწილების სისტემის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო რეგიონალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის კოორდინაცია და მონიტორინგი;
ძ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სამობილიზაციო გეგმების შემუშავების ორგანიზაცია, ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, სამობილიზაციო რეზერვების, მატერიალური ფასეულობების ნომენკლატურისა და რაოდენობის დადგენის, საწარმოებსა და ორგანიზაციებში მათი ხანგრძლივად შენახვის ინსტრუქციების პროექტების, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებისა და მათ სისტემატურ კორექტირებაში მონაწილეობა;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების სამხედრო-სამობილიზაციო სამსახურებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, ეკონომიკის სფეროში ქვეყნის მეურნეობისათვის მუშახელის დაჯავშნის ორგანიზაცია, საიდუმლო საქმიანობის რეჟიმის განხორციელება;
წ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ქვეყნის ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნაში, სამინისტროებისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ეკონომიკური სამსახურების საერთაშორისო ინფორმაციულ ქსელებში ჩართვის საქმეში აქტიური მონაწილეობა და ინფორმაციულ-ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
ჭ) ეკონომიკურ, სამრეწველო და სავაჭრო საკითხებზე სამინისტროებისა და უწყებების მიერ მომზადებული ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შეთანხმება.
IV. სამინისტროს უფლება-მოვალეობები
12. სამინისტროს უფლება-მოვალეობანია:
ა) არსებული წესით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მიიღოს საჭირო ინფორმაცია სამინისტროებისა და უწყებებისაგან, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისაგან, ეროვნული ბანკისაგან, აფხაზეთისა და აჭარის მინისტრთა საბჭოებისაგან, მხარეებში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებისაგან, ქალაქების მერიებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისაგან, ცალკეულ შემთხვევებში, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან (დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად) ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით შესაბამისი მოხსენებების, ინდიკატიური გეგმების, საინვესტიციო პროგრამებისა და სხვა წინადადებების შესამუშავებლად;
ბ) უცხოეთის გამოცდილების გათვალისწინებით, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობით დაამუშაოს ინდიკატური გეგმის შედგენისათვის საჭირო მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტები, მაჩვენებლები და ფორმები, განახორციელოს ქვეყანაში ამ სამუშაოთა ორგანიზება, მეთოდური და მეთოდოლოგიური კოორდინაცია და ხელმძღვანელობა;
გ) დადგენილი წესით დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად შექმნას ეკონომიკური სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები, რომლებშიც სამუშაოდ მოიწვიოს სამინისტროებისა და უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების, საპროექტო-ტექნოლოგიური ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების სპეციალისტები (მათ შორის უცხოელები) საკონკურსო და საკონტრაქტო ფორმით;
დ) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
ე) დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესასწავლად, კონფერენციებსა და ნებისმიერ სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;
ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოამზადოს წინადადებანი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების არასახელმწიფო ორგანიზაციების არამართლზომიერი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ და დადგენილი წესით წარადგინოს დანიშნულებისამებრ;
ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნილების შესაბამისად, ბრძანებით დაამტკიცოს სავალდებულო ან სარეკომენდაციო დოკუმენტები და მეთოდური მითითებანი;
თ) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობანი სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ი) უხელმძღვანლოს სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობას, შეიმუშაოს და განახორციელოს საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისი საკადრო პოლიტიკა, შექმნას კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა;
კ) სისტემატურად მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტს მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობა;
ლ) უზრუნველყოს რეგულარული ურთიერთობა მოსახლეობასთან უშუალოდ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
მ) უზრუნველყოს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ნ) გამოვიდეს მხარედ სასამართლოში.
V. სამინისტროს მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია
13. სამინისტრო შედგება თანამდებობის პირების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურებისა და ორგანიზაციებისაგან. სამინისტრო ახორციელებს ეკონომიკის სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას.
14. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
15. მინისტრს ჰყავს…ექვსი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი. მინისტრის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსსა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
16. მინისტრის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მინისტრი.
17. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭო (შემდგომში – სათათბირო საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედიან: მინისტრი – სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები.
18. სათათბირო საბჭოს წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი.
19. მინისტრი:
ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის თავისი მმართველობის სფეროში და იღებს გადაწყვეტილებებს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო ორგანიზაციების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს მუშაკთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისადმი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, თანამშრომლებს;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ, დადგენილი წესით ამტკიცებს ამ ორგანიზაციების დებულებებს;
ვ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;
ზ) პასუხს აგებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონით დადგენილი წესით.
20. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.
21. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე:
– ცვლის მინისტრს მისი არყოფნის დროს და მინისტრის დავალებით ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს, დამოუკიდებლად წყვეტს მისი ფუნქციური მოვალეობით განსაზღვრულ საკითხებს;
– ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს მინისტრის არყოფნისას;
– ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული;
ბ) მინისტრის მოადგილეები ხელმძღვანელობენ მინისტრის მიერ მათ დაქვემდებარებაში გადაცემულ სფეროს და ცვლიან მინისტრის პირველ მოადგილეს მისი არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანების საფუძველზე;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას მათი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად.
22. სამინისტროს სათათბირო საბჭო თავის სხდომებზე განიხილავს სამინისტროსათვის მინდობილი სფეროს საკვანძო საკითხებს, სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების წესდებებს, მათ სტრუქტურას, სამუშაო პროგრამებსა და სამეცნიერო თემატიკას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს.
სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრისა და სათათბირო საბჭოს წევრთა უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას.
სათათბირო საბჭოს საქმისწარმოებას და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს სათათბირო საბჭოს მდივანი.
23. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ეკონომიკური პოლიტიკის, ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი;
ბ) ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტი;
გ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
დ) რეგიონალური პოლიტიკის დეპარტამენტი;
ე) სავაჭრო პოლიტიკის, ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი;
ვ) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინვესტიციების დეპარტამენტი;
ზ) სამრეწველო საწარმოთა სახელმწიფო რეგულირებისა და კოორდინაციის პოლიტიკის დეპარტამენტი;
თ) სამრეწველო ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი;
ი) სოციალური ინფრასტრუქტურის ეკონომიკის დეპარტამენტი;
კ) ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტი;
ლ) სამხედრო-სამობილიზაციო ეკონომიკისა და საიდუმლო რეჟიმის სამმართველო;
მ) მინისტრის აპარატი.
24. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანებია:
ა) ეკონომიკური პოლიტიკის, ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი ამზადებს აუცილებელ საკანონმდებლო და ნორმატიულ დოკუმენტებს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შესადგენად, ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს ინდიკატიური გეგემების პროექტების შემუშავების პროცესს, ახორციელებს დამტკიცებული ინდიკატიური გეგმების შესრულების მიმდინარეობის პერიოდულ შეფასებას, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციებისა და პროპორციების ანალიზსა და პროგნოზირებას; პერიოდულად აანალიზებს ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების ძირითად შედეგებს; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა-განხილვაში და ფისკალურ-მონეტარული პოლიტიკისა და ეროვნულ ანგარიშთა სისტემის შემუშავებაში;
ბ) ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტი ამზადებს წინადადებებს სახელმწიფო ინვესტიციური პოლიტიკის შესამუშავებლად, აგრეთვე კერძო ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და მისი ეკონომიკური რეგულირების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით; მონაწილეობს ეკონომიკური რეფორმების სტრატეგიისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროგრამათა შემუშავებაში;
გ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი ასრულებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით სამინისტროსათვის მინიჭებულ ფუნქციებს, კერძოდ, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციას, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციული მასალების, დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმის შემუშავებას, აანალიზებს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობასა და შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ სათანადო ანგარიშებს, წინადადებებს ამზადებს საერთო დანიშნულების საქონლის, სამუშაოების, მომსახურების, აგრეთვე სათანადო მარაგების შექმნისათვის და ეკონომიკური პროცესების რეგულირებისათვის განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე, ამუშავებს რეკომენდაციებს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეკონომიურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით, ახორციელებს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ერთიან ინფორმაციულ ბაზას, ეწევა სათანადო მეთოდოლოგიურ და საკონსულტაციო სამუშაოებს;
დ) რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების აპარატების ეკონომიკური სამსახურების საქმიანობისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის მონიტორინგს, მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს მათი სრულყოფის მიზნით; უზრუნველყოფს სახელმწიფო რეგიონალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავების, ექსპერტიზისა და რეალიზაციის კოორდინაციას, მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობასა და მონიტორინგს; ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილებათა განხორციელების მექანიზმისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინფორმაციულ-ანალიტიკური სისტემის სრულყოფის თაობაზე; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებიდან იღებს ინფორმაციას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგების თაობაზე, მათ საფუძველზე აანალიზებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს და ამზადებს შესაბამის საინფორმაციო-ანალიტიკურ დოკუმენტებს; შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებიდან მიღებული მასალების საფუძველზე შეიმუშავებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებსა და ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური გეგმის რეგიონალურ მიმართულებებს; მონაწილეობს ადგილობრივი ბიუჯეტების პროექტების ძირითადი პარამეტრებისა და ცენტრალური ბიუჯეტებიდან გადასაცემი ტრანსფერტების მოცულობების განსაზღვრის მიზნით რეალური საგადასახადო ბაზის პროგნოზირების სამუშაოებში;
ე) სავაჭრო პოლიტიკის, ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი შეიმუშავებს წინადადებებს და მონაწილეობს შიდა სავაჭრო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, მისი განხორციელების კოორდინაციაში, ვაჭრობის სფეროს საწარმოთა და ორგანიზაციათა განვითარების ხელშეწყობაში საქართველოს შიდა და საგარეო ბაზრის მაღალხარისხიანი სამომხმარებლო საქონლით უზრუნველყოფის მიზნით; ამზადებს ვაჭრობის სფეროში მოქმედი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის ორგანიზაციულ-მეთოდურ მასალებსა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტაციას ვაჭრობის წესებისა და ერთიანი სავაჭრო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინვესტიციების დეპარტამენტი მონაწილეობს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის შემუშავებაში და ამზადებს წინადადებებს მისი გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს ექსპორტისა და იმპორტის მოცულობათა პროგნოზირებას; ამუშავებს საქართველოში ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფოებრივი რეგულირების სრულყოფის წინადადებებს, შეიმუშავებს საექსპორტო პოტენციალის ანალიზის საფუძველზე მისი ზრდის სტიმულირების ხელშემწყობ ღონისძიებებს; მონაწილეობს მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის „ტასისის”, აგრეთვე სხვა სახელმწიფოთაშორისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში, საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავება-განხორციელებაში, საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით თანამშრომლობს საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან; მონაწილეობს სახელმწიფოს საგარეო-ეკონომიკური და საბაჟო-სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაში;
ზ) სამრეწველო ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი მონაწილეობს და კოორდინაციას უწევს სამრეწველო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და მის აღსრულებას; განიხილავს და აანალიზებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ხარჯთა ნუსხებსა და ბიზნეს-გეგმებს; თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით ახორციელებს სამრეწველო დარგთა და ცალკეულ საწარმოთა სამრეწველო-ტექნოლოგიურ ანალიზს;
თ) სამრეწველო საწარმოთა სახელმწიფო რეგულირებისა და კოორდინაციის პოლიტიკის დეპარტამენტი ამზადებს წინადადებებს და მონაწილეობს სამრეწველო სფეროს დარგების (მათ შორის სამთომომპოვებელი, კვების გადამმუშავებელი მრეწველობის, თამბაქოს წარმოების, მანქანათმშენებლობის, მსუბუქი და ქიმიური მრეწველობის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული სამრეწველო საქმიანობის სხვა დარგების) სახელმწიფო რეგულირებაში; მონაწილეობს სამრეწველო საწარმოების სახელმწიფოს გამგებლობაში არსებული აქციებისა და წილის მართვაში, ამზადებს და ახორციელებს წინადადებებს მართვის მექანიზმების სრულყოფის თაობაზე; დადგენილი წესით ამზადებს და ახორციელებს სამრეწველო დარგების იმ სააქციო საზოგადოებათა რესტრუქტურიზაციის გეგმებს, რომელთა აქციების საკონტროლო პაკეტიც სახელმწიფოს განკარგულებაშია;
ი) სოციალური ინფრასტრუქტურის ეკონომიკის დეპარტამენტი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ქვეყნის სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში; მონაწილეობს ქვეყანაში უმუშევართა და მომუშავეთა რიცხოვნობის, საშუალო თვიური ხელფასისა და ცხოვრების დონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირებაში, სოციალური სფეროს განვითარების პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, სოციალური პოლიტიკის გატარების სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობისა და სამუშაოთა კოორდინაციის მიმართულებით წინადადებების მომზადებაში; ამზადებს წინადადებებს საქართველოს სოციალური ინფრასტრუქტურის სტრატეგიული მართვის სრულყოფის მიმართულებით და აღნიშნული ინფრასტრუქტურის ცალკეული დარგების (მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და კურორტების, ბუნებისდაცვითი სფეროს და სხვ.) განვითარების სტრატეგიის განსასაზღვრად; შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად მონაწილეობს მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით სათანადო პროგრამების შემუშავებაში; ახორციელებს განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთის პროექტების შემუშავებას საქართველოს განათლების, ფინანსთა და დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; კოორდინაციას უწევს ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგნოზირების სისტემის განვითარების ხელშეწყობას, ორგანიზებას უწევს სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების ეროვნული მოდელის შემუშავებას, განახორციელებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, სამინისტროებსა და დეპარტამენტებთან, მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და გამოჩენილ მეცნიერებსა და სპეციალისტებთან თანამშრომლობის პროცესში სამამულო სამეცნიერო კვლევათა დონის, ტექნოლოგიური განვითარების მდგომარეობისა და მათი პერსპექტივების შეფასებას, ამუშავებს წინადადებებს სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში პრივატიზაციის, აგრეთვე ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობის შესახებ;
კ) ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტი აანალიზებს და იკვლევს ქვეყანაში არსებული ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბს და სტრუქტურას, სწავლობს მის გამომწვევ და ხელშემწყობ ფაქტორებს და მისი ფუნქციონირების სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს, შეიმუშავებს ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებისა და კორუფციის გამომწვევი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გამოჯანსაღების პოლიტიკას;
ლ) სამხედრო-სამობილიზაციო ეკონომიკისა და საიდუმლო რეჟიმის სამმართველო ორგანიზებას უწევს სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას, ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, სამობილიზაციო რეზერვების, მატერიალური ფასეულობების ნომენკლატურისა და რაოდენობის დადგენას, მონაწილეობს საწარმოებსა და ორგანიზაციებში მათი ხანგრძლივად შენახვის ინსტრუქციების შემუშავებაში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; მეთოდურ დახმარებას უწევს საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების სამხედრო-სამობილიზაციო სამსახურებს, ეკონომიკის სფეროში ქვეყნის მეურნეობისათვის მუშახელის დაჯავშნის ორგანიზებას, საიდუმლო საქმიანობის რეჟიმის განხორციელებას;
მ) მინისტრის აპარატი ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ინფორმაციულ უზრუნველყოფას; ორგანიზებას უწევს მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადებას, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებას, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, სახელმწიფო მინისტრისა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის დავალებათა შესრულებისათვის კონტროლის გაწევას, სამინისტროს სათათბირო საბჭოსა და მინისტრის მიერ დანიშნულ სხვა თათბირებს; ასრულებს მინისტრის კერძო დავალებებს; ამზადებს მინისტრის ვიზიტებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ; ორგანიზებას უწევს ქვეყანაში ეკონომიკური, სამრეწველო და სავაჭრო პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლას და მისი ფორმირების ხელშეწყობას; სამინისტროში მიმდინარე პროცესების და გაწეული მუშაობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მეშვეობით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობას; კოორდინაციას უწევს სამინისტროს ბიუჯეტის შემუშავებას, საკადრო საკითხების მოგვარებას, სამინისტროში ბუხჰალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმართვას, ოფიციალური კორესპონდენციის მოძრაობას, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების კუთვნილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვას და ახორციელებს მათი საქმიანობის საფინანსო კონტროლს დადგენილი წესით; უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობებს.
VI. სამინისტროს ქონება
24. სამინისტროს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება სამინისტროს დამოუკიდებელ ბალანსზე.
VII. დასკვნითი დებულებები
25. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი;
26. სამინისტროს რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
VIII. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები
27. ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ბ) ფასების სახელმწიფო ინსპექცია;
გ) ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
დ) ეკონომიკური პროგნოზირების სამეცნიერო კვლევის კომპიუტერული ცენტრი;
ე) საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი;
ვ) საქართველოს საინვესტიციო სააგენტო;
ზ) საქართველოს სამრეწველო საინვესტიციო ასოციაცია;
თ) მსოფლიო ბანკის საინსტიტუციო მშენებლობის პროექტის განხორციელების რგოლი;
ი) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური.
IX. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები
28. სამინისტრო ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტის“ კონტროლს.