"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4324-Iს
სარეგისტრაციო კოდი
040170280.05.001.016242
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110322014, 22/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999წელი, მუხ. 1) 161 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ვალდებულია დასადებ გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ შეტყობისთანავე წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო თუ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად გარიგებას საერთო კრება ამტკიცებს – მასაც განუცხადოს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები ან რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს საწარმოს სამეთვალყურეო საბჭომ ან საერთო კრებამ, ხოლო თუ გარიგების ღირებულება აღემატება ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 50%-ს – საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები და რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა და არ განაცხადა გარიგებაში თავისი დაინტერესების შესახებ ან/და გამოიყენა ხმის უფლება ამ მუხლით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ვალდებულია აანაზღაუროს საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნოს გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი,თუ დამტკიცდება, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.“;

ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები, რომლებმაც იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ და არ განაცხადეს გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ან/და მხარი დაუჭირეს გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადებას, რამაც საზოგადოებას ზიანი მიაყენა, ვალდებული არიან დაინტერესებულ პირთან ერთად სოლიდარულად აანაზღაურონ საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნონ გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.“;

ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადების შემთხვევაში, მისი დადებიდან 18 თვის განმავლობაში, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრს ან/და ანგარიშვალდებული საწარმოს 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს, თუ საწარმო სააქციო საზოგადოებაა, ხოლო სხვა სამართლებრივი ფორმის ანგარიშვალდებულ საწარმოში – თითოეულ პარტნიორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ასეთი გარიგების ბათილობა ან/და ამავე მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ ზიანის ანაზღაურება და ასეთი გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებლის დაბრუნება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

მუხლ ი 2.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 9 მარტი.

№4324–Iს

 

 

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.03.2011.
როდის იქნა მიღებული "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4324-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 040170280.05.001.016242.
რამდენი მუხლისგან შედგება "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4324-Iს, 09.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 040170280.05.001.016242 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1246731/