⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.01.2012)
გაუქმებულია:

ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.03.2011
ძალის დაკარგვა 16.01.2012
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110328020, 01/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,211 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2011 მიღება
16.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"DejaVu Sans";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:13.8pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Arial","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Arial","sans-serif";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:ნაგულისხმები; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:13.8pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:21.3pt 28.3pt 14.2pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2011 წლის 25 მარტი ქ. ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქრთველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის              მე-2 პუნქტის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ (დანართი №1); 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მომსახურების 2011 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №140 განკარგულება. 3. ეს დადგენილება ძალაში შედის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (ქ. ხაშური, გალაქტიონ ტაბიძის ქ.№2), ხოლო შემდგომ რაიონულ სასამართლოში (ქ. ხაშური, კოსტავას ქ.№15). საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე დანართი №1 ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვავს ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენ დოკუმენტებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.     მუხლი 1🔗. ონკოლოგიური ავადმყოფების სოციალური დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრეცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 – 150 000 ქულის ფარგლებშია. 2. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი (ბავშვის შემთხვევაში-დაბადების მოწმობის ასლი); გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა. ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 3. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონარული მკურნალობის (მ.შ. ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის ხარჯები) ღირებულების 50 %-ის თანადფინანსება,მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.     მუხლი 2🔗. მშობიარობის თანადაფინანსება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება (თანადაფინანსება) ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მშობიარეებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 – 100 000 ქულის ფარგლებშია. 2. თანადაფინანსების მისაღებად, მშობიარემ, ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 3. მშობიარეს ოპერაციულ მკურნალობაზე მიეცემა თანადაფინანსება ღირებულების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 400 ლარისა, ხოლო ფიზიოლოგიური მშობიარობისას – ღირებულების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა.  მუხლი 3🔗. ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით  უზრუნველყოფა 1. უფასო მედიკამენტებით უზრუნვეყოფა ვრცელდება მუნიციპალიტეტის პოლიკლინიკებში აღრიცხვაზე მყოფ ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 – 100 000 ქულის ფარგლებშია. 2. ექიმის დანიშნულებით გამიწერილი მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში დაუფინანსდებათ : ა) ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებს; ბ) პარკინსონიზმით დაავადებულებს; გ)ონკოლოგიურ ავადმყოფებს. 3. დანიშნული მედიკამენტების ღირებულების დასაფინანსებლად ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულმა ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, აგრეთვე, ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა სააფთიაქო დაწესებულებიდან – მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულების და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.  მუხლი 4🔗. ცერებრალური დამბლითა და სკოლიოზით დაავადებული ბავშვების  სოციალური დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაეწევა ცერებრალური დამბლითა და სკოლიოზით დაავადებულ ბავშვებს, რომელთა ოჯახების რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000–100 000 ქულის ფარგლებშია. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 100 ლარის ფარგლებში, ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მუნიციპალიტეტში წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.  მუხლი 5🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება 1. ბენეფიციარები: 70 000–100 000 სარეიტნგო ქულის მქონე:  ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I და II ჯგუფის უსინათლო პირები;  ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც დამოუკიდებლად  გადაადგილებას ვერ ახერხებენ (ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ან მწოლიარე). 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციარებს ერთჯერადად დაუფინანსდებათ ექიმის დანიშნულებით მისაღები მედიკამენტების ღირებულება 50 ლარის ფარგლებში. 3. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) ბენეფიციარის უნარშეზღუდულობის ხარისხის თაობაზე საექსპერტო კომისიის ცნობის (კუპონის) ასლი; ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა აფთიაქიდან – დანიშნული მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.  მუხლი 6🔗. დედ-მამით ობოლი ბავშების/მოზარდების დახმარება 1. დედ-მამით ობოლ ბავშვებს/მოზარდებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონარული მკურნალობისათვის – 300 ლარის ოდენობით, 300 ლარს ზემოთ –50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; ბ) ბავშვთა საერთაშორისო დღესთან – 1 ივნისთან დაკავშირებით – თითოეულ ბავშვს/მოზარდს 100 ლარის ოდენობით (გადაირიცხება ბავშვის/მოზარდის მეურვის პირად საბანკო ანგარიშზე); 2. დედ-მამით ობოლი ბავშვის/მოზარდის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) პირადობი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებდან – ბავშვის/მოზარდის მეურვის ვინაობის შესახებ; დ) ცნობა ბავშვის/მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან –ბავშვის/მოზარდის მკურნალობის ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა (მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში); ვ) ბავშვის/მოზარდის დაბადების მოწმობის ასლი.  მუხლი 7🔗. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება  1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება ენდოკრინოლოგიური (ჩი–  ყვი) დაავადების მქონე ბავშვებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოცია –  ლურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის  ფარგლებშია. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, არაუმეტეს 50 ლარისა. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის ( ან დაბადების) მოწმობის ასლი; გ) ცნობა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან – პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულების და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.  მუხლი 8🔗. ხელმოკლე სტუდენტების დახმარება  1.ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტიში მცხოვრებ უმაღლესი სასწავლებლების ხელმოკლე სტუდენტებზე, რომლებიც არიან:  ა) საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები;  ბ) დედ-მამით ობლები ან/და მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებიდან,  რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან  ბაზაში 0 – 70 000 ქულის ფარგლებშია.  2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სტუდენტებს დახმარება გაეწევათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების საფასურის 400 ლარით თანადაფინანსების სახით. 3. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს და თან დაურთოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები, სტუდბილეთის ასლი და უმაღლესი სასწავლებლის ანგარიში სწავლის საფასურის შესახებ.  მუხლი 9🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტულო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ ვეტერანთა (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, კოდი – 100) სარიტუალო მომსახურება; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების გარდაცვლილ მონაწილეთა (კოდი –300) სარიტუალო მომსახურება; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავღანეთის ომის გარდაცვლილ მონაწილეთა (კოდი 200) სარიტუალო მომსახურება; დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ ლტოლვილთა სარიტუალო მომსახურება; ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯების მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილი ვეტერანის/ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის/ ავღანეთის ომის მონაწილის/ლტოლვილის მოწმობის ასლი; დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ (პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შემთხვევაში); ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) სამოქალაქო რეესტრის ცნობა პირის გარდაცვალების შესახებ. 3. სარიტუალო მომსახურების თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით.     მუხლი 10🔗. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის  მებრძოლთა (ვეტერანთა) და მათი ოჯახების სოციალური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევა ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის ბრძოლების ვეტერანებსა და მათ ოჯახებს: ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ინვალიდებს; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახებს; გ) მეორე მსოფლო ომის მონაწილეებსა და ინვალიდებს. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 75 ლარის ოდენობით; 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართა კონტიგენტსა და მათ საბანკო (საპენსიო) ანგარშების რეკვიზიტებს აზუსტებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს დახმარება მიეცემათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს – ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს.     მუხლი 11🔗. ხანძრისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების  დახმარება 1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრისა და სხვა სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, ქარიშხალი და ა.შ.) შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს სტიქიამ არსებითი ზიანი მიაყენა. 2. დაზარალებულ ოჯახს გაეწევა დახმარება საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის მიზნით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ხანძარსაწინააღმდეგო ან/და სხვა კომპეტენტური დაწესებულებიდან, მათ შორის სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის დასკვნა – ხანძრის ან სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ; დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები  მუხლი 12🔗. ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება მიეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი. 2. უხუცესებს ფინანსური დახმარება გაეწევათ წელიწადში 100 ლარის ოდენობით და მედიკამეტოზური უზრუნველყოფა 50 ლარის ფარგლებში. 3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარდგინების ან ბენეფიციარის / ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადების საფუძველზე, რასაც თან დაერთვის ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულებაში მისი პირადი ანგარიშის ან საპენსიო ანგარიშის რეკვიზიტები. 4. მედიკამენტოზური უზრუნველყოფის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს აფთიაქის ცნობა – ექიმის დანიშნულების საფუძველზე გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა.     მუხლი 13🔗. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება 1. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მქონე (0 – 100 000 ქულა) 120 პირის დღეში ერთჯერ სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას. 2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება „უფასო სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის“ საფუძველზე. 3. უფასო სასადილოთი მომსახურების უზრუნველყოფის თანხა განისაზღვრება 49 500 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს კვების, კომუნალურ და სხვა ხარჯებს. 4. უფასო სასადილოთი მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამასთან შესყიდვის პირობებით განისაზღვროს ერთი ბენეფიციარის კვება/დღის ღირებულება 1,65 ლარის ოდენობით.  მუხლი 14🔗. მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების დახმარება 1. ეს მუხლი ითვალისწინებს ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) დედების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას. 2011 წელს დაბადებულ მეოთხე შვილზე დედას მიეცემა 400 ლარი; მე-5 შვილზე – 500 ლარი; მე-6, მე- 7 და ა.შ. შვილზე – 600 ლარი. 2. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში შეტანილ განცხადებას უნდა დაურთოს ყველა  შვილის დაბადების მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულებაში გახსნილი  პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.  მუხლი 15🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სოციალური  მომსახურება  1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №141 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის სფუძველზე.     მუხლი 16🔗. საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა ყოფა–ცხოვრების პირობების მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის სხვა ღონისძიებები 1. ეს მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგების ღონისძიებებს, მათ შორის საცხოვრებელი შენობების საერთო სარგებლობის დერეფნების განათებისა და წყალსაქაჩების ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვას.     მუხლი 17🔗. მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისა და აღსაზრდელების უფასო მომსახურება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო მომსახურება ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №149 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე.  მუხლი 18🔗. სოციალური დახმარების გაცემის წესი 1. დახმარების თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით – შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების [მუხლები: 1; 2; 6(პ1, ქვ.პ.„ა“); 7]; სააფთიაქო დაწესებულების (მუხლები: 3; 4; 5); უმაღლესი სასწავლებლის(მუხლი 8🔗) ან ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე [მუხლები: 6(პ1,ქვ.პ.„ბ“);9;10;11;12;14) მისი გადარიცხვის გზით. 2. ამ წესის მე-11 მუხლით დახმარების გაცემის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველია ფართო მასშტაბის სტიქიის შემთხვევაში სტიქიით მიყენებული ზარალის დამდგენი მუნიციპალური კომისიის დასკვნა, ხოლო ლოკალური შემთხვევებისას – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძრო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიალური ორგანოს ერთობლივი დასკვნა. 3. ამ წესის მე-13 და მე-16 მუხლებით ანგარიშსწორების პროცედურა განისაზღვრება მომსახურების მომწოდებელ სუბიექტებთან დადებული ხელშეკრულებებით. 4. ამ წესის მე-15 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული სუბსიდიების გაცემის საფუძველია შესაბამისი პროგრამების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კვარტალური განაცხადები.     მუხლი 19🔗. სოციალური დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა 1. წინამდებარე „წესითა“ და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მთლიანი მოცულობა 236 500 ლარით განისაზღვრება.