„ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის მოწყობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.06.2000
ძალის დაკარგვა 02.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №282
სარეგისტრაციო კოდი 390050000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 61, 05/07/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის მოწყობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 59.15pt 51.05pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №282
2000 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის მოწყობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
ქვეყანაში ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების წესის საქართველოს ტყის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის მოწყობის წესის შესახებ“.
2. ბრძანებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
დებულება
ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის მოწყობის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ტყის კოდექსის 59-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და 116-ე მუხლის „ბ.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოში ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის მოწყობის წესს.
2. ტენდერისა და აუქციონის მოსაწყობად საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტში იქმნება სატენდერო კომისია. კომისიის შემადგენლობაში დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად შედიან საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროების, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, სამხარეო ადმინისტრაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
3. ტენდერის ან აუქციონის გამართვის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ყველა ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ტყეთმოწყობისა და ტყით სარგებლობის სამმართველო.
4. ტყით სარგებლობის ლიცენზია არის ხეტყის დამზადებისა (ტყით სარგებლობა მერქნის მიღების მიზნით) და მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ტყით სარგებლობის ხელშეკრულება არის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ტყით სარგებლობის შემდეგ სახეებზე: პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის; არამერქნული რესურსებით სარგებლობისათვის; სპეციალური, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობისათვის და სასოფლო-სამეურნეო მიზნით იმ მიწებით სარგებლობისათვის, რომლებიც არ განეკუთვნება სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიას.
6. ტენდერი ტყის ფონდის რესურსებით სარგებლობისათვის არის ტყით სარგებლობის უფლების მოპოვების პროცედურა, რომლის შედეგად გამარჯვებულს მიეცემა ლიცენზია ან მასთან დაიდება ხელშეკრულება.
7. აუქციონი ტყის ფონდის რესურსებით სარგებლობისათვის არის ტყით სარგებლობის განხორციელების უფლების მოპოვების პროცედურა, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ ტენდერზე წარდგენილი პროექტები თანაბრად აკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და გამარჯვებულად ითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს ტყით სარგებლობის უფლების მისაღებად და სახელმწიფოს ყველაზე მეტ თანხას სთავაზობს.
თავი II
ტყით სარგებლობის ლიცენზია ან/და ხელშეკრულება
1. ტყით სარგებლობის ლიცენზიით ან/და ხელშეკრულებით განისაზღვრება:
ა)ტყით სარგებლობის ადგილი;
ბ) ტყით სარგებლობის სახე;
გ) ტყით სარგებლობის ვადები;
დ) ასათვისებელი რესურსის სახე და ოდენობა;
ე) რესურსების მოპოვების დასაშვები ფორმები და მეთოდები;
ვ) რესურსის ღირებულება, გადასახადები და მოსაკრებლები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) ტყით მოსარგებლის უფლებები და პასუხისმგებლობა;
თ) ტყის კოდექსის შესაბამისად სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა პირობები.
2. ტენდერის ან აუქციონის წესით ტყით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა:
ა) ხეტყის დამზადების (მთავარი სარგებლობით და გავლითი ჭრებით) განხორციელების მიზნით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სარგებლობისათვის.
ხეტყის დამზადების მიზნით ლიცენზია ხუთ წელზე მეტი ვადით მიეცემა იმ იურიდიულ პირს, რომელიც რესურსების მოპოვების პარალელურად თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის (ტყეთმოწყობის პროექტით გათვალისწინებული) სამუშაოების განხორციელებას;
ბ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტების (მ.შ., თესლების) და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით – გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის.
3. ტენდერის ან აუქციონის წესით ტყით სარგებლობის ხელშეკრულება გაიცემა გრძელვადიანი ტყით სარგებლობის მიზნით.
4. სახელმწიფო ტყის ფონდის ერთსა და იმავე ადგილას ერთი და იმავე სახის ტყით სარგებლობისათვის გაიცემა მხოლოდ ერთი ლიცენზია ან დაიდება ერთი ხელშეკრულება.
5. ლიცენზია ტარდება სახელმწიფო რეგისტრაციაში და ტენდერის ან აუქციონის გამარჯვებულ პრეტენდენტს გადაეცემა ტენდერის ან აუქციონის მოწყობიდან ორ კვირაში.
6. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის ლიცენზია ან ხელშეკრულება ტენდერის ან აუქციონის გამარჯვებულ ტყით მოსარგებლეს მიეცემა საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამ დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით – ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტების მიერ. ტყით სარგებლობის ლიცენზიის ფორმის აღრიცხვისა და გაცემის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი.
7. ტყით სარგებლობის ლიცენზია და ხელშეკრულება ძალაშია ტყით მოსარგებლისათვის მისი გაცემის დღიდან მასში აღნიშნული მოქმედების ვადის განმავლობაში.
8. ტყით სარგებლობის ლიცენზია და ხელშეკრულება მიეცემა ტყით მოსარგებლეს და მისი გასხვისება დაუშვებელია.
თავი III
ტენდერის ან აუქციონის მოწყობის ფორმები
1. სატენდერო კომისიის მიერ ეწყობა ღია ტენდერი.
2. ღია ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი იყვნენ ტყით მოსარგებლენი.
თავი IV
ტენდერის ან აუქციონის მომზადებისა და გამართვის ეტაპები
1. ტენდერის ან აუქციონის მომზადება და გამართვა გულისხმობს:
ა) სატენდერო ობიექტის (საგნის) განსაზღვრას;
ბ) სატენდერო დოკუმენტაციების (ტექნიკური და კომერციული კონსულტანტების მოწვევით) მომზადებას;
გ) ტენდერის ან აუქციონის გამართვის შესახებ განცხადების გამოქვეყნებას;
დ) ტენდერის ან აუქციონის მონაწილეთა განცხადების მიღებას;
ე) მიღებული სატენდერო განცხადების შეფასებას და გამარჯვებულის გამოვლენას;
ვ) სატენდერო კომისიის ოქმის გაფორმებას;
ზ) ლიცენზიის ან ხელშეკრულების გაცემას.
2. ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერი ან აუქციონი გაიმართება თითოეული რეგიონის მიხედვით (რეგიონალურ ჭრილში).
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განსაკუთრებულ შემთხვევაში დასაშვებია სატენდერო კომისიის სხდომების ადგილებზე (რეგიონებში) მოწყობა.
თავი V
ტენდერის ან აუქციონის გამართვის ძირითადი პრინციპები
1. ტენდერის ან აუქციონის მოწყობის თარიღსა და ადგილს ადგენს სატენდერო კომისია.
2. სატენდერო კომისია ტენდერის ან აუქციონის მოწყობის თაობაზე განცხადებას აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, მათ შორის, აუცილებლად გაზეთებში „საქართველოს რესპუბლიკა“ და „სვობოდნაია გრუზია“.
3. განცხადება ტენდერის ან აუქციონის მოწყობის თაობაზე ქვეყნდება გამართვამდე 30 დღით ადრე.
განცხადებაში უნდა იქნეს მითითებული:
ა) ტენდერის ან აუქციონის მოწყობის ადგილი;
ბ) პრეტენდენტების მიერ განცხადების ჩაბარების უკანასკნელი ვადა (თარიღის და საათის ჩვენებით);
გ) სატენდერო კომისიის (სადაც შესაძლებელია სატენდერო დოკუმენტაციის მიღება) მისამართი, ტელეფონი და ფაქსი.
4. პრეტენდენტების მიერ გამოგზავნილი და წარმოდგენილი კონვერტების (დოკუმენტაციის) გახსნა ხდება სატენდერო კომისიის სხდომაზე მათი თანდასწრებით.
5. განაცხადის მიღების ვადის დამთავრების შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები პრეტენდენტებს უბრუნდებათ კონვერტის გაუხსნელად.
6. ტენდერი ან აუქციონი ითვლება ჩაშლილად, თუ ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებს ტენდერის პირობებს.
7. ტენდერის მონაწილე პრეტენდენტები ტენდერში მონაწილეობისათვის იხდიან სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და სხვა სახის მომსახურების ხარჯებს მოსაპოვებელი რესურსის სანიხრე ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხება საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის არასაბიუჯეტო (სპეცსახსრების) ანგარიშზე და გამოიყენება მოწყობისათვის გაწეული ხარჯების დასაფარავად.
8. ტენდერის მონაწილე პრეტენდენტებს ტენდერში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდებათ.
თავი VI
სატენდერო დოკუმენტაცია
1. სატენდერო კომისია ყოველი ტენდერისა ან აუქციონისათვის ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, რომელშიც აისახება სრული ინფორმაცია სატენდერო ობიექტისა და ტყით სარგებლობის სახის შესახებ. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
ა) ტყით სარგებლობის სახეს;
ბ) ადგილმდებარეობას;
გ) ტყის ფონდის რესურსის მოცულობას;
დ) ტყით სარგებლობის ვადას;
ე) რესურსის ღირებულებასა და მოსაკრებლებს;
ვ) სატენდერო დოკუმენტაციის ფასს;
ზ) სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.
2. სატენდერო კომისია ტყის ფონდის რესურსის მოცულობას განსაზღვრავს: „მთავარი“ სარგებლობის ჭრებით ხეტყის დამზადების შემთხვევაში – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული საანგარიშო ტყეკაფის, ხოლო „გავლითი“ ჭრებით ხეტყის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებისას – ტყეთმოწყობის მასალებზე დაყრდნობით, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული კვოტის ფარგლებში.
თავი VII
მოთხოვნები ტენდერის ან აუქციონის მონაწილეთა მიმართ
1. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრირებული წესდების ასლი;
გ) ცნობა საბანკო დაწესებულებებიდან ფინანსური შესაძლებლობების (გადახდისუნარიანობის) შესახებ;
დ) მოსაპოვებელი რესურსის სახე და მოცულობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის მიღებული ლიცენზიის ასლი;
ვ) მონაცემები ტყით სარგებლობის განხორციელების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ;
ზ) წინადადებები ტყის რესურსის მოპოვებისათვის სასურველი ადგილმდებარეობის შესახებ;
თ) ტყის რესურსის გამოყენების მიმართულებები;
ი) სატენდერო დოკუმენტაციის ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პრეტენდენტმა სატენდერო კომისიისათვის წარსადგენ დოკუმენტაციას უნდა დაურთოს იმ პირების სია, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იმოქმედონ პრეტენდენტის სახელით და რომლებთაც აქვთ იურიდიულ საბუთებზე ხელის მოწერის უფლება.
3. პრეტენდენტმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ორმაგი დაბეჭდილი კონვერტით. გარეთა კონვერტზე აღინიშნება მხოლოდ სატენდერო კომისიის დასახელება და მისამართი. შიდა კონვერტზე კი ამასთან ერთად წარმომდგენის დასახელება და მისამართი.
4. პრეტენდენტის მიერ გამოგზავნილი ან წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ტყეთმოწყობისა და ტყით სარგებლობის სამმართველოში მიღების თარიღისა და დროის აღნიშვნით.
5. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვებიან:
ა) პრეტენდენტები, რომლებმაც სატენდერო კომისიას წარუდგინეს ყალბი ინფორმაცია;
ბ) პრეტენდენტები, რომლებმაც დროულად არ წარმოადგინეს ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
6. გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პრეტენდენტის ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაუშვებლობის შესახებ იღებს სატენდერო კომისია.
თავი VIII
ტენდერის ან აუქციონის მოწყობის რეგლამენტი
1. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. კომისიის წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება 23 წევრით. სამუშაო კომისიის შემადგენლობა კი – 15 წევრით. (სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ შესაბამის რეგიონში არსებული რესურსის განაწილებისას).
სატენდერო კომისია უფლებამოსილია გამართოს ტენდერი ან აუქციონი, თუ მას ესწრება სამუშაო კომისიის წევრთა სულ ცოტა ორი მესამედი.
3. ტენდერის ან აუქციონის გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანიჭებს უპირატესობას. კენჭისყრა ეწყობა ღია წესით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
4. ტენდერის ან აუქციონის შედეგები ფორმდება ოქმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სატენდერო კომისიის შემადგენლობას;
ბ) სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე სატენდერო კომისიის წევრთა სიას;
გ) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა სიას;
დ) პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების მოკლე დახასიათებას;
ე) კენჭისყრის შედეგებს.
ტენდერის ოქმი მტკიცდება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მიერ.
5. თუ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ იქნა ერთი განცხადება, ლიცენზია გაიცემა ან ხელშეკრულება დაიდება ტენდერის პირობების დაცვით. თუ პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებს ტენდერის პირობებს ტენდერი ჩაითვლება ჩაშლილად.
6. ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენისას უპირატესობა ენიჭება იმ ტყით მოსარგებლეებს, რომლებიც ფუნქციონირებენ მოსაპოვებელი რესურსის ადგილმდებარეობის (რეგიონის) მიხედვით. აგრეთვე იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც მოახდენენ მოპოვებული რესურსის ქვეყნის შიგნით გადამუშავებას.
7. ტყეკაფის გამოყოფის მიზნით კერძო დაფინანსების გამოყენების შემთხვევაში ინვესტორს (პრეტენდენტს) ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის დროს თანაბარ პირობებში ენიჭება უპირატესობა.
თუ ინვესტორმა ვერ მიიღო ლიცენზია, მას ტყეკაფის გამოყოფის მიზნით გაწეული ხარჯები უნაზღაურდება ლიცენზიის მფლობელის (ტენდერში გამარჯვებულის) მიერ.
8. აუქციონის მოწყობის შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და ტყით სარგებლობის უფლების მისაღებად სახელმწიფოს ყველაზე მეტ თანხას სთავაზობს.
კომისიის გადაწყვეტილების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ისევ კომისიის გადაწყვეტილებით.
თავი IX
ტენდერის ან აუქციონის გამარჯვებულთა (ტყით სარგებლობის ლიცენზიის ან ხელშეკრულების მფლობელთა) უფლებები
1. ტყით სარგებლობის ლიცენზიის ან ხელშეკრულების მფლობელს უფლება აქვს განახორციელოს ტყით სარგებლობა სატყეო მეურნეობის ან დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში ლიცენზიის ან ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ.
2. ტყით სარგებლობის ლიცენზიის ან ხელშეკრულების მფლობელს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ტყის რესურსებით ტყით სარგებლობის დოკუმენტის შესაბამისად;
ბ) ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოებიდან მოითხოვოს ლიცენზიით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვა;
გ) ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით ააშენოს ტყით სარგებლობის უფლების განსახორციელებლად საჭირო სამეურნეო და სხვა სპეციალური დანიშნულების დროებითი ნაგებობები;
დ) ტყით სარგებლობის უფლების განსახორციელებლად ისარგებლოს არსებული სატყეო გზებითა და სხვა ინფრასტრუქტურით;
ე) მონაწილეობა მიიღოს ტყის მოვლა-დაცვის, აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებში, აგრეთვე ტყით სარგებლობის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
ვ) ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგოს ტყით სარგებლობის შედეგად მოპოვებული რესურსი.
3. დაუშვებელია ტყით სარგებლობის დოკუმენტით ტყით მოსარგებლისათვის მინიჭებული უფლების უკანონო ხელყოფა.
თავი X
ტენდერის ან აუქციონის გამარჯვებულთა (ტყით სარგებლობის ლიცენზიის ან ხელშეკრულების მფლობელთა) ვალდებულებანი
1. ტყით სარგებლობის ლიცენზიის ან ხელშეკრულების მფლობელი ვალდებულია:
ა) გაეცნოს ტყით სარგებლობის წესებს და იხელმძღვანელოს ამ წესებით;
ბ) განახორციელოს მხოლოდ ტყით სარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული სახის ტყით სარგებლობა;
გ) ტყით სარგებლობის სამუშაოები აწარმოოს ისეთი ფორმებით, მეთოდებითა და საშუალებებით, რომლებიც შეზღუდავს ან გამორიცხავს ტყით სარგებლობის უარყოფით გავლენას გარემოზე და ტყეების მდგომარეობაზე;
დ) დაიცვას საქართველოს ტყის კოდექსით და ტყით სარგებლობის დებულებებით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. ტენდერის ან აუქციონის გამარჯვებული ტყით მოსარგებლე ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე გადაიხადოს მოსაპოვებელი რესურსის ოდენობის დადგენისათვის „ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადების, მათ შორის, ტყეკაფის გამოყოფისათვის საჭირო თანხებისა და მათი გადახდის წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრული თანხები და სალიცენზიო მოსაკრებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.
თავი XI
ტყით სარგებლობის ლიცენზიის ან ხელშეკრულების შეზღუდვის, შეჩერების, შეწყვეტის წესი
1. გადაწყვეტილებას ტყით სარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე იღებს შესაბამისი ტყით სარგებლობის დოკუმენტის გამცემი ან მისი ზემდგომი ორგანო და ტყით სარგებლობა წყდება ამის შესახებ ტყით მოსარგებლის წერილობით ინფორმირებისთანავე.
2. ტყით სარგებლობის უფლების მქონე პირის ინიციატივით ტყით სარგებლობა წყდება შესაბამისი ტყით სარგებლობის დოკუმენტის გამცემი ორგანოს წერილობით ინფორმირებიდან ერთ თვეში.
3. ტყით მოსარგებლის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში წარმოშობილ დავას წყვეტს სასამართლო.
თავი XII
სატენდერო კომისიის ლიკვიდაცია
ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის მოსაწყობად შექმნილი სატენდერო კომისიის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.