ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.03.2011
ძალის დაკარგვა 08.05.2018
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016058
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110328019, 01/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 826 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2011 მიღება
08.05.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"DejaVu Sans"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:13.8pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Arial","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Arial","sans-serif";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:ნაგულისხმები; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:13.8pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 28.3pt 14.2pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს დადგენილება №29 2011 წლის 25 მარტი ქ . ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უფასო სასადილოების ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით: ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი. 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე დ . ლომიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის მიზანია განისაზღვროს უფასო სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხიმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) უფასო სასადილო – ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს ; ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით. გ) გამგეობა – ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც  უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას. დ) რეგისტრაცია – უმწო მდგომარეობაში მყოფი პირის აღრიცხვა ბენეფიციარად ; ე) საცხოვრებელი ადგილი – პირის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით. უმისამართოდ რეგისტრირებული პირისათვის სარგებლობაში არსებული ძირითადი ფართობი, რომელიც გამოქვეყნდება საცხოვრებელი დანიშნულებით ; ვ) საკრებულოს კომისია – ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის , განათლ ების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისია.     მუხლი 3🔗. უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა 3.1 უფასო სასადილოში დასარეგისტრირებელ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 120 ბენეფიციარით.     მუხლი 4🔗. ბენეფიციართა რეგისტრაცია 4.1 უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებას თან უნდა ახლდეს 5.1. მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები. 4.2 გამგეობა განცხადებას განიხილავს 15 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.     მუხლი 5🔗. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები 5.1 ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომლის ოჯახიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს ფულად დახმარებას ან მოპოვებული აქვს ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, ასევე მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი. 5.2 გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს 5.1. პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. 5.3 გამგეობის მიერ 5.2. მუხლით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს საკრებულოს კომისია.     მუხლი 6🔗. უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე გამგეობა უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში , თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.     მუხლი 7🔗. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ: ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა გამგეობას აღნიშნულის შესახებ; ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს; გ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საზღვრებში; დ) ბენეფიციარი 1 თვის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით; ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.     მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებები 8.1 პირი, რომელიც აღნიშნული წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ 4.1. პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე. 8.2 იმ შემთხვევაში თუ არსებობს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას 8.1. პუნქტში მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.