საშიში გეოლოგიური პროცესებისაგან დაცვის ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 26.07.2000
ძალის დაკარგვა 19.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №322
სარეგისტრაციო კოდი 300250000.05.002.001862
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68, 31/07/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,375 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.2000 მიღება
19.12.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საშიში გეოლოგიური პროცესებისაგან დაცვის ღონისძიებების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 56.7pt 51.05pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №322 2000 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი საშიში გეოლოგიური პროცესებისაგან დაცვის ღონისძიებების შესახებ საქართველოსათვის დამახასიათებელი სელური (ღვარცოფული), მეწყერული მოვლენებისა და ზვავსაშიშროებისაგან ქვეყნის მოსახ­ლეობის, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების დაცვის, საქართველოში მასშტაბური სატრანსპორტო მშენებლობის, სოცია­ლური და ეკონომიკური პარამეტრების ინტენსიფიკაციის შედეგად მო­სა­ლოდ­ნელი საშიში გეოლოგიური პროცესების პროფილაქტიკის, ეროზიული პროცესების აქტივიზაციის შედეგად შექმნილი საფრთხე­საშიში მოვლენების მონიტორინგისა და მათგან თავდაცვის ღონის­ძიებათა კვალიფიციური ორგანიზების მიზნით: 1. შეიქმნას საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. დამტკიცდეს საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების სამსახურის თანდართული დებულება. 3. გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა განახორციელოს საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების სამსა­ხურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი. 4. საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების ღონისძიებათა საპროექტო-სამშენებლო სამუშაოთა დამკვეთის ფუნქცია დაეკისროს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს (მ.ჩხენკელი). ობიექტების შერჩევა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ტენდერის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინის­ტროსა და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით. 5. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი.ჩხარტიშვილი), ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) ყოველი მომდევნო წლის ინდიკატიურ გეგმებში და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებში, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არსებული წესის შესაბამისად დამუშავებული სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე, გაითვალისწინონ საშიში გეოლოგიური მოვლენების პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის სამუშაოების პრიორიტეტული დაფინანსება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინის­ტროს განაცხადით. 6. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, დაინტერე­სებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა ყოველმხრივ შეუწყონ ხელი აღნიშნული სამუშაოების შესრულებას. 7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენა­ღა­რიშვილი), ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამი­ნისტრომ (დ. კირვალიძე), სხვა დაინტერესებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტა­მენტს სათანადო ფინანსური სახსრების მოზიდვაში. 8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარმა სამმართველომ განახორციელოს ოპერატიული შეტყობინებების ღონისძიებები და საშიში ზონებიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციისათვის შექმნას აუცილებელი პირობები. 9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ აწარმოოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების სამუშაოების პერიოდული ინსპექტირება. ე. შევარდნაძე საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების სამსახურის დებულება I. ზოგადი დებულებები 1. „საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების სამსახური“ (შემდგომში – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სახელმ­წიფო კონტროლით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროების სპეციალისტების საექსპერტო-სამეთვალყურეო თანამონაწილეობით, საშიში გეოლოგიური პროცესების – სელების (ღვარცოფები), მეწყერების, ეროზიული მოვლენების, ზვავების დონისა და ხასიათის შეფასების, მათი განვითარების პროგნოზირების, სათანადო ფინანსური წყაროების მობილიზაციის გზით ახორციელებს აღნიშნული პროცესების ინჟინრული რეგულირების სამეცნიერო-საპროექტო-სამშენებლო სამუშაოთა ხელშემწყობ საქმიანობას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქარ­თველოს საკანონმდებლო-ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, ბეჭედი თავისი სახელწოდების აღნიშვნით. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია: 380062 თბილისი, მოსე­შვილის ქ. №24, საქართველო. II. სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები 5. სამსახურის საქმიანობის სფეროა საქართველოში საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების კანონზომიერებათა შესწავ­ლისათვის, მათგან მოსახლეობისა და ეროვნული მეურნეობის დაცვის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა თანამედროვე ინჟინრული მეთოდების შემუშავებასა და წარმართვისათვის, სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფისა და მათი მიმდინარეობის, საავტორო ზედამხედველო­ბისათვის საშიში გეოლოგიური პროცესების ლიკვიდაციისათვის ხელშეწყობა. 6. დასახულ ამოცანათა შესასრულებლად სამსახური: ა) საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის სამეცნიერო-ტექნიკურ პოტენციალზე დაყრდნობით; ბ) სპეციალიზებული სამსახურების მეშვეობით საშიში გეოლო­გიური პროცესების გავრცელების ზონებში სათანადო დაკვირვებათა ორგანიზების გზით შემუშავებული პროგნოზების საფუძველზე ახორციელებს შესაბამისი უწყებებისა და რეგიონალური მართვის ორგანოების ინფორმაციულ უზრუნველყოფას, ხელს უწყობს მათ პრო­ფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში; გ) სათანადო დაკვეთების საფუძველზე, შესაბამისი სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციების ჩართვით, დასახლებული პუნქტებისა და მიმდებარე ტერიტორიების საშიში გეოლოგიური პროცესებისაგან დაცვის კომპლექსური სქემებისა და პროექტების შემუშავების, შესა­ბამის უწყებებსა და ორგანიზაციებში აღნიშნული პროექტების ექსპერტირების, სახსრების, მათ შორის, ადგილობრივი და უცხოური კრედიტების, ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის გზით ახორციელებს აპრობირებული პროექტების რეალიზაციის ორგანიზებას; დ) ხელს უწყობს: დ.ა) საშიში გეოლოგიური პროცესების მეცნიერულ შესწავლას, მათი გავრცელების არეალის, პოტენციურად საფრთხესაშიში ზონების თაობაზე ანალიტიკურ-საცნობარო, სტატისტიკურ და ნორმატიულ მასალათა შემუშავებას; დ.ბ) მოვლენათა მონიტორინგის, პროგნოზისა და მათი განვითარების საშიშროების შესახებ მოსახლეობის ოპერატიულ ინფორმირებას, პროცესების რეგულირების ორიგინალური მეთოდებისა და ინჟინრული კონსტრუქციების შემუშავებას, მათი ექსპლუატაციის რაციონალური წესების დადგენასა და რეკლამას; დ.გ) თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე საშიში გეოლოგიური პროცესების სამართავად სათანადო კადრების მომზადებას; ე) საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების თეორიულ-მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ საკითხებზე, ადგი­ლობ­რივი და საერთაშორისო გამოცდილების გაცვლისა და საქმიანობის კოორდინაციის მიზნით აწყობს კონფერენცია-სემინარებს, დადგენილი წესით ახორციელებს სათანადო მასალების პუბლიკაციის ორგა­ნიზაციას. III. სამსახურის უფლებამოსილებანი 7. სამსახურს უფლება აქვს: ა) განახორციელოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საშიში გეოლოგიური პროცესების შესახებ სახელმწიფო მართვის ორგანოთა გადაწყვეტილებებითა და ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს ცენტრალურ და რეგიონალურ უწყება-დაწესებულებებთან, სამთავრობო და არასამთავრობო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გ) ევრაზიის კონტინენტზე საქართველოს საკვანძო მდებარეობით განპირობებულ ჩვენს ქვეყანაში სატრანსპორტო კომუნიკაციების მშე­ნებ­ლობის, ეკონომიკური და სოციალური პარამეტრების მოსა­ლოდნელი ინტენსიფიკაციის პირობებში, შეიმუშაოს სათანადო წინადა­დებები, კომპეტენციის ფარგლებში არეგულიროს საშიში გეოლოგიური პროცესების პროფილაქტიკის საკითხები; დ) განახორციელოს რენტაბელური წინადადებები შესაბამისი სამეცნიერო, საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციებთან, კონსტ­რუქციული, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პრინციპით. IV. სამსახურის მართვა, წარმომადგენლობა, სახელმწიფო კონტროლი 8. სამსახურის მართვა ხორციელდება „საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 9. სამსახურის ხელმძღვანელობა ეკისრება დირექტორს, რომელსაც გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგენით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 10. დირექტორი: ა) სამსახურის ოპერატიულ-სამეურნეო მართვას ახორციელებს დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება სამსახურის წარმომადგენლობა და პერსონალური პასუხისმგებლობა საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, სამსახურის საკუთრებაში არსებულ ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის; ბ) ადგენს სამსახურის შინაგანაწესს, ამტკიცებს საშტატო ნუსხას და საზღვრავს სამსახურის ხელფასის ფონდს, მოქმედებს ერთპიროვნულად სამსახურის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში, დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, საკონტრაქტო საფუძველზე შრომით ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკებში ანგარიშსწორებისა და სხვა სახის ანგარიშებს, იცავს სახელმწიფო, შრომით კანონმდებლობას, ნიშნავს სამსახურის თანამშრომლებს, ანაწილებს ფუნქციებს მათ შორის, გამოსცემს სამსახურის თანამშრომელთათვის სავალდებულო ბრძანებებს; გ) დეპარტამენტთან შეთანხმებით: გ.ა) ნიშნავს სამსახურის მოადგილეებს; გ.ბ) იძენს, ასხვისებს ან ტვირთავს სამსახურის უძრავ ქონებას; გ.გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით სამ­სახურის საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს სესხს, ახორციელებს თავდებობას; გ.დ) იღებს გადაწყვეტილებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 11. დეპარტამენტი: ა) აწესებს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის მიზანშეწონილობისა და საფინანსო ეკონომიკური ეფექტიანობის კონტროლს; ბ) საზღვრავს საქმიანობის მიმართულებებს, იხილავს და ამტ­კიცებს სამსახურის გრძელვადიან პროგრამებს; გ) იხილავს და ამტკიცებს აუდიტორული წესით შემოწმებულ სამსახურის წლიურ ბალანსს; დ) ამტკიცებს სამსახურთან შექმნილ საექსპერტო-სამეთ­ვალყურეო საბჭოს შემადგენლობას და ითანხმებს აღნიშნული საბჭოს მუშაობის განაწესს. V. სამსახურის დაფინანსება 12. სამსახურის ფინანსური რესურსები ყალიბდება: ა) სახელმწიფო შეკვეთებით, ხელშეკრულებათა საფუძველზე შესრულებული სამუშაოებისაგან მიღებული შემოსავლებით; ბ) ადგილობრივი და უცხოური გრანტებითა და შემოწი­რუ­ლობებით; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემო­სავლებით. 13. ფინანსური რესურსები ხმარდება წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სამსახურის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით დაუშვებელია. VI. საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია 14. სამსახური საქმიანობას წყვეტს რეორგანიზაციის (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) გზით უფლებებისა და მოვალეობის უფლება­მონაცვლეზე გადასვლის, დასახული მიზნის მიღწევისა ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში, ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 15. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს მისი დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური აგრძელებს არსებობას. 16. სამსახურის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომელთაც ნიშნავს დეპარტამენტი. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს სამსახურის დირექტორი. ლიკვიდატორები საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მათი საქმიანობა იზღუდება სამსახურის ლიკვიდაციის მიზნით. ლიკვიდირებული სამსახურის ქონება ვალების დაფარვის შემდეგ გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. VII. დასკვნითი დებულებები 17. დებულებაში ხარვეზების არსებობის შემთხვევაში სამსახურზე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონით გათვალისწინებული წესები.