„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3-18
სარეგისტრაციო კოდი
040110030.36.101.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110328013, 07/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №3-18

2011 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების  საწყისი ფასი, ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულები თ, ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“

ბ) წესის მე-2 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) მომსახურების საფასური – ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ აუქციონის გამოცხადებამდე დადგენილი თანხის ოდენობა, რომელსაც ქონების შემძენი უხდის აუქციონატორს აუქციონის ჩატარებისა და შემდგომი მომსახურებისთვის, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე სრულ/საბოლოო თანხასთან ერთად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად“;

გ) წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3.  აუქციონის მომზადება

1. ქონების აუქციონის გზით პრივატიზების გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მთავრობის დისკრ ე ციულ უფლებამოსილებას. გადაწყვეტილების მიღებისას, ქ. თბილისის მთავრობა ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით.

2. ქონების აუქციონის გზით პრივატიზების შესახებ , ქ. თბილისის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასრულებს და აუქციონის ჩატარებას, ორგანიზებას და შედეგების გაფორმებას ახორციელებს აუქციონატორი.

3. ქ. თბილისის მთავრობა აუქციონის გზით საპრივატიზებო ქონებაზე საწყის ფასს განსაზღვრავს მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის შემთხვევაში , ქ. თბილისის მთავრობა საწყის ფასს ადგენს , ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის ტერიტორიაზე დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის გათვალისწინებით. თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ერთზე მეტ ნორმატიულ ზონაში, საწყისი ფასის გამოთვლისთვის აუცილებელია კონკრეტულ ზონაში არსებული ფართობების და შესაბამისი ნორმატიული ფასის ნამრავლთა ჯამის , მიწის საერთო ფართობზე გაყოფის შედეგად მიღებული რიცხვის გათვალისწინება.

4. ქალაქ თბილისის მთავრობა მიწის ნაკვეთის საწყის ფასს განსაზღვრავს წინასწარ დადგენილი ფორმულის შესაბამისად.

5. ცალკეულ შემთხვევებში სათანადო საფუძვლების არსებობისას, ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია აუქციონის გზით საპრივატიზებო მიწის ნაკვეთს სხვა საწყისი ფასი მიანიჭოს. მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი არ უნდა იყოს ნორმატიულ ფასზე ნაკლები (გარდა განმეორებითი აუქციონისა).

6. ქალაქ თბილისის მთავრობა აუქციონატორს უმტკიცებს სამოქმედო ინსტრუქციას, რითაც განისაზღვრება საპრივატიზებო ქონების სააუქციონოდ მომზადების წესი, საწყისი ფასის განსაზღვრის ფორმულა და სხვა პირობები.

7. ქალაქ თბილისის მთავრობა ამტკიცებს საპრივატიზებო ქონების (ლოტების) ჩამონათვალს, მათი საწყისი ფასისა და ბიჯის ოდენობას, აუქციონის ფორმას და სხვა სააუქციონო პირობებს.

8. ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მ მართვის სააგენტო ქონების აუქციონის გზით პრივატიზებისას ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესით, სამოქმედო ინსტრუქციითა და ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობებით.“;

დ) წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. აუქციონის  გამოცხადება

1. აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ , აუქციონატორი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, ხოლო მოძრავ ნივთზე არანაკლებ 5 დღით ადრე, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 193 მუხლის შესაბამისად, აცხადებს აუქციონს და აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას:

ა )  აუქციონატორის (გამყიდველის) დასახელებას;

ბ ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);

გ ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერსა და საწყის ფასს;

დ ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის  ჩატარების თარიღს;

ე ) ბეს/საბანკო გარანტიის ოდენობას. ბეს ან საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის 30%-ით,ხოლო  ელექტრონული აუქციონის  ან/და სხვა ცალკეულ შემთხვევ ა ში ქალაქ თბილისის მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ბეს/საბანკო გარანტიის ოდენობის შეცვლის შესახებ;

ვ ) ბიჯის ოდენობა ს ;

ზ ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

თ ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი (გამყიდველი) ჩათვლის მიზანშეწონილად.

2. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) საწარმოს დასახელებას, საიდენტიფიკაციო კოდს და იურიდიულ მისამართს;

ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;

დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს ან/ და წილს საზოგადოების კაპიტალში;

ე) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონატორი (გამყიდველი) ჩათვლის მიზანშეწონილად.

3. მონაწილეობის მსურველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.

4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონებას.

5. აუქციონის ჩატარებამდე აუქციონის მონაწილეთა რაოდენობა და ვინაობა კონფიდენციალურია. “.

ე) წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა “ და ,,ბ “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) აუქციონატორის მიერ დადგენილი ფორმის განაცხადის შევსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე (მათ შორის მონაწილის პირად ნომერს ან პას პ ორტის ნომერს), ლოტის ნომერს, დასახელებას და საწყის ფასს. განაცხადის წარდგენამდე მონაწილეობის მიღების მსურველი ეცნობა აუქციონის წესებსა და პირობებს და ეთანხმება მათ, რაზეც განაცხადში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა;

ბ) აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე ბეს გადახდა, ანგარიშზე თანხის გაყინვა  ან საბანკო გარანტიის წარმოდგენა. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს აუქციონის სხვადასხვა ლოტზე გამოცხადებულ ვაჭრობაში, საბანკო გარანტია/ბე უნდა წარმოადგინოს თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე; “;

ვ) წესის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

,,11. თუ გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან  10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით არ შეატყობინებს აუქციონატორს, ჩაითვლება რომ იგი ეთანხმება ოქმს და აუქციონის შედეგები არ ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძვლით  ავტომატურად გაუქმებას.“;

ზ) წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ვალდებულების შესრულების ან/და ნაწილობრივ შესრულების მიღება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. “

თ) წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შესწავლა სცილდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაძლებლობების ფარგლებს, ქონების შემძენი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტორული/ექსპერტული დასკვნა. “;

ი) წესის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. ელექტრონული აუქციონი

1. აუქციონატორი უფლებამოსილია აუქციონის განაცხადების მიღება, ჩატარება და შედეგების გაფორმება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს ელექტრონული ფორმით.

2. ელექტრონული აუქციონი ტარდება აუქციონატორის ინტერნეტსაიტის - www.iauction.ge; auction.tbilisi.gov.ge მეშვეობით, რომელზეც რეგისტრირდება აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი.

3. ელექტრონული აუქციონისას ვაჭრობა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში.

4. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცნობის დღედ ჩაითვლება, შესაბამისად, ოქმის ან/და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის აუქციონატორის ინტერნეტსაიტზე განთავსების დღე.

5. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორს წარუდგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.

  6. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორთან წარდგენილ უნდა იქნ ე ს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (რწმუნებულება), თუ პირი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

გ) სადამფუძნებლო დოკუმენტის (წესდების) დამოწმებული ასლი;

დ) იურიდიული პირის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება ქონების შეძენაზე) დამოწმებული ასლი;

ე) წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი. 

7. ქ. თბილისის მთავრობა განსაზღვრავს ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესს, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. “;

კ) წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. ქ. თბილისის მთავრობამ უზრუნველყოს აუქციონის ჩატარების, ორგანიზებისა და შედეგების გაფორმების, მათ შორის ელექტრონული წარმოების შიდა ინსტრუქციის დადგენა. “.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                    ზ. სამადაშვილი