„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 02/02/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №23

2000 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. VII თავის მე-17 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს „ა“ ქვეპუნქტად: „სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სამმართველო“. „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტები გადაკეთდეს შესაბამისად „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვე პუნქტებად.

2. VII თავის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ პუნქტები:

„ი) მთავარი საინფორმაციო ცენტრი;

კ) ბუღალტერია.“

3. VII თავის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სამმართველოს ფუნქციებია სფეროში კონცეფციების, პროგრამების, სისტემების შემუშავება, ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაცია საერთაშორისო მოთხოვნებთან, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, საერთაშორისო თანამშრომლობა, საქართველოს სტანდარტების შემუშავების ორგანიზაცია, სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტთან და სერტიფიკაციის ცენტრალურ ორგანოებთან ურთიერთობა, საქართველოს სტანდარტების სახელმწიფო რეგისტრაცია, გამოცემისათვის მომზადება, ფონდის წარმართვა, აქტუალიზაცია, საინფორმაციო ბიულეტენების მომზადება.“.

4. VII თავის მე-20 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 21-ე პუნქტი გადაკეთდეს მე-20 პუნქტად.

6. VII თავის 22-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს წინადადება: … „ანალიზი, სახელმწიფო რეესტრის წარმოება, ანალიზი და ინფორმაცია:

ა) აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების შესახებ, საგამოცდო ლაბორატორიების შესახებ;

ბ) ლიცენზირებული წარმოების შესახებ“და იგი გადაკეთდეს 21-ე პუნქტად.

7. 23-ე და 24-ე პუნქტები გადაკეთდეს შესაბამისად 22-ე და 23-ე პუნქტებად.

8. VII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი:

„24. მთავარი საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტიზაციის წესებისა და რეკომენდაციების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება, თანამშრომლობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამდივნოსთან და წევრ ქვეყნებთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეთანხმებით „ვაჭრობაში ტექნიკური დაბრკოლებების შესახებ“ დადგენილი წესის შესაბამისად სერტიფიკაციის (შესაბამისობის დადასტურების) სფეროში ობიექტების, სამუშაოთა მონაწილეებისა და დოკუმენტების რეგისტრაცია და მათზე ოფიციალური ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, „საქსტანდარტის“ ქვედანაყოფების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგების ანალიზი, საინფორმაციო მომსახურება“.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.01.2000.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე მიღებულია 27.01.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).00.000000.
სად არის „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე, №23, 27.01.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1251786/