"სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№142
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016303
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110328008, 29/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№142

2011 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებით (28/02/2011) დამტკიცებულ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 1.14 დანართის მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„3. კომისია ასევე ახორციელებს რეგიონული საბჭოების მიერ 1.2 და 1.12 დანართებით განსაზღვრული ქვეპროგრამების ბენეფიციარებზე ვაუჩერების განაწილების ცენტრალიზებულ კოორდინაციას, შემოსული განცხადებების რიგითობის დაცვით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისია უზრუნველყოფს „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №442/ნ ბრძანების ფარგლებში შეძენილი დამხმარე საშუალებების შესაბამის ბენეფიციარებზე გაცემას განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.“.

2. 1.14 დანართის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) კოხლეარული იმპლანტის მოთხოვნის შემთხვევაში – შესაბამისი კომპონენტით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფში მყოფი ხუთიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვები;“.

3. 1.14.4 დანართის:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს აბსოლუტური სიყრუის მქონე და ყრუ-მუნჯი 6 წლამდე ასაკის ბავშვები. ასევე ამ ასაკის ზემოთ მყოფი პირები, თუკი სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნაჩვენებია კოხლეარული იმპლანტის ოპერაცია.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესაბამის საქონელს (მომსახურებას) შეისყიდის სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2011 წლის 1 ივნისამდე.“;

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო:

ა) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ წინა წლებში შესყიდული კოხლეარული იმპლანტის შენახვა-დასაწყობება, გაცემის ორგანიზების ნაწილში;

ბ) კომპონენტის შეფასების ნაწილში, რომელიც  განხორციელდება 1.15 დანართის გათვალისწინებით.“. 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ნ. გილაური