„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №335 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე
მიღების თარიღი 28.02.1999
ძალის დაკარგვა 02.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 340170000.05.002.001507
გამოქვეყნების წყარო სსმ, 10(17), 05/03/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №335 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:35.45pt 42.6pt 113.4pt 106.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №88
1999 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №335 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე
„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №335 ბრძანებულების შესაბამისად 1999 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალა მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტი და მიწოდება, ხოლო 1 მარტიდან მათი რეალიზაცია. აღნიშნული ღონისძიების შედეგად 1999 წლის თებერვლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი.
ამასთან დადგინდა, რომ ობიექტური მიზეზების გამო 1999 წლის 1 მარტის მდგომარეობით სავაჭრო ქსელში დაფიქსირდა მარკირებას დაქვემდებარებული მნიშვნელოვანი ოდენობის საქონელი, რომელიც უკვე დაბეგრილია აქციზით. მეწარმეთა ინტერესების გათვალისწინებისა და აღნიშნული სასაქონლო ნაშთების რეალიზაციის წესის განსაზღვრის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის დ. ონოფრიშვილის ხელმძღვანელობით, საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტისა და საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც განახორციელებს აქციზური მარკებით მარკირების პროცესის მიმდინარეობისა და მარკირების გარეშე საქონლის იმპორტისა და რეალიზაციის აღკვეთის ოპერატიულ კონტროლს.
2. საბითუმო და საცალო ქსელის საწარმოებში 1999 წლის 1 მარტის მდგომარეობით განხორციელდეს აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის საბოლოო ინვენტარიზაცია. ნება დაერთოთ აღნიშნულ საწარმოებს ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასმელების ნაშთების რეალიზაცია აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე განახორციელონ 1999 წლის 20 მარტამდე, ხოლო თამბაქოს ნაწარმისა – 30 მარტამდე.
3. ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების ნიშანდება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ლუდის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკებით ნიშანდება განხორციელდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.
5. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №335 ბრძანებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: – ბრძანებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-11 პუნქტი.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) მოამზადოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებათა შეტანის შესახებ კანონპროექტი იმ მიზნით, რომ იმპორტირებისა და ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან აქციზური მარკები დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვ.) განიხილებოდეს შესაბამისი ოდენობის საქონლის იმპორტად და/ან მიწოდებად და დაიბეგროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან ექვს თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ჩაითვალოს მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტად და ქვეყნის შიგნით მიწოდებად და, შესაბამისად, დაექვემდებაროს გადასახადებით დაბეგვრას, ხოლო, შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით მარკირებული საქონლის იმპორტისას მოხდეს გადასახდელად დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება ფაქტობივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქციზური მარკების დროული და სრული შემოღების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით უზრუნველყოს აქციზური მარკების მომხმარებლის სათანადო ინფორმირება.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს აქციზური მარკების სამსახურის აღჭურვა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
9. ამ ბრძანებულების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
ე. შევარდნაძე