„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№383
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 85, 26/08/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №383

2002 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის №204 ბრ ძ ანე­ბულებით დამტკიცებული „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად დაინიშნოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის თავმჯდო­მარის მოადგილედ.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულებაში და ბრძანებულებით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში თამარ ბერუჩაშვილის თანამდე­ბობ­რივ დასახელებაში სიტყვების „კოორდინატორი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კომისიის თავმჯდომარის მოადგილე“.

ე. შევარდნაძე