,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ”
მიღების თარიღი 12.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.10.003.000.389
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5, 13/01/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.01.2006 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №6
2006 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისა და გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის არსებული სამომხმარებლო ტარიფების ზრდის კომპენსაციის მიზნით ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეფერხების თავიდან აცილების და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისა და გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2006 წლის 1 მაისამდე მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის გაზრდილი ღირებულების კომპენსაციის მიზნით ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისა და გამანაწილებელი კომპანიებისგან მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობის აქტის საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ, ყოველთვიურად აანაზღაუროს აქტში დაფიქსირებული ბუნებრივი გაზის მოცულობაზე 2006 წლის 1 იანვრამდე და ამ თარიღის შემდგომ მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობა თითოეული მიმწოდებლისა და მომსახურე კომპანიისათვის საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სათანადო დადგენილებებით დამტკიცებული ტარიფების მიხედვით.
2. შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ დამოწმებული, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებისა და გამანაწილებელი კომპანიებისაგან მოსახლეობისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ოდენობის თვიური პროგნოზისა და სათანადო მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განახორციელოს საავანსო ანაზღაურება და შემდგომში – ავანსად გადარიცხული თანხების კორექტირება ამ დადგენილების პირველი პუნქტისა და დანართის მიხედვით მიწოდებული ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი ოდენობის საფუძველზე.
3. ეთხოვოთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უზრუნველყონ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული აქტების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში წარდგენა ყოველი თვის 20 რიცხვამდე. აქტი უნდა ასახავდეს წინა თვეში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საერთო რაოდენობასა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობას, კერძოდ, მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობასა და აბონენტთა (მოსახლეობის) საერთო რაოდენობას.
4. ეთხოვოთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს ჯეროვანი დახმარება აღმოუჩინონ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ამ დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად.
5. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).
6. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის გაზრდილი ღირებულების კომპენსაცია განხორციელდება უშუალოდ მიმწოდებელი და მომსახურე კომპანიებისათვის ქვემოთ მოცემული წესის შესაბამისად:
1. მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა:
Q= V*(T1(ახალი)- T1)
სადაც
Q – კომპენსაციის ოდენობა;
V – მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა;
T1(ახალი) – სამომხმარებლო ტარიფი 2006 წლის 1 იანვრის შემდგომ;
T1 – სამომხმარებლო ტარიფი 2006 წლის 1 იანვრამდე.
მათ შორის:
ბუნებრივი გაზის საბითუმო მიმწოდებელი კომპანიები
Q= V*(T2(ახალი)- T2)
სადაც
Q – კომპენსაციის ოდენობა;
V – მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა;
T2(ახალი) – საბითუმო მიმწოდებლის ტარიფი 2006 წლის 1 იანვრის შემდგომ;
T2 – საბითუმო მიმწოდებლის ტარიფი 2006 წლის 1 იანვრამდე.
1.2 ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიები
Q= V*(T3(ახალი)- T3)
სადაც
Q – კომპენსაციის ოდენობა;
V – მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა;
T3(ახალი) – განაწილება-საცალო მიწოდების ტარიფი 2006 წლის 1 იანვრის შემდგომ;
T3 – განაწილება-საცალო მიწოდების ტარიფი 2006 წლის 1 იანვრამდე.
1.3 ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Q= V*(T4(ახალი)- T4)
სადაც
Q – კომპენსაციის ოდენობა;
V – მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა;
T4(ახალი) – ტრანსპორტირების ტარიფი 2006 წლის 1 იანვრის შემდგომ;
T4 – ტრანსპორტირების ტარიფი 2006 წლის 1 იანვრამდე.