საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსმთავრობის
დადგენილება№136
2011 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების ღონისძიებების შესახებ
საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება. სოფლის მეურნეობის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარება, აგრარულ სფეროში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა და ინოვაციებისა და გამოგონებების ფართოდ დანერგვა. აღნიშნული შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ აგრარული სექტორის სასწავლო-სამეცნიერო ბაზის განახლებისა და მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების გზით.
მუხლი 1. საქართველოს მთავრობასა და აიპ „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდს“ შორის 2011 წლის 16 მარტს გაფორმებული „საქართველოს აგრარული განათლების და მეცნიერების განვითარების შესახებ“ შეთანხმებისა და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, საქართველოში აგრარული მეცნიერების განვითარების, აგრარულ განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევის მეთოდების დანერგვის მიზნით:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტად.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებლებად განისაზღვრონ სახელმწიფო, წარმოდგენილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი – ს/კ 404891186, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №40.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების მიღებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
6. საქართველოს მთავრობასა და აიპ „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდს“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აიპ „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს საქართველოს მთავრობასა და აიპ „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდს“ შორის 2011 წლის 16 მარტს გაფორმებული „საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.03.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების ღონისძიებების შესახებ“?
- „საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 21.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №136. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.10.003.016297.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების ღონისძიებების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების ღონისძიებების შესახებ“, №136, 21.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.016297 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1249226/