საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 31.12.2000
ძალის დაკარგვა 01.01.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №547
სარეგისტრაციო კოდი 000040030.00(0).05.002001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3, 10/01/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №547
2000 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის“ შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:
1. განათლების პროექტის განხორციელებაში საქართველოს განათლების სამინისტროს დახმარების მიზნით შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი“ და დამტკიცდეს მისი თანდართული დებულება.
2. საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა (1654 კვ.მ.), მდებარე ქ.თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქ. №60-ში.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) დროულად უზრუნველყოს საქართველოს ცენტრისათვის ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის”
დებულება
საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის დებულება (შემდგომში – დებულება) მიღებულია “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტისა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის სტატუსს.
მუხლი 1🔗. საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრის სამართლებრივი სტატუსი
1. საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაციაა და დაფუძნებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
ცენტრი საქართველოს განათლების სამინისტროს უზრუნველყოფს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის (შემდგომში – პროექტი) მომზადებისა და განხორციელების კოორდინაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური და ტექნიკური რესურსებით იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც დაიდება განვითარების საერთაშორისო ასოციაციასა (შემდგომში – ასოციაცია) და საქართველოს შორის.
2. ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა, იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობა. ცენტრის მიერ დადებული გარიგებები, რომლებიც ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებსს სცილდება, ბათილია.
4. ცენტრს აქვს ბეჭედი და დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში იმ ბანკში, რომელსაც ცენტრი შეარჩევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. №60.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, საქმიანობის საგანი და მოვალეობები
1. ცენტრის მიზანია:
ა) დახმარება გაუწიოს საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების სისტემის განმტკიცების და გარდაქმნის პროექტის ეფექტიანად და ეკონომიკურად მომზადებისა და განხორციელების კოორდინაციაში;
ბ) დახმარება გაუწიოს განათლების სამინისტროს პროექტის მიზნების განხორციელებაში პროექტის საქმიანობის დროული და ეფექტური დაგეგმვის, კოორდინირების, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების უზრუნველსაყოფად;
გ) მიღებული კრედიტის, გრანტის ან ბიუჯეტის თანხები განკარგოს პროექტის ამოცანების, პროცედურებისა და მოთხოვნების შესაბამისად;
დ) საქართველოს განათლების სამინისტროს სახელით წარმოადგინოს პროექტი სხვა სააგენტოს, ასოციაციის, დონორისა და დაინტერესებული მხარის წინაშე.
2. თავისი მიზნების მისაღწევად ცენტრი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს განათლების სამინისტროს სახელით კოორდინაცია გაუწიოს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგის, განახლებისა და შეფასების პროცესს, მათ შორის, წლიური სამუშაო გეგმის განვითარებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობისა და ასოციაციის პროცედურების მოთხოვნების შესაბამისად პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მასალების შემუშავება და გავრცელება პროექტის ადმინისტრირების, შესყიდვის, თანხის განკარგვის, ბუღალტერიისა და აუდიტის, ანგარიშგების, შეფასებისა და საქმის წარმოების დარგში;
გ) დახმარება გაუწიოს საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის მართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსებით, აგრეთვე ტექნიკური რესურსებით უზრუნველსაყოფად;
დ) პროექტის მიზნების მისაღწევად ფინანსურად უზრუნველყოს და ორგანიზება გაუწიოს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
ე) ქმედითი ზომები მიიღოს პროექტით დამტკიცებული ღონისძიებების დაფინანსებისათვის; ამ მიზნით: მოამზადოს და გამოაცხადოს სხვადასხვა სახის ტენდერი სამუშაოს, საქონლის და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებისა და მონტაჟისათვის. ორგანიზება გაუწიოს შეფასებას, დადოს კონტრაქტები შერჩეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ზედამხედველობა გაუწიოს კონტრაქტების შესრულებას, უზრუნველყოს თანხების გადახდა ფიზიკური და იურიდული პირებისათვის არსებული კონტრაქტების შესაბამისად; ტენდერი იმართება ასოციაციის პროცედურების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, თუ საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ასოციაციის მიერ შესყიდვებისათვის დადგენილ წესებს. ამასთანავე, ცენტრი ვალდებულია განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიში წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს;
ვ) დადგენილი წესით წარადგინოს განაცხადი კრედიტის იმ თანხების გამოსატანად, რომლებიც განკუთვნილია ცენტრის საქმიანობის, ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებების და კონტრაქტების დაფინანსებისათვის პროგრამის ფარგლებში საქონლის, სამუშაოების და მომსახურების მიწოდებისათვის; საქართველოსა და ასოციაციას შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად უზრუნველყოს ამ მიზნების შესრულება გამოყოფილი თანხების ფარგლებში;
ზ) დადგენილი წესით მოითხოვოს თანადაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიიღოს, ადმინისტრირება გაუწიოს და წარადგინოს ანგარიშების თანადაფინანსებით აღებული თანხების გამოყენების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ასოციაციას შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად;
თ) შეიმუშაოს და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად;
ი) უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის დაქირავება;
კ) გახდეს ინვენტარის, ავეჯის, სატრანსპორტო საშუალებების, კომპიუტერების, ოფისის, საკომუნიკაციო საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მფლობელი. პროექტის მომზადებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული ცენტრის მიმდინარე ხარჯები განკარგოს ერთი მხრივ, საქართველოსა და ასოციაციას შორის არსებული ხელშეკრულებების შესაბამისად და, მეორე მხრივ, საქართველოდან განათლების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული ცენტრის წლიური მიმდინარე ბიუჯეტის საფუძველზე;
ლ) უზრუნველყოს პროექტის ანგარიშების დროულად მომზადება და წარდგენა ასოციაციის, განათლების სამინისტროსა და სხვა შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისათვის მათი მოთხოვნის საფუძველზე;
მ) ითანამშრომლოს პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილე საქართველოს სამთავრობო ორგანოებთან, რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებთან პროგრამის საკითხებთან დაკავშირებით;
ნ) მონაწილეობა მიიღოს პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს მოსახლეობის, სამთავრობო ორგანოების, დონორების და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის მიზნების მიღწევას;
ო) საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით განახორციელოს სხვა მოქმედებანი დებულებით განსაზღვრული მოცემული მიზნების მისაღწევად;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის განხორციელებაში საქართველოსა და ასოციაციას შორის დადებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ჟ) იმოქმედოს საჭირო ძალისხმევით მასზე დაკისრებული ღონისძიებების ეფექტიანად და ეკონომიურად განსახორციელებლად;
რ) დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს განათლების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს, აგრეთვე საინვესტიციო საბჭოს ასოციაციას ყველა იმ წინააღმდეგობის შესახებ, რომელიც შეხვდება პროექტის განხორციელებას და რაც ცნობილი გახდება ცენტრისათვის;
ს) ანგარიშვალდებული იყოს საქართველოს განათლების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და ასოციაციის წინაშე.
3. ცენტრი თავის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს ასოციაციასთან შეთანხმებით საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროექტის განხორციელებისა და ბიუჯეტის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ცენტრის მართვა
1. ცენტრს მართავს დირექტორი. დირექტორს საქართველოს განათლების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ცენტრის დირექტორისა და სხვა თანამშრომელთა დანიშვნა (დაქირავება) უნდა მოხდეს ასოციაციის პროცედურების შესაბამისად და ასოციაციისათვის მისაღები პირობების საფუძველზე (საკვალიფიკაციო მოთხოვნები, საქმიანობათა აღწერილობა, კონტრაქტის ხანგრძლივობა, შრომის ანაზღაურება და სხვა), მათი დანიშვნის (დაქირავების) და/ან გათავისუფლების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ასოციაციას.
2. დირექტორი საქმეს მართავს ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება ცენტრის წარმომადგენლობა. დირექტორი პასუხს აგებს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
3. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა პროექტის ფარგლებში ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვისათვის.
4. დირექტორი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს ცენტრის თანამშრომლები.
5. დირექტორი განათლების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების საშტატო ნუსხას.
6. დირექტორი ადგენს ცენტრის შინაგანაწესს, რომლის შესრულება სავალდებულოა ცენტრის თითოეული თანამშრომლისათვის.
7. შვებულების ან სამსახურებრივი მივლინების დროს დირექტორი თავის მოვალეობას აკისრებს ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით. დირექტორის ხანგრძლივი არყოფნის, ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს განსაზღვრული ვადით ნიშნავს განათლების მინისტრი.
მუხლი 4🔗. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხდება თანადაფინანსების პრინციპით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. თანადაფინანსებას უზრუნველყოფენ საქართველო და ასოციაცია იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც დაიდება საქართველოსა და ასოციაციას შორის.
2. ცენტრის დაფინანსებაში საქართველოს წილის შესაბამისი თანხები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. ცენტრის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ცენტრის დირექტორი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების მინისტრსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს.
4. პროექტის დაფინანსების სხვა წყაროების გამოჩენის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია ეს თანხებიც განკარგოს განათლების სამინისტროს დავალებით. ცენტრი ვალდებულია, ამ თანხების მიღებისა და განკარგვის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
მუხლი 5🔗. ცენტრის საქმიანობის კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს განათლების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. განათლების სამინისტრო განსაზღვრავს და ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის მიზანშეწონილობას, კანონიერებას, პროექტის მიზნების მისაღწევად აუცილებელ საქმიანობას, რესურსების ეკონომიურად გამოყენებას და ამავე დროს ამოწმებს ცენტრის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობას. ფინანსთა სამინისტრო ამოწმებს ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებას.
2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად განათლების მინისტრი და ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილნი არიან ცენტრისაგან მოითხოვონ კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
3. თავიანთი კომპეტენციების შესაბამისად განათლების მინისტრი და ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილნი არიან შეაჩერონ ან გააუქმონ ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ცენტრს ესაჭიროება განათლების სამინისტროს თანხმობა პროექტის ფარგლებში ხარჯების გასაწევად, რომელიც აღემატება საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით დადგენილ რაოდენობას.
მუხლი 6🔗. ანგარიშგება
1. ცენტრის დირექტორი ვალდებულია საქართველოს განათლების მინისტრსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს ყოველკვარტალურად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგინოს ცენტრის საქმიანობის ანგარიში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია ცენტრს მოსთხოვოს განმარტებები და ნებისმიერი დოკუმენტაცია ცენტრის საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებით. მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს დროულად.
2. ცენტრი ვალდებულია კვარტალში ერთხელ თავისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს.
3. ცენტრი ვალდებულია აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ასოციაციის მოთხოვნების შესაბამისად.
4. ცენტრის წლიურ-ფინანსურ ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ამოწმებს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც შეირჩევა კონკურსის საფუძველზე ფინანსთა სამინიტროსთან შეთანხმებით; აუდიტორი მისაღები უნდა იყოს ასოციაციისათვის.
5. ცენტრი ვალდებულია საქართველოს განათლების მინისტრს, საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და ასოციაციას წარუდგინოს აუდიტორის დასკვნის ასლი არა უგვიანეს ექვსი თვისა საგადასახადო წლის დამთავრებიდან, აგრეთვე ანგარიშები, რომლებიც მომზადებულია ფინანსთა სამინისტროსა და ასოციაციისათვის მისაღები აუდიტორის მიერ, მაგრამ ისეთი დეტალებით, როგორსაც მოითხოვენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ასოციაცია.
მუხლი 7🔗. ცენტრის საქმიანობის შეჩერება და ლიკვიდაცია
1. ცენტრის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.