„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებასა და „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№606
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57(64), 05/11/1999

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №606

1999 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებასა და „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების მე-7 პუნქტის „ე“ ქვე­პუნქტში სიტყვების „საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებსა და აპარატის უფროსს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარეს“.

2. „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულების №4 დანართის („ზოგიერთი კატეგორიის  მუშაკთათვის  დღიური  ნორმების  დანამატის შესახებ“) 1-ლი სვეტის  მე-3 აბზაცში სიტყვების „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე“, ხოლო 1-ლი სვეტის მე-4 აბზაცში სიტყვების „ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე“  შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე“.

3.   ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე