საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.01.2001
ძალის დაკარგვა 07.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010240030.05.002.001975
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 23/01/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,105 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2001 მიღება
07.04.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:3.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №17 2001 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის შესაბამისად: დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. 2. სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე. სამინისტროს დანიშნულებაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა, მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება. 3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქარ­თველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკ­რულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ნორმატიული აქტებით, თავდაცვის მინისტრის ბრძანებებით, დირექტივებითა და ამ დებულებით. 4. სამინისტრო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქარ­თველოს მთელ ტერიტორიაზე. 5. სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული არასაბიუჯეტო შემოსავლები. 6. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშ­სწორების ანგარიში ბანკში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და შტამპი თავისი დასახელებით და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ თავიანთი სიმბოლიკა და დროშა, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სამინისტროს იურიდიული მისამართია (380077), ქ. თბილისი - 77, უნივერსიტეტი ქ. 2ა.     მუხლი 2🔗. სამინისტროს ამოცანები და ფუნქციები 1. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად; გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმას­რულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწ­ყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა; ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის გან­ხორციელება. 2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა; ბ) შეიარაღებული ძალების ოპერატიული, საბრძოლო მზად­ყოფნაში მოყვანის, სამობილიზაციო ძალების სახეობათა გამოყენების გეგმების განსაზღვრა; გ) შეიარაღებული ძალების გეგმურად და განკარგულების წესით მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაზე სხვადასხვა დონის საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში გადასაყვანად გადაწ­ყვეტილების მომზადება; დ) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება; ე) რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი და, მისგან გამომდინარე, მისაღებ გადაწყვეტილებათა მომზადება; ვ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალებითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად შეკვეთების მომზადება და მათი შესრულების კონტროლი; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და განსაზღვრული ორგა­ნიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იურიდიული პირების დაფუძნება; თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების კავშირგაბმულობის ქსელებით პრიორიტეტული სარგებლობა; კომპეტენციის ფარგლებში კავშირგაბმულობის საშუ­ალებებისა და არხების აღდგენის, გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრების გამოყენების გეგმების შეთანხმება; ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს სახელმწიფო (კერძო) სტრუქტურების სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებითა და ხაზებით პრიორიტეტული სარგებლობა; დადგენილი წესით სამხედრო გადაზიდვების გეგმების შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება; კ) ევროპაში შეიარაღების კონტროლის, უშიშროების ზომების განმტკიცების შესახებ ხელშეკრულებათა რეალიზაცია; „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობა და შეძენილი გამოცდილების დანერგვა შეიარაღებულ ძალებში; ლ) სამხედრო კადრების მომზადება; მ) სამხედრო ბიუჯეტის შემუშავება; ნ) სამხედრო მეცნიერების განვითარება; ო) სამართლებრივი და ნორმატიული აქტების შემუშავების, მათში ცვლილებების შეტანისა და გაუქმების, აგრეთვე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დანერგვის, მოდერნიზაციისა და უტილიზაციის საკითხებზე წინადადებათა წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის; პ) სახელმწიფოში შექმნილ საგანგებო ან საომარ სიტუაციებში პრეზიდენტის ბრძანებით შეიარაღებული ძალების გამოყენების უზრუნველყოფა; ჟ) სადაზვერვო საქმიანობა და უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფა.     მუხლი 3🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. მინისტრი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს პრე­ზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარ­სარდალს და არის საქართველოს მთავრობის წევრი. საომარი მდგომარეობის დროს იგი არის საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის პირველი მოადგილე. 3. მინისტრი: ა) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მისი უშიშროების უზრუნველსაყოფად; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად, რომლებიც სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება; გ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს თავისი ფუნქციური მოვალეობების შესასრულებლად, ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს უწყებრივ ნორმატიულ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ოფიცრებს ბრიგადის (პოლკის) მეთაურიდან ბატალიონის მეთაურამდე (ჩათვლით), სამინისტროს დეპარტამენტების, მთავარი სამ­მართველოების, განყოფილებებისა და სამსახურების თანამშრომლებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში - საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელ­მძღვანელებს; ვ) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, მინისტრის მოადგილეებს, დაქვემდებარებული ჯარების სახეობების, გვარეობებისა და სამშვიდობო ძალების უფროსებს; ზ) დადგენილი წესით ანიჭებს ოფიცრებს სამხედრო წოდებებს პირველადი სამხედრო წოდებიდან პოლკოვნიკის (პირველი რანგის კაპიტნის) ჩათვლით; განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს სახელმწიფო ჯილდოზე; თ) წარადგენს ოფიცრებს უმაღლეს სამხედრო წოდებაზე კანონის შესაბამისად; ი) წარუდგენს წინადადებას საქართველოს პრეზიდენტს – სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; კ) იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის ზუსტი და მიზანმიმართული შესრულებისათვის; ლ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების: დეპარტამენტების, მთავარი სამმართველოების, სამმართველოების, განყოფილებების, სამსახურების დებულებებს; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს; ნ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციათა საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს ახალი და მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შეიარაღებაში მიღებისა და მოძველებული სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე; ო) წარუდგენს დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას; პ) იწვევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს გაფართოებული სამხედრო საბჭოსა და სამხედრო საბჭოს სხდომებს; ჟ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ დაცვას. 4. მინისტრს ჰყავს ორი მოადგილე – სამოქალაქო პირი, რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი და რომელთა უფლებამოსილებებს განეკუთვნება შეიარაღებული ძალების სამართლებრივი უზრუნველყოფის, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობისა და საფინანსო-ეკონომიკური საკითხები. 5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 6. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ჯარების მართვის საკითხებში ასრულებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ხოლო სამინისტროს ზოგად ხელმძღვანელობას მინისტრის დავალებით ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 4🔗. სამინისტროს გაფართოებული სამხედრო საბჭო და სამხედრო საბჭო 1. სამინისტროს სამხედრო მმართველობის სათათბირო ორგანოა გაფართოებული სამხედრო საბჭო, რომელიც განიხილავს საქარ­თველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის, უზრუნველყოფის, შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისა და კანონიერების დაცვის საკვანძო საკითხებს. გაფართოებული სამხედრო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი. გაფართოებული სამხედრო საბჭოს სხდომები იმართება ყოველთვიურად ორჯერ ან საჭიროებისამებრ მინისტრის მიერ დამტკიცებული კვარტალური ან წლიური გეგმების შესაბამისად. 2. სამინისტროს გაფართოებული სამხედრო საბჭო: ა) განიხილავს საკანონმდებლო აქტებისა და სხვა ნორმატიული ხასიათის დოკუმენტების, წესდებების, ინსტრუქციების, სახელ­მძღვანელოების, დარიგებების პროექტებს, რომლებიც გაფართოებული სამხედრო საბჭოს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების, წინა­დადებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, სათანადო გადამუშავების შემდეგ წარედგინება დასამტკიცებლად საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს; ბ) განიხილავს სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების დებულებებისა და ფუნქციური მოვალეობების პროექტებს და გამოაქვს შესაბამისი რეკომენდაციები; გ) განიხილავს დეპარტამენტების, მთავარი სამმართველოების, სამმართველოების ხელმძღვანელთა და მათთან გათანაბრებულ პირთა, სამხედრო ნაწილების მეთაურთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებს; დ) მოისმენს პერიოდულად ჯარების სახეობათა სარდლების, დეპარტამენტების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების, განყოფილებებისა და სამსახურების ხელმძღვანელთა ანგარიშებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, საბრძოლო მომზადების მიმდინარეობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე; გამოაქვს შესაბამისი რეკომენდაციები. 3. გაფართოებული სამხედრო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით. სხდომის ოქმს ამტკიცებს მინისტრი - გაფართოებული სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე. 4. გაფართოებული სამხედრო საბჭოს რეკომენდაციის საფუძ­ველზე, საჭიროების შემთხვევაში, გამოიცემა მინისტრის ბრძანება. 5. გაფართოებული სამხედრო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციას და სხდომის ოქმებს აწარმოებს გაფართოებული სამხედრო საბჭოს მდივანი, რომელიც სტრუქტურულად შედის მინისტრის აპარატში. 6. სამინისტროში იქმნება სამხედრო საბჭო, როგორც თავდაცვის მინისტრის სამუშაო ორგანო. საბჭოს (შემდგომში – საბჭო) შემად­გენლობაში შედიან: ა) საბჭოს თავმჯდომარე – მინისტრი; ბ) საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე – შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი; გ) საბჭოს წევრები: მთავარი ოპერატიული სამმართველოს, დაზვერვის მთავარი სამმართველოს, ლოჯისტიკის მთავარი სამმართველოს, სტრატეგიული დაგეგმარებისა და შეიარაღების კონტროლის მთავარი სამმართველოს, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა და საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსები, საბჭოს მდივანი. მოწვეული შეიძლება იყვნენ ჯარების სახეობებისა და გვარეობების სარდლები. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი. 7. საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდალი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 8. საბჭო განიხილავს საკითხებს და იღებს რეკომენდაციებს საომარი, საგანგებო მდგომარეობის ან მობილიზაციის დროს საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად. 9. საბჭოს სხდომაზე მიღებული რეკომენდაციები ფორმდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. 10. საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებს მთავარი ოპე­რატიული სამმართველოს უფროსი.     მუხლი 5🔗. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები 1. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებია: ა) მინისტრის აპარატი; ბ) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი; გ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი; დ) სწრაფი რეაგირების ძალები; ე) კადრების მთავარი სამმართველო; ვ) მთავარი სამხედრო ინსპექცია; ზ) მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფი; თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი; ი) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტი; კ) იურიდიული დეპარტამენტი; ლ) საფინანსო-ეკონომიკური ბლოკი; მ) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუ­ალებებთან ურთიერთობის სამსახური. 2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია: ა) მინისტრის აპარატი მინისტრის სამუშაო ორგანოა და უზრუნველყოფს მის საქმიანობას; აკონტროლებს მინისტრის ბრძანებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას; ამოწმებს მინისტრისათვის წარსადგენ დოკუმენტებს; უზრუნველყოფს ფუნქციურ კავშირურთიერთობას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებთან, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებებთან; აკონტროლებს პარლამენტისა და მთავრობის მიერ სამხედრო საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ბ) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დაქვემ­დებარებული შტაბებით (სახმელეთო, სამხედრო-საზღვაო, სამხედრო-საჰაერო) და სამმართველოებით წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ სტრუქტურულ დანაყოფს, რომელიც მონაწილეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში, ხელმძღვანელობს საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადებას, ხოლო საომარი, საგანგებო მდგომარეობის ან მობილიზაციის დროს – საქართველოს სამხედრო ძალების მართვას და კოორდინაციას უწევს მათ ურთიერთმოქმედებას. გენერალური შტაბი თავის საქმიანობას წარმართავს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით. გენერალური შტაბის უფროსი წარმოადგენს მინისტრის მოადგილესთან გათანაბრებულ პირს. გენერალური შტაბის დანიშნულება, ამოცანები, ფუნქციები და მართვის სტრუქტურა, აგრეთვე შტაბის უფროსის ფუნქციური უფლება­მოვალეობანი განისაზღვრება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებით; გ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფია და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით. მისი მთავარი დანიშნულებაა შეიარაღებული ძალებისათვის სათანადო რეზერვის მომზადება; მშვიდობიანობის დროს შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის ცალკეული სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტების დაცვა; საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, დამატებით, სამართალდაცვის ორგანოებთან ერთად იცავს საზოგადოებრივ წესრიგს; დ) სწრაფი რეაგირების ძალების დანიშნულებაა განსაკუთრებული სიტუაციების დროს სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანების ოპე­რატიული გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ე) კადრების მთავარი სამმართველოს კომპეტენცია შეიარა­ღებული ძალების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური სპეცი­ალისტებით, სამხედრო სამსახურის პერიოდში კადრების მომზადება და გადამზადება მათი შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად; ვ) მთავარი სამხედრო ინსპექცია შიდასაუწყებო მაკონ­ტროლებელი ორგანოა. მისი ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს შეიარაღებულ ძალებში მართვის, კონტროლის, მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის, საშემსრულებლო დისციპლინისა და კანონიერების განმტკიცება; ზ) მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფი უზრუნველყოფს თავდაცვის მინისტრის საქმიანობას საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის, კონტროლის, ხელ­მძღვანელობისა და სამხედრო პოლიტიკის განხორციელების საკითხებში; თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, თანახმად საქართველოს კანონისა „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“, ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას, უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების უშიშროებას, იცავს მათ მოსამსახურეებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისაგან; ი) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის დანიშნულებაა სამინისტროს საგარეო სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო სახელშეკრულებო საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია. კ) იურიდიული დეპარტამენტის დანიშნულებაა შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, მისი ნორმატიული ბაზის სრულყოფა და თავდაცვის სამინისტროს სამართლებრივი პოლიტიკის განხორციელება; ლ) საფინანსო-ეკონომიკური ბლოკის დანიშნულებაა შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და მისთვის საჭირო სამხედრო ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და წარდგენა დადგენილი წესით; შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და თადარიგში დათხოვნილ პირთა ფულადი უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება ბიუჯეტით გათვალისწინებული საფინანსო სახსრების სწორი აღრიცხვისა და მათი შემდგომი გამოყენების მიმართულებათა განსაზღვრა; სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არსებული ინვენტარის აღრიცხვა და მათი ექსპლუატაციის კონტროლი; მ) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუ­ალებებთან ურთიერთობის სამსახურის დანიშნულებაა მოიპოვოს, გააანალიზოს და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე; კანონით დადგენილი წესით აწარმოოს სამხედრო საქმის პროპაგანდა; ხელი შეუწყოს შეიარაღებულ ძალებზე ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.     მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი 1. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. სამინისტროს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.