⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.07.2004)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ

მიღების თარიღი 23.01.2001
ძალის დაკარგვა 06.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010240030.05.002.001978
გამოქვეყნების წყარო სსმ, 8, 26/01/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,458 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2001 მიღება
06.07.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №21 2001 წლის 23 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად: 1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209  ბრძანებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ფუნქციებს. 2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 4. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 6. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი 37.     მუხლი 2🔗. სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები 1. სამინისტროს ამოცანაა თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების საფუძველზე კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, რაც ითვალისწინებს: ა) შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლების აღიარებასა და მისი შეზღუდვის დაუშვებლობას; ბ) ქვეყნის მოქალაქეთა შემოქმედებითი პოტენციალის თავისუფალ გამოვლენას; გ) საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნებების წარმომადგენლებისა და სოციალური ჯგუფების მოქალაქეების მიერ კულტურულ ღირებულებათა შექმნის, გამოყენებისა და გავრცელებისათვის ხელის შეწყობას; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსოფლიო კულტურის მიღწევების გათვალისწინებით საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად სახელოვნებო განათლების სისტემის განვითარებას. 2. სამინისტროს მმართველობის სფერო მოიცავს:  თეატრალურ, კინო, მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ, სახვით, მონუმენტურ, საესტრადო და საცირკო პროფესიულ ხელოვნებასა და ხალხურ ხელოვნებას, სახელოვნებო განათლებას, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვა-გამოყენებას, კულტურულ-შემეცნებით საქმიანობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, აღრიცხვას, ექსპერტიზას, ქვეყნიდან გატანისა და შემოტანის რეგულირებას, კულტურის სფეროში სპონსორობისა და საქველმოქმედო  საქმიანობის ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში კულტურულ-შემეცნებით ტურიზმს, საკონკურსო, საფესტივალო, სანახაობით-გასართობ, ხელოვნების ნაწარმოებთა სააუქციონო, სამარკეტინგო,  პოლიგრაფიულ-საგამომცემლო, სარეკლამო საქმიანობას, ხალხური მხატვრული რეწვის ოსტატთა მუშაობის ხელშეწყობას, კულტურის ინდუსტრიის განვითარებასა და კულტურის სფეროში სახელმწიფო აღრიცხვის წარმოებას. 3. სამინისტრო მხარს უჭერს და ზრუნავს ქართული მწერლობის განვითარებაზე, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებზე, სახელოვნებო განათლებისა და მთლიანად კულტურის სფეროში დასაქმებულ მუშაკებზე, უქმნის მათ სამუშაო პირობებს, ზრუნავს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. 4. სამინისტრო იღებს ზომებს მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული საგანძურის დაცვისა და პოპულარიზაციისათვის, კულტურის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარებისათვის. 5. თავისი ამოცანების შესრულების მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია: ა) მეთოდური დახმარება გაუწიოს სხვა უწყებებს კულტურულ საქმიანობაში; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს სისტემის უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლებისა და სკოლებისათვის სახელმწიფო დაკვეთის პროექტების შემუშავებაში. გ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს აპარატში ხელშეკრულებით მოიწვიოს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტები და ტექნიკური მუშაკები; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანების სახით გამოსცეს სტანდარტები, ნორმატივები, მითითებები, დებულებები და განახორციელოს მათი შესრულების კონტროლი; ე) დადგენილი წესით შეიმუშაოს სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები; ვ) შეასრულოს გენერალური დამკვეთის ფუნქცია კულტურის სფეროს განვითარებისათვის საჭირო კაპიტალური მშენებლობის, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების წარმოების მიზნით; ზ) დადგენილი წესით მოაწყოს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი სემინარები, ფესტივალები,  კონკურსები, გამოფენები, გამოფენა-გაყიდვები, აუქციონები და სხვა ღონისძიებები; თ) მოამზადოს და გამოსცეს კულტურის სფეროსთან დაკავშირებული ლიტერატურა, პერიოდიკა და სხვა; ი) კანონით დადგენილი წესით შექმნას საგამომცემლო და სარეკლამო დაწესებულებები; კ) კანონით დადგენილი წესით გასცეს რეკომენდაციები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძეგლების, არქიტექტურულ-სკულპტურული და დეკორატიული კომპოზიციების აგების, განთავსების ან აღების შესახებ; ლ) ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ცენტრების შექმნას, მოაწყოს კულტურის დღეები, გაცვლითი გასტროლები, გამოფენები, უზრუნველყოს შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში; მ) მოისმინოს სამინისტროს სისტემის ორგანიზაციათა ანგარიში, პერიოდულად შეამოწმოს მათი მუშაობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ზომები ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; ნ) კანონით დადგენილი წესით გაანაწილოს კულტურის სფეროსათვის ბიუჯეტით და პროგრამული დაფინანსებით გამოყოფილი სახსრები; ო) სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში განახორციელოს საკონტროლო-სარევიზიო მუშაობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია. 6. სამინისტრო ვალდებულია კოორდინაცია გაუწიოს კულტურის ყველა დარგს მათი მდგომარეობის გაუმჯობესების, მოსახლეობის კულტურულ-ესთეტიკური დონის ამაღლებისა და კულტურულ-შემეცნებითი მუშაობის სრულყოფის მიზნით. 7. სამინისტრო თავისი ამოცანების შესრულებისას თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.     მუხლი 3🔗. სამინისტროს კომპეტენცია 1. დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტრო: ა) სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს კულტურის ობიექტების პრივატიზაციის განხორციელებისათვის საჭირო საკითხების შემუშავებაში; გ) დადგენილი წესით ქმნის კულტურის ფონდებს; დ) კოორდინაციას უწევს კულტურის სფეროს განვითარების პროგრამების განხორციელებას; ე) იცავს კულტურის სფეროს მუშაკთა უფლებებს; ვ) ზრუნავს ახალგაზრდა შემოქმედთა საქმიანობის სტიმულირებისა და მათი სოციალური დაცვისათვის; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზრუნავს კულტურის სფეროში საავტორო უფლებების დაცვისათვის; თ) ქმნის პირობებს კულტურის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ფართო თანამშრომლობისათვის; ი) ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კულტურის კერებისა და ფონდების შექმნას, ეხმარება კულტურის დაწესებულებებს კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციების  წევრად გახდომაში, პარტნიორების შერჩევასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, ამ საქმიანობისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში; კ) აკონტროლებს მოძრავი ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის პროცესს; ლ) იძლევა ნებართვას კულტურულ ფასეულობათა საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანის შესახებ; მ) საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე შემოქმედებსა და კულტურის ორგანიზაციებს ხელს უწყობს კულტურულ ფასეულობათა დაცვაში, მათ შესწავლასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაში; ნ) აღრიცხავს და იცავს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიისა და კულტურის ძეგლებს; ო) შეიმუშავებს კულტურის განვითარების სტრატეგიას, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში კულტურის ბაზრის სტიმულირებასა და რეგულირებას; პ) ახორციელებს იურიდიულ პირთა აღრიცხვასა და კონტროლს კულტურის სფეროში.     მუხლი 4🔗. სამინისტროს სისტემა და სტრუქტურული ერთეულები 1. სამინისტროს სისტემის შემადგენლობაშია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო; 2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა –საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი. 3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: საქართველოს კულტურის სამინისტროს სამხარეო  სამსახურები. 4. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სამინისტროს სამდივნო; ბ) ხელოვნებისა და მუზეუმების დეპარტამენტი; გ) კულტურულ-შემეცნებითი და ხალხური ხელოვნების დეპარტამენტი; დ) საორგანიზაციო დეპარტამენტი; ე) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; ვ) კულტურულ ფასეულობათა და კულტურის ინდუსტრიის დეპარტამენტი; ზ) განათლების დეპარტამენტი; თ) იურიდიული დეპარტამენტი; ი) ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი; კ) საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ლ) კონტროლის დეპარტამენტი; მ) შემოქმედებითი პროგრამების დეპარტამენტი; ნ) წიგნისა და ბიბლიოთეკების დეპარტამენტი.     მუხლი 5🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე. 2. მინისტრს დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.     მუხლი 6🔗. მინისტრი 1. მინისტრი: ა) წარმოადგენს სამინისტროს; ბ) სამინისტროს მმართველობას მიკუთვნებულ სფეროში პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის; გ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებასა და ფუნქციებს; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო სათათბირო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; ვ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს; ზ) განსაკუთრებით გამოჩენილ მოხელეებს დადგენილი წესით წარადგენს საპატიო წოდებებსა და ჯილდოებზე; თ) იღებს გადაწყვეტილებებს კულტურის მუშაკთა წახალისების შესახებ; ი) დადგენილი წესით წყვეტს სამინისტროს თანამშრომელთა პრემირებისა და მატერიალური დახმარების საკითხებს; კ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული იურიდიული პირების დებულებებს (წესდებებს), ადგენს მათ სტრუქტურას, საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით; მ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, დაამტკიცოს მათი დებულებები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი; ნ) ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ აბარებს საქართველოს პრეზიდენტს; ო) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;  პ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; ჟ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; რ) კანონით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს; ს) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების იმ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ტ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტების აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ; უ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის საფუძველზე; ფ) უფლებამოსილია სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს; ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 2. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.     მუხლი 7🔗. მინისტრის მოადგილეები 1. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას. 3. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.     მუხლი 8🔗. სამინისტროს თანამდებობის პირები 1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები; ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.     მუხლი 9🔗. სამინისტროს სხვა მოხელეები 1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან: ა) მინისტრის მრჩევლები; ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მოადგილეები; დ) სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები; ე) სამინისტროს მრჩევლები (რეფერენტები); ვ) სამინისტროს სპეციალისტები.     მუხლი 10🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებს შეადგენს: 1. მინისტრის სამდივნო – მინისტრის სამსახურებრივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულებისამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტა სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად. 2. ხელოვნებისა და მუზეუმების დეპარტამენტი – პროფესიული ხელოვნების განვითარების საქმეში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროფესიონალი შემოქმედებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის კოორდინაცია, მათი შემოქმედებითი მიღწევების პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა, მუზეუმებში არსებული ეროვნული საგანძურის დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა. 3. კულტურულ-შემეცნებითი და ხალხური ხელოვნების დეპარტამენტი – ხალხური ხელოვნების დაცვასა და აღორძინებაზე ზრუნვა, სახალხო თეატრების, ხალხური ხელოვნების კოლექტივების, ხალხური მხატვრული რეწვის ოსტატთა საქმიანობისათვის ხელშეწყობა, ყველა ტიპის კულტურულ-შემეცნებითი დაწესებულების საქმიანობაზე ზრუნვა. 4. საორგანიზაციო დეპარტამენტი – კულტურის სისტემის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე კულტურის ტერიტორიული ორგანოებისა და დაწესებულებათა საკადრო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, საკონკურსო და საატესტაციო კომისიათა საქმიანობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს აპარატში შინაგანაწესის ძირითად მოთხოვნათა შემუშავება და შესრულების ზედამხედველობა, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი, სამინისტროს საქმიანი ქაღალდების რედაქტირება, გაფორმება, აღრიცხვა და დაგზავნა, საიდუმლო საქმისწარმოება, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო სამსახურის საკითხები. 5. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი – ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ და უცხოურისა – საქართველოში, საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურის სფეროს ოფიციალურ სტრუქტურებთან და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამინისტროების საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და მათი საქართველოში მოწყობა, კულტურის სფეროში ინვესტიციების მოზიდვა, საპროტოკოლო საქმიანობა. 6. კულტურულ ფასეულობათა და კულტურის ინდუსტრიის დეპარტამენტი – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ ფასეულობათა აღრიცხვა და ექსპერტიზა, საქართველოდან კულტურულ ფასეულობათა გატანისა და საქართველოში მათი შემოტანის რეგულირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოსა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე უკანონო გზით კულტურულ ფასეულობათა გატანის, შემოტანისა და საკუთრების უფლების უკანონო გადაცემის აღკვეთის პროცესში შესაბამის სამართალდამცველ და საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა, მუზეუმების, ბიბლიოთეკების კოლექციების შევსება-გამდიდრებისათვის ზრუნვა, კულტურის ინდუსტრიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით კულტურის სფეროში დასაქმებულ პირთა აღრიცხვის და კონტროლის წარმოება. 7. განათლების დეპარტამენტი – სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის კოორდინაცია და მისი სრულყოფისათვის ზრუნვა, უწყვეტი სახელოვნებო განათლების პროცესის სრულყოფის უზრუნველყოფა, პედაგოგიური კოლექტივების სასწავლო და აღმზრდელობითი მუშაობის წარმართვა, სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებათა მუშაობის ორგანიზებისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენა. 8. იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, წარმომადგენლობა სასამართლოში და სხვა ორგანოებში მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე. 9. ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი – სამინისტროს საქმიანობის, ქვეყნის კულტურული ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეკრებისა და გავრცელების უზრუნველყოფა. ამ მიზნით დაწესებულება-ორგანიზაციებთან, ფართო საზოგადოებრიობასთან და ქვეყნის საინფორმაციო საშუალებებთან სამინისტროს ურთიერთობების გაფართოება და განმტკიცება. 10. საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სამინისტროს აპარატის და სისტემის ორგანიზაციების, აგრეთვე, სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტის პროექტების შედგენის, დამტკიცებული ბიუჯეტის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებამდე დაყვანის, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის განაწილების, ხარჯთა ნუსხის შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის, საშტატო ნუსხის სისწორის დადგენისა და დამტკიცების, სამინისტროს სისტემის წლიური და კვარტალური, აგრეთვე, ნაერთი ანგარიშების მომზადებისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის საკითხების უზრუნველყოფა; სისტემაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმართვა; შენობა-ნაგებობებისა და ქონების მოვლა-შენახვის, კომუნალური მეურნეობის გამართულად ფუნქციონირების, ორგტექნიკით, საკანცელარიო ნივთებითა და სამეურნეო საქონლით მომარაგებისა და სხვა დამხმარე ღონისძიებათა უზრუნველყოფის საკითხები. 11. კონტროლის დეპარტამენტი – სამინისტროს სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში საკონტროლო-სარევიზიო მუშაობა – ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა, კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება. 12. შემოქმედებითი პროგრამების დეპარტამენტი – კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება, საქართველოს მხარეების ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით რეგიონული პროგრამების მომზადება, ურთიერთობა სამინისტროს რეგიონული და საზღვარგარეთის წარმომადგენლებთან, მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, კულტურის დარგებისათვის ინვესტიციების მოზიდვის ორგანიზება, მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი  ხელოვნების დარგობრივი კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა, შემოქმედებითი პროექტების განხორციელებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე მისავლენი კანდიდატურებისა და ნამუშევრების შერჩევა, პროგრამული დაფინანსების საკითხების მომზადება და წინადადებათა შემუშავება კულტურის დამსახურებულ მუშაკთა სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებზე წარსადგენად. 13. წიგნისა და ბიბლიოთეკების დეპარტამენტი – ერთიანი სახელმწიფო საბიბლიოთეკო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, ბიბლიოთეკებში არსებული ეროვნული საგანძურის დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა, მხატვრული ლიტერატურის განვითარებისათვის ზრუნვა, ბეჭდვითი გამოცემებისა და პერიოდიკის გამოშვების საკითხები.     მუხლი 11🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები 1. მინისტრს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი. 2. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.     მუხლი 12🔗. სამინისტროს სიმბოლიკა 1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა „საქართველოს კულტურის სამინისტრო“. 2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს აბრაზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე. 4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.