ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ

მიღების თარიღი 18.03.2011
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.139.016021
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110325009, 31/03/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,700 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:Grigolia;} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent"; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 45.0pt 66.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 7 2011 წლის 18 მარტი ქ. ბორჯომი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი თანახმად დანართისა. 2. დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. საკრებულოს თავმჯდომარე            ბ. ქურდაძე  დანართი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესი შემუშავებულია: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების ორგანიზებისა და კონტროლის განხორციელების წესს.  2. აღნიშნული წესი შემუშავებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ორგანიზებისა და ქალაქის გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით და ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება პარკირების წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პარკირება/დგომა (შემდეგში – პარკირება) – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას; ბ) პარკირების ადგილი – პარკირების მიზნით გამოყოფილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი; გ) გზა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი (გზა მოიცავს ერთ ან რამდენიმე სავალ ნაწილს, აგრეთვე გვერდულებას და გამყოფ ზოლებს, მათი არსებობისას); დ) გადახდის დამადასტურებელი საბუთი – ქაღალდის ან ნებისმიერი სხვა მასალისაგან დამზადებული ბილეთი, ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობა, რომელიც ადასტურებს პარკირების საფასურის გადახდის ფაქტს ან საფასურის შემდგომში გადახდის უფლებას; ე) პარკირების რეგულირება – პარკირების ორგანიზება, პარკირების ადგილების განსაზღვრა, პარკირების საფასურის დადგენა და პარკირების კონტროლი; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად; ზ) პარკირების პირობები – პარკირების შეზღუდვა/დაშვება გარკვეული ხანგრძლივობითა და/ან დროით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომის ფორმა, პარკირების საფასური და შეღავათები საფასურის გადახდისას, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები; თ) საცხოვრებელ/სამუშაო ადგილთან არსებული პარკირების ადგილი – მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილები; ი) საშვი – პარკირების ადგილებით შეღავათიანი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი; კ) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითთა მოძრაობისათვის.     მუხლი 3🔗. პარკირება 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილებზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.  2. ფასიანი პარკირების ადგილებზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება: ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის; ბ) უფლებამოსილი სტრუქტურების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამუშაოებისათვის; გ) მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების აღმოსაჩენად; დ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის; ე)ქალაქის დაგვა-დასუფთავებისათვის. 3. მუნიციპალიტეტის მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება შემდეგი პირობები: სატრანსპორტო ნაკადი, გზის გამტარუნარიანობა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, მუნიციპალიტეტის (ცალკეული დასახლებების) განვითარების ინტერესები და სხვა არსებითი საკითხები.     მუხლი 4🔗. პარკირების სფეროს მართვა 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების სფეროს მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;  2. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია პარკირების სფეროს მართვა განახორციელოს:  ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის საშუალებით;  ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საშუალებით;  გ) მუნიციპალიტეტის მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების განკარგვის ერთ-ერთი ფორმით შერჩეული იურიდიული პირის საშუალებით.     მუხლი 5🔗. პარკირების ორგანიზება 1. პარკირების ადგილებზე პარკირება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესის შესაბამისად და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პირობით; 2.  პარკირება დაიშვება სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 2 მეტრის რადიუსის დაშორებით. 3.  პარკირების მიზნებისათვის საგზაო ნიშნები „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ და შესაბამისი საგზაო მონიშვნა მოიცავს ტროტუარზე პარკირების აკრძალვასაც. 4.  პარკირების ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით ან მის გარეშე. 5.  ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია ან ფასიანია, აღჭურვილ უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, აგრეთვე საგზაო მონიშვნებით. 6.  სპეციალური პარკირების ადგილებზე შესაძლებელია მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი. 7.  მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ფასიანი პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების, აგრეთვე საგზაო მონიშვნების გარდა, უზრუნველყოფილ უნდა იყოს პარკირების პირობების ამსახველი საინფორმაციო დაფით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოწყობილობებითა და საშუალებებით. სხვა საკითხებთან ერთად საინფორმაციო დაფაზე აღნიშნული უნდა იყოს, რომ პარკირების წესის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია პარკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა ან თვლების ბლოკირება. 8. ტროტუარზე პარკირების ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარემოება, რომ გაჩერებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებების ან ქვეითის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოძრაობას. 9.  ტროტუარები, სადაც პარკირება ნებადართულია, შესაძლებელია აღიჭურვოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, აგრეთვე საგზაო მონიშვნებით; 10. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს ან დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.     მუხლი 6🔗. სპეციალური პარკირების ადგილების და პირობების განსაზღვრა 1.  მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები: ა)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისა; ბ)  ტაქსების, ტრანზიტით შემომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის, გარდა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დაკავებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისა; გ)  ტვირთვის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის; დ)     საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის; 2.  ავტოსატრანსპორტო საშუალებების, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, პარკირება შესაძლებელია ამ სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე.     მუხლი 7🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლის და მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები პარკირებისას 1.  ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთ პარკირების ადგილზე და ისე, რომ: ა)  დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას; ბ)  ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას; გ)  ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას – პარკირებისთვის განთავსებულ ადგილზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება საღებავით მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს; დ)     არ დაარღვიოს პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების წესი. 2.  ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება: ა)  სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილას შესაბამისი საცნობი ნიშნის ან სტატუსის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეშე; ბ)  შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის გაჩერების ადგილებზე. 3.  ფასიანი პარკირების ადგილზე დაყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს ერთ-ერთი იმ საშუალებით და ფორმით, რომელიც პარკირების ამ ადგილისთვის არის დადგენილი. 4.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან მის ოჯახის წევრს, რომელიც მართავს შესაბამისი საცნობი ნიშნის მატარებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, პარკირების უფლება აქვს სხვა პარკირების ადგილზე, თუ ახლოს არ არის პარკირების ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ან არის, მაგრამ იმ დროისათვის არ არის თავისუფალი.     მუხლი 8🔗. პარკირების საფასური 1.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგინდეს პარკირების საფასურის ზღვრული ოდენობა. პარკირების დროის მონაკვეთის მიხედვით: ა)  7 კალენდარული დღე – 5 ლარი; ბ)  30 კალენდარული დღე – 10 ლარი; გ)  ერთი წლის განმავლობაში – 20 ლარი. 2.  პარკირების საფასურის გადახდის პასუხისმგებლობა ეკისრება ფასიანი პარკირების ადგილზე პარკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.     მუხლი 9🔗. შეღავათები პარკირების საფასურის გადახდის დროს 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე ფასიან პარკირების ადგილებზე აქვთ უფასო პარკირების შესაძლებლობა: ა)  საღამოს 19 საათიდან დილის 10 საათამდე; ბ)  შაბათ-კვირის დღეებში; გ)  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში.     2. ფასიან პარკირების ადგილებზე შეღავათებით მოსარგებლე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ან მესაკუთრეების გარდა სხვა პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისას პარკირების საფასური გადაიხდება დადგენილი წესით უნარდო ანგარიშსწორების წესით. 3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტს და განცხადებასთან ერთად წარუდგინოს პირადობის, შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი და ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საბუთი. 4. ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა მხოლოდ ერთი საშვი, საცნობი ნიშანი. 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში საცნობი ნიშანი გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე და მის ან მისი ოჯახის წევრის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. 6. შესაძლებელია ერთი და იმავე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე როგორც საცნობი ნიშნის, ისე საშვის გაცემა. 7. საშვი, საცნობი ნიშანი მოქმედებს გაცემიდან 1 წლის განმავლობაში. 8. საშვი, საცნობი ნიშანი დამაგრებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების საქარე მინის მარჯვენა ზედა კუთხეში და იგი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, რომლისთვისაც ის გაიცა. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე არ გავრცელდება ამ წესით დადგენილი შეღავათები.     მუხლი 10🔗. დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირება 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ოპერატორს ეკრძალება დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშულების თვლების ბლოკირება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანა ან მისი სხვაგვარი გადაადგილება. ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.     მუხლი 11🔗. კონტროლი და პასუხისმგებლობა 1. ამ წესის დაცვის კონტროლს და ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობა.     მუხლი 12🔗. დასკვნითი დებულება ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.