⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.10.2006)
გაუქმებულია:

უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების შესახებ

მიღების თარიღი 10.02.2001
ძალის დაკარგვა 09.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 280120000.05.002.001991
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12, 13/02/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 788 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2001 მიღება
09.10.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №44 2001 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების შესახებ „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარებისათვის განსაზღვრული სახსრების მიზანმიმართულად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით: 1. 2001 წლის 1 იანვრიდან გაგრძელდეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური (ოჯახური) დახმარება. 2. სოციალური (ოჯახური) დახმარება მიეცეს: ა) მარტოხელა არამომუშავე უმწეო მდგომარეობაში მყოფ პენსიონერთა ოჯახებს; ბ) დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებს, მათი მეურვის (მზრუნველის) შრომისუნარიანობის მიუხედავად. 3. ამ ბრძანებულების მეორე პუნქტში მითითებული კონტინგენტისათვის სოციალური (ოჯახური) დახმარება განისაზღვროს თვეში შემდეგი ოდენობით: ა) ერთი პენსიონერისაგან შემდგარ მარტოხელა ოჯახზე – 22 ლარი; ბ) ორი და მეტი პენსიონერისაგან შემდგარ მარტოხელა ოჯახზე ერთად ცხოვრების ეფექტის გათვალისწინებით – 35 ლარი; გ) მეურვეობის (მზრუნველობის) ქვეშ მყოფ ყოველ უდედმამო ობოლ ბავშვზე – 22 ლარი, მისი მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად. 4. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ოჯახებისათვის სოციალური (ოჯახური) დახმარება დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამ ოჯახის არც ერთ წევრს არა ჰყავს იურიდიულად ვალდებული შრომისუნარიანი მარჩენალი, ამ უკანასკნელთა საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. 5. სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა უზრუნველყონ ადგილობრივმა მმართველობის ორგანოებმა საკრებულოებთან შეთანხმებით კონტინგენტის მატერიალური მდგომარეობისა და სოციალური პირობების გათვალისწინებით. 6. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არ ვრცელდება: ა) ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე; ბ) იმ პენსიონერთა ოჯახებზე, რომელთა წევრებს „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“, „ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური გარანტიების შესახებ“ და „ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახების წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად დანიშნული აქვთ პენსიები; გ) ოჯახებზე, რომელთა შემადგენლობაში შედიან ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, თუ მათ პენსია განსაზღვრული აქვთ „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით: ა) უზრუნველყოს „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის ორგანიზაცია 2001 წლის 1 იანვრიდან; ბ) მოახდინოს უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების პროგრამის შესრულების მონიტორინგი; გ) „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დამტკიცებული თანხის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში განიხილოს და გადაწყვიტოს სოციალური დახმარების მიზნით დამატებითი კატეგორიის შერჩევის საკითხი. 8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარებისათვის გათვალისწინებული 13,3 მლნ ლარიდან 8630 ათასი ლარი დადგენილი წესით გამოყოს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაზით, რომლითაც უნდა დაფინანსდეს აგრეთვე ამ პროგრამის განხორციელების მონიტორინგის, საფოსტო და სხვა საორგანიზაციო ხარჯები; ცნობად იქნეს მიღებული, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თბილისში, რუსთავსა და ფოთში, ზესტაფონის, სამტრედიის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, მცხეთის, ბორჯომის, ხაშურის, ბოლნისის, გარდაბნის და თეთრიწყაროს რაიონებში უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების, აგრეთვე პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო საფოსტო და სხვა საორგანიზაციო ხარჯების გამოყოფა გათვალისწინებულია ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან სულ 4670 ათასი ლარის ფარგლებში. 9. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა მკაცრად იხელმძღვანელონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული „უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის წესით“. პროგრამის განხორციელების ყოველთვიური შედეგები მოახსენონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 10. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ა. ჯორბენაძემ. ე. შევარდნაძე