`საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№135
სარეგისტრაციო კოდი
300260000.10.003.016296
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110324002, 24/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№13 5

2011 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2006 წლის     10 მარტის № 53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საშიში საწარმოო ობიექტების (სადაც სრულდება ღია სამთო სამუშაოები) უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 მარტის № 53 დადგენილებასა (სსმ III, 2006 წელი, № 32, მუხლი 370) და დადგენილებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარიერების უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს კარიერების უსაფრთხოების წესები და № 1, № 2 დანართები.“.

2. წესების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარიერების უსაფრთხოების წესები“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კარიერების უსაფრთხოების წესები (შემდგომში – წესები) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე აპროექტებენ, აშენებენ და ექსპლუატაციას უწევენ კარიერებს.“;

დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მექანიკური ნიჩბით ქვანახშირის ფენის დამუშავება დასაშვებია ერთი საფეხურით, რომლის სიმაღლე შეიძლება აღწევდეს 30 მ-ს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – 40 მ-ს, თუ საფეხურის აფეთქება წარმოებს 650° კუთხით გაბურღული ჭაბურღილებით და საფეხური რეგულარულად იწმინდება გადმონაშვერებისაგან და გამორიცხულია სხვა ავარიული შემთხვევების გამოწვევა.“;

ზ) მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მსხვილი მონოლითების დამუშავებისას დასაშვებია საფეხურის სიმაღლე აღემატებოდეს 20 მ-ს, თუ უზრუნველყოფილია უსაფრთხოების დამატებითი ზომები.“;

თ) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია დატვირთული მატარებლის მიწოდება ლოკომოტივით წინ იმ პირობით, რომ დამუშავებულია უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც დამტკიცებულია საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.“;

ი) 54-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სატვირთო მატარებლის შემადგენლობაში ადამიანების გადასაყვანი ვაგონების ჩართვა აკრძალულია. კარიერზე ადამიანების გადაყვანის ორგანიზაცია ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ დამუშავებული ინსტრუქციით.“;

კ) 56-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კარიერის საავტომობილო გზებზე ავტომანქანების მოძრაობა უნდა განხორციელდეს გასწრების გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, კარიერზე სხვადასხვა ტექნიკური სიჩქარის ავტომობილების გამოყენებისას, დასაშვებია ავტომობილების გასწრება, თუ უზრუნველყოფილია მოძრაობის უსაფრთხო პირობები.“;

ლ) 82-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მოქმედი საბურღი დაზგების მტვერსაჭერი და მტვერჩამხშობი ეფექტიანი საშუალებებით აღჭურვის ვადებს ადგენს საწარმოს ხელმძღვანელობა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური