სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.06.2000
ძალის დაკარგვა 25.02.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №277
სარეგისტრაციო კოდი 040050000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 28/06/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 49.6pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №277
2000 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ტერიტორიაზე მრავალწლიანი ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად შექმნილია სახელმწიფო მნიშვნელობის უნიკალური მასალა გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის სახით, რომლის შევსების პროცესი დღესაც გრძელდება. ფონდში ასახულია ქვეყნის ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური განვითარება, მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა და გააჩნია დიდი სამეცნიერო-პრაქტიკული, სოციალურ-კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა.
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის განხორციელების მიზნით:
1. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურაში შეიქმნას სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი .
2. აღნიშნული ფონდის სააღრიცხვო და საკონტროლო-სარედაქციო საქმიანობის წარმართვისათვის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატს დაემატოს 4 საშტატო ერთეული.
3. დამტკიცდეს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის თანდართული დებულება.
4. „საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 აგვისტოს №434 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლს დაემატოს სიტყვები – „სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი“.
ე. შევარდნაძე
სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი (შემდგომში – ფონდი) იქმნება ასტრონომიულ-გეოდეზიური, გრავიმეტრიული, გეოდეზიური, ტოპოგრაფიული, აეროკოსმოსური გადაღებითი და კარტოგრაფიული სამუშაოების განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემების, მასალებისა და დოკუმენტებისაგან, მათ შორის ციფრული ფორმით და მრავალჯერადი გამოყენების მიზნით ექვემდებარება ცენტრალიზებულ აღრიცხვასა და შენახვას.
2. სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალები, მონაცემები და დოკუმენტები სახელმწიფო საკუთრებაა და პრივატიზებას არ ექვემდებარება. „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მათ შენახვას ახორციელებს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი.
3. ფონდის საქმიანობა წარიმართება „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ და „ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონებით, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით, განკარგულებებით და ამ დებულებით.
4. ფონდის შემადგენლობაში შედის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები.
5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდების დებულება შემუშავდება სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დებულების შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის მინისტრთა საბჭოებთან შეთანხმებით.
6. საუწყებო (დარგობრივი) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები იქმნება შესაბამის სახელმწიფო უწყებებში და შეიცავენ მხოლოდ სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების მასალებს, მონაცემებსა და დოკუმენტებს.
7. საუწყებო (დარგობრივი) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდების შექმნისა და გამოყენების წესი და ამ ფონდებში მოსათავსებელი მონაცემებისა და მასალების ჩამონათვალი შემუშავდება სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დებულების შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით.
8. ფონდი შედგება ასტრონომიული, გრავიმეტრიული, ტოპოგრაფიულ-აგეგმვითი, აეროკოსმოსური გადაღებითი სამუშაოებისა და გეოდეზიური გაზომვების შედეგად მიღებული მონაცემების, მასალებისა და შესაბამისი დოკუმენტებისაგან, რომლებშიც ასახულია ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური განვითარება, მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, დედამიწის ზედაპირზე მომხდარი ცვლილებები და რომლებსაც აქვთ პოლიტიკურ-ეკონომიკური, სამეცნიერო, სოციალურ-კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა.
9. ფონდში მუდმივ შენახვას ექვემდებარება მის შემადგენლობას მიკუთვნებული ყველა მონაცემის, მასალისა და დოკუმენტის დედანი ან მათი შემცვლელი ასლები, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებას წარმოადგენს, სად შეიქმნა ან რა მეთოდითაა დატანილი მასზედ ინფორმაცია.
10. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გეოდეზიურ-კარტოგრაფიული სამუშაოების შემსრულებელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან საავტორო უფლების შენარჩუნებით, უსასყიდლოდ გადასცენ ფონდს მათ მიერ შექმნილი, აღნიშნულ ფონდებში დაცვას დაქვემდებარებული მონაცემების, მასალებისა და დოკუმენტების ასლების თითო ეგზემპლარი.
11. ფონდში დაცვას დაქვემდებარებული დოკუმენტების, გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი, საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით.
12. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შემსრულებელი ფიზიკური და იურიდიული პირები უზრუნველყოფენ მათი საქმიანობის შედეგად მიღებული მონაცემების, მასალებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის შესაბამისად შერჩევას, აღრიცხვასა და ფონდებში დადგენილ ვადებში გადაცემას.
13. მუდმივი შენახვის სახელმწიფო ფონდში დაცული მონაცემები, მასალები და დოკუმენტები არ შეიძლება იყოს ყიდვა-გაყიდვის ან სხვა სახელმწიფო საკუთრების უფლების დამრღვევი გარიგების საგანი.
პირები, რომლებიც მხილებულნი იქნებიან აღნიშნული მასალების უკანონო ყიდვა-გაყიდვაში ან მოსპობაში, გაფუჭებაში, უყაირათო შენახვაში, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ფონდი იქმნება გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტში სამმართველოს სახით, როგორც მისი სტრუქტურული ერთეული.
II. ფონდის ძირითადი ამოცანები
15. საქართველოს ტერიტორიაზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად სახელმწიფო მნიშვნელობის მონაცემების, მასალებისა და დოკუმენტების მიღება, შემოსული მონაცემების, მასალებისა და დოკუმენტების აღრიცხვა, შენახვა და მათ მოძრაობასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომლის წესსაც განსაზღვრავს საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი.
16. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს საუწყებო (დარგობრივ) ფონდებს და პერიოდულად ამოწმებს მათში დაცული მონაცემების, მასალებისა და დოკუმენტების აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვის დადგენილი პირობების დაცვას სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტის ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად. აღმოჩენილი დარღვევების შესახებ აცნობებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელობას და სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტს.
17. სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შემადგენლობაში ფუნქციონირებს სარედაქციო-საკონტროლო ჯგუფი, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული და თემატიკური რუკების საბოლოო რედაქტირებას.
18. სამეცნიერო და საწარმოო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებს ფონდების ორგანიზაციისა და გამოყენების შესახებ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებს.
19. ახალი გამოცემის ტოპოგრაფიულ რუკებზე სწორად ასახავს ქვეყნის ტერიტორიაზე სამეურნეო მოღვაწეობის ან ბუნებრივი მოვლენების შედეგად წარმოქმნილ ცვლილებებს, აგრეთვე სახელმწიფო და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრების ცვლილებებს, რომელთა შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას იღებს შესაბამისი უწყებებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
20. აღნიშნული პროცესების სრულყოფილად წარმართვის მიზნით სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცულია მორიგე ტოპოგრაფიული რუკა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სპეციალური ინსტრუქცია, რომელსაც ამტკიცებს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი.
21. სათავსების მოწყობისა და ექსპლუატაციის დადგენილი წესების დაცვის მიზნით უზრუნველყოფს ფონდში დაცული მასალების, მონაცემებისა და დოკუმენტების შენახვისათვის საჭირო პირობების შექმნას.
III. ფონდის შემადგენლობა
22. ფონდი შედგება იმ მონაცემების, მასალებისა და დოკუმენტებისაგან, რომლებიც უკვე შექმნილია ან იქმნება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შემდეგი სახის სამუშაოების შესრულების შედეგად:
ა) ასტრონომიულ-გეოდეზიური, გეოდეზიური, გრავიმეტრიული;
ბ) ტოპოგრაფიული;
გ) ქვეყნის ტერიტორიის კარტოგრაფირების მიზნით შესრულებული აეროფოტოგადაღება;
დ) კოსმოსური გადაღება;
ე) კონტინენტური შელფისა და შიდა წყლების ტოპოგრაფიული გადაღება;
ვ) ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული, თემატიკური, საცნობარო რუკებისა და ატლასების შედგენა და გამოსაცემად მომზადება.
ფონდის შემადგენლობაში შედის აგრეთვე გეოდეზიური მონაცემების კატალოგები, ტოპოგრაფიული, თემატიკური, ზოგადგეოგრაფიული და საცნობარო რუკები, განსაკუთრებული მნიშვნელობის დოკუმენტების სადაზღვევო ასლები და ამ პუნქტში ჩამოთვლილი მასალების სააღრიცხვო დოკუმენტები.
23. ფონდს მიკუთვნებული მონაცემების, მასალებისა და დოკუმენტების კონკრეტულ კატეგორიებს ადგენს სპეციალური ნუსხა, რომელსაც ამტკიცებს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით.
24. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შექმნილი მასალების საფუძველზე სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ შედგენილი კარტოგრაფიული მასალები ფონდის შემადგენლობაში არ შედის და რჩება საუწყებო ფონდში ან გადაეცემა ამავე ორგანიზაციის სხვა არქივს, ამასთან ამ დებულების მოთხოვნები ამ მასალებზე არ ვრცელდება.
25. ფონდის შემადგენლობის განსაზღვრის, დოკუმენტების ფასეულობის ექსპერტიზის და შესანახად შერჩევის საკითხებს განიხილავს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან აგრეთვე საარქივო დეპარტამენტის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
26. ფონდი მონაცემების, მასალებისა და დოკუმენტების აღრიცხვას აწარმოებს სპეციალურ ბარათებში, ან სხვა ფორმით, რის შესახებაც ინფორმაციას წარადგენს სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტში.
IV. ფონდით სარგებლობა
27. ფონდის მასალები, მონაცემები და დოკუმენტები გამოიყენება ქვეყნის პოლიტიკური, სამეურნეო, სამეცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებისათვის.
28. ფონდის მასალებით, მონაცემებითა და დოკუმენტებით სარგებლობა განისაზღვრება გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად.
29. ფონდი დადგენილი წესებისა და ინსტრუქციის შესაბამისად უზრუნველყოფს დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მომზადებასა და გადაცემას.
30. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან გამოიყენონ ფონდის მონაცემები, მასალები და დოკუმენტები მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. ამ წესის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
31. ფონდის მასალებისა და მონაცემების გამოყენებისას ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან საფასურს, რომელიც შეიცავს მითითებული მასალებისა და მონაცემების შერჩევის, ასლების დამზადების, მომსახურებისა და მათი დანიშნულებისამებრ გადაგზავნის დანახარჯებს.
32. ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფის მიზნით „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად იქმნება გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის სარეალიზაციო ფონდი.
33. სარეალიზაციო ფონდში არსებული გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული მასალების ღირებულება განისაზღვრება კანონით დადგენილი წესით.
34. ფონდში დაცული მასალების, მონაცემების და დოკუმენტების გამოყენებისა და სარეალიზაციო ფონდში არსებული კარტოგრაფიული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული სახსრები გამოიყენება სახელმწიფო და სარეალიზაციო ფონდების ფორმირების, წარმართვისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისათვის.
35. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები იმყოფებიან სამინისტროსა და დეპარტამენტის გამგებლობაში.
V. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
36. სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.