საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციის (საქინფორმი) რეორგანიზაციის შესახებ
მიღების თარიღი 01.07.2000
ძალის დაკარგვა 07.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №284
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.002.000001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 06/07/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციის (საქინფორმი) რეორგანიზაციის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 49.6pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №284
2000 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციის (საქინფორმი) რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციის („საქინფორმი“) ფუნქციებიდან გამომდინარე, მისი მუშაობის სრულყოფისა და ეფექტიანობის ამაღლების, საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციის („საქინფორმი“) დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბების მიზნით:
1. საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაცია („საქინფორმი“) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეორგანიზირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად მის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე.
2. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური“ წარმოადგენს საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციის („საქინფორმი“) უფლებამონაცვლეს.
3. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდილი პირის საქართველოს საინფორმაციო სახელმწიფო სამსახურის“ წესდება.
4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ.უკლება) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საინფორმაციო სახელმწიფო სამსახურისათვის“ ქონების გადაცემა, მათ შორის საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კოროპორაციის („საქინფორმი“) მიერ დაფუძნებული სახაზინო საწარმოების რეორგანიზაციის შედეგად ამ საწარმოების სახელმწიფოს კუთვნილი წილის ასი პროცენტით.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანისას გაითვალისწინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის“, როგორც საქართველოს საინფორმაციო საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციის (საქინფორმის) უფლებამონაცვლის დაფინანსება.
6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 1 აგვისტოს №506 დადგენილება და „საქართველოს საინფორმაციო საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციის (საქინფორმი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 28 დეკემბრის №25 განკარგულება.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური (შემდგომში – დაწესებულება) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. დაწესებულება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო-საგამომცემლო კორპორაციის („საქინფორმის“) უფლებამონაცვლეს.
3. დაწესებულება დაფუძნებულია საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციის („საქინფორმის“) ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე.
4. დაწესებულება ასრულებს სახელმწიფოებრივ ამოცანებს საინფორმაციო, საგამომცემლო, კულტურულ და სხვა სფეროებში, იმავდროულად ასრულებს საქართველოს პრესსამსახურის ფუნქციას.
5. დაწესებულება ანგარიშვალდებულია ამ წესდების მე-4 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორცილებელი ორგანოს წინაშე.
6. დაწესებულების იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. №42.
მუხლი 2🔗. დაწესებულების სრული და შემოკლებული სახელწოდება
1. დაწესებულების სრული სახელწოდებაა:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური.
2. დაწესებულების შემოკლებული სახელწოდებაა:
სსიპ საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური.
მუხლი 3🔗. დაწესებულების სპეციალური უფლებაუნარიანობა, მიზნები და საქმიანობის საგანი
1. დაწესებულების სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს წარმოადგენს მისი მიზნებისა და საქმიანობის საგნის განხორციელება.
2. დაწესებულების მიზნებია:
ა) საქართველოს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს სულიერი, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ცხოვრების სხვა სფეროების გაშუქება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ;
გ) ქვეყნის საზოგადოების ინფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ;
დ) საქართველოს პრეზიდენტის საინფორმაციო უზრუნველყოფა, საქართველოს პრეზიდენტის პრესასთან და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობის ორგანიზება;
ე) სახელმწიფო კანცელარის, სამთავრობო და სხვა დაწესებულებების საინფორმაციო უზრუნველყოფის ორგანიზება;
ვ) მონაწილეობა სახელმწიფოს საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;
ზ) მასმედიის, საგამომცემლო საქმის განვითარების, ქვეყანაში ერთიანი საინფორმაციო სივრცის ფორმირების ხელშეწყობა;
თ) ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება როგორც საინფორმაცი არხების გამოყენებით, ისე მიზნობრივი პროგრამების განხორციელების გზით.
3. დაწესებულების საქმიანობის საგანია:
ა) მასობრივი ინფორმაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, მისი შემუშავებისა და განხორციელების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის განცხადების, გამოსვლებისა და შეხვედრების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება; საქართველოს პრეზიდენტის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობის ორგანიზება;
გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კანცელარიისა და მთავრობის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
დ) საქართველოსა და უცხოეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირთათვის, საელჩოების, დიპლომატიური და სხვა სახის მისიებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის საინფორმაციო და საგამომცემლო-პოლიგრაფიული მომსახურების ორგანიზაბა;
ე) საქართველოსა და უცხოეთის მასობრივი ინფორმაციის სამსახურებთან და გამომცემლობებთან თანამშრომლობა;
ვ) საგამომცემლო-პოლიგრაფიული საქმიანობის განხორციელება;
ზ) ინფორმაციის მოპოვებისა და მოპოვებული ინფორმაციის გავრცელების, აგრეთვე საგამომცემლო-პოლიგრაფიული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებების დადება;
თ) ფოტო-ვიდეო პროდუქციის, შემეცნებითი მნიშვნელობის სხვა მასალის დამზადება, ტირაჟირება და გავრცელება;
ი) რეკლამისა და სარეკლამო მომსახურების ორგანიზაცია;
კ) საკუთარი საინფორმაციო ბანკებისა და ცენტრების შექმნა;
ლ) თანამედროვე ტელეკომუნიკაციური ქსელის ჩამოყალიბებისა და ექსპლოატაციის ორგანიზება;
მ) კანნმდებლობით დადგენილი წესით დაწესებულების ფილიალის გახსნა, აგრეთვე იურიდიული პირების, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაფუძნება, ან მათ დაფუძნებაში მონაწილეობის მიღება;
ნ) ინფორმაციის მოპოვება და რელიზაცია, ჟურნალ-გაზეთების, წიგნების, ალბომების, ბუკლეტებისა და სხვა პოლიგრაფიული პროდუქციის გამოცემა, გავრცელება და რელიზაცია დაწესებულების მონაწილეობით შეწმნილი საწარმოს, აგრეთვე იმ საწარმოს მეშვეობით, რომლის წილიც გადაცემული აქვს დაწესებულებას.
4. დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც დაკავშირებულია მისი მიზნებისა და საქმიანობის საგნის განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
5. დაწესებულებას აქვს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორცილების უფლებამოსილება, მაგრამ თუ ის არსებითად გადავა სამეწარმეო საქმიანობაზე, დადგება საკითხი მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, ფორმა და ფარგლები
1. დაწესებული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი (შემდგომში – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო), მის მიერ დადგენილი ორგანოს მეშვეობით.
2. დაწესებულება სახელმწიფო კონტროლი განმახორციელებელ ორგანოს წელიწადში ერთხელ წარუდგენს საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
3. დაწესებულება სახელმწიფო კონტროლის განმახორცილელებელი ორგანოს მოთხოვნით, მოთხოვნის მიღებიდან 3 კვირაში, წარუდგენს მას დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.
4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების გადაწყვეტილება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 5🔗. დაწესებულების მართვა
1. დაწესებულების მართვა, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსს (შემდგომში – უფროსი), რომელიც იმავდროულად არის საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. უფროსი ანგარიშვალდებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წინაშე.
3. უფროსი წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. ის მოქმედებს ერთპიროვნულად და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ არის შეზღუდული.
4. უფროსი:
ა) წარმოადგენს დაწესებულებას საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოთა ყველა დონის სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სხვა სახის ორგანიზაციებში;
ბ) განსაზღვრავს დაწესებულების სტრუქტურას და ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
გ) წყვეტს საკადრო საკითხებსა და წარმართავს მის საქმიანობას;
დ) ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;
ე) განაგებს ფინანსურ სახსრებს;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე იღებს და ათავისუფლებს სამუშაოდან დაწესებულების მუშაკებს. ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან უფროსის მოადგილეებს, დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
ზ) დებს გარანტიებს, გასცემს მინდობილობებსა და რწმუნებებს;
თ) ხსნის საბანკო ანგარიშებს;
ი) გამოსცემს საორგანიზაციო-განმკარგულებელი ხასიათის დოკუმენტებს;
კ) წყვეტს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.
5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით უფროსი:
ა) ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და განსაზღვრავს წლიური სახელფასო ფონდის ოდენობას;
ბ) ახორციელებს უძრავი ქონების შეძენას, გასხვისებასა და დატვირთვას.
6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით უფროსი:
ა) აწარმოებს სესხის აღებას;
ბ) იძლევა თავდებობას.
7. უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას დაწესებულების კოლეგიალური ორგანო, რომელიც წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს.
8. უფროსი უფლებამოსილია შექმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც წარმოადგენს უფროსის საკონსულტაციო ორგანოს.
9. კოლეგიალურ და საკონსულტაციო ორგანოებს აკომპლექტებს უფროსი.
10. დაწესებულების კოლეგიალური და საკონსულტაციო ორგანოების უფლებამოსილების ფარგლებს, მათი მოწვევის, გადაწყვეტილებების მიღების წესს ადგენს დაწესებულების შიდაორგანიზაციული სტრუქტურის მარეგულირებელი აქტი, რომელსაც ამტკიცებს უფროსი.
მუხლი 6🔗. დაფინანსება
1. დაწესებულების დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელწმიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) სახელშეკრულებო საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) მოქმედი კანონმდბელობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. დაწესებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. დაწესებულების წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი.
მუხლი 8🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუხლი 9🔗. დაწესებულების ლიკვიდაცია
1. დაწესებულება წყვეტს საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. დაწესებულების ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.