საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე

მიღების თარიღი 24.07.2000
ძალის დაკარგვა 22.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №317
სარეგისტრაციო კოდი 480140000.15.002.001859
გამოქვეყნების წყარო სსმ, 67, 25/07/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 831 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.07.2000 მიღება
22.07.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:GeoDumba;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 56.7pt 51.05pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №317 2000 წელი 24 ივლისი ქ. თბილისი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე 1999 წლის პირველ ივლისს ძალაში შევიდა შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამ­შრომლობის შესახებ. შეთანხმება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერ­თობების განმსაზღვრელ ძირითად სამართლებრივ დოკუმენტს, რომლის სრულად და ეფექტიანად ამოქმედება დააჩქარებს საქარ­თველოში დემოკრატიული და საბაზრო რეფორმების განვითარების, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროცესს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწ­ყობის მიზნით: 1. შეიქმნას საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია). 2. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება და შემად­გენლობა. 3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერ­თობების, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების და საკონსტი­ტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს მონაწილეობა მიიღონ კომისიის სხდომებში. 4. კომისიამ ერთ თვეში წარმოადგინოს საქართველო-ევროკავ­შირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმა. 5. კომისიამ შეიმუშაოს და 2000 წლის 1 ნოემბრამდე წარმოადგინოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების შესახებ საქართველოს სტრა­ტეგიის პროექტი. 6. საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების 43 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით ყველა შესაბამისმა სამინისტრომ და უწყებამ მიმდინარე წლის 15 სექტემ­ბრამდე წარუდგინოს კომისიას თავისი წინადადებები. 7. კომისიამ განახორციელოს ევროგაერთიანების ტექნიკური დახმა­რების პროგრამა TACIS-ის პროექტის „ეკონომიკური პოლი­ტიკისა და სამართლის ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის“ (GEPLAC) მიმღების ფუნქციები, წარმართოს ევროკომისიასთან კონსულტაციები აღნიშნული ცენტრის საქმიანობის მიმართულებებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრის მიზნით. ე. შევარდნაძე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევროგაერთიანების ტექნიკური დახმარების პროგრამა TACIS-ის ეროვნული კოორდინატორი კახა გოგოლაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინი­ს­ტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დე­პარ­ტამენტის დირექტორი, კომისიის მდივანი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი მიხეილ უკლება – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ჯონი ხეცურიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება 1. ზოგადი დებულებანი საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის ივლისის № ბრძანებულების პირველი პუნქტით. 2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით. 3. კომისიის გადაწყვეტილებით და კომისიის მუშაობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება უწყებეთაშორისი სამუშაო ჯგუფი. II. კომისიის ფუნქციები კომისიის ფუნქციებში შედის საქართველო-ევროკავშირის პარტნიორებოსა და თანამშრომლობის შეთანხმებათა დებულებების შესრულების კოორდინაცია შემდეგი მიმართულებებით: 1. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა. 2. საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოსა და კომიტეტის გადაწყვეტილებათა განხორციელების ზედამხედველობა. 3. შეთანხმებით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლი. 4. საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების თაობაზე სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ინფორმირებისათვის პროგრამის ჩამოყალიბება და მისი განხორციელების კონტროლი. III. კომისიის უფლებები 1. კომისიის საქმიანობისათვის სავალდებულო ყველა სახის ინფორმაციის მოთხოვნა საქართველოს ნებისმიერი სამინისტროს, სახელმწიფო უწყებისა და ორგანიზაციისაგან. 2. კომისიის კომპეტენციის ფარგლებში სამთავრობო მართვის სტრუქტურებისათვის შესაბამისი დავალებების მიცემა. 3. უწყებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისაგან ანგარიშების მოსმენა, განხილვა და მუშაობის შეფასება. 4. ცალკეული პროექტების განხორციელებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნა, მათი საქმიანობის კოორდინაცია. 5. კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებათა მომზადება. IV. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია 1. კომისია იკრიბება ორ თვეში ერთხელ, რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრთა ერთი მესამედს მოთხოვნის საფუძველზე. 2. კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარ რაოდენობად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა აქვს თავმჯდომარეს. VI. კომისიის ლიკვიდაცია კომისიის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.