,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №7
2006 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტი) I დამატების 3 (დ) (ii) (2) ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით) 2006 წლის 9 იანვრის წერილის გათვალისწინებით,„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №64, მუხ. 673) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი არველაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
ლევან დუჩიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი ისაკაძე – ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი
ქეთევან მახარაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნინო ჟვანია – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი