„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის N220 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№292
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 10/07/2000

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №292

2000 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის  1998 წლის 4 აპრილის N220 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მუშაკების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან სათანადო შეთანხმების შემდეგ“.

2. მე-5 პუნქტი გადაკეთდეს მე-6 პუნქტად.

3. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს  პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულების №4 დანართში „ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთათვის დღიური ნორმების დანამატების შესახებ“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

 

მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის დღიური ნორმების დანამატები

 

მუშაკთა თანამდებობრი ვ ი დასახელება

დღიური ნორმის დანამატის ოდენობა პროცენტობით

– საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

 

– საქართველოს მთავრობის წევრი

 

– საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

 

– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

40

– გენერალური პროკურორი

 

– საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

 

– საქართველოს სახალხო დამცველი

 

– ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

 

– საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე  –სახელმწიფო კანცელარიის უფროსი

 

– სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

 

– საქართველოს მინისტრის მოადგილე

 

– საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

 

– საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული 

 

– საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე

 

– საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

– საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი

35

– საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე

 

– გენერალური პროკურორის მოადგილე

 

– საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

 

– საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

 

– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

 

– ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

 

 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

 

– იუსტიციის საბჭოს მდივანი

 

– ქ.თბილისის მერი

35

– სახელმწიფო ინსპექციის უფროსი

 

–  ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრი

 

– სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე

 

– პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო კანცელარიის დამოუკიდებელი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი

 

– უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

 

– ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერი

 

– სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

 

– სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

 

– პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი

 

 

– ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარე

30

– სააუდიტორო საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარე

 

– საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი

 

– უზენაესი სასამართლოს წევრი

 

– საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი

 

– საგადასახადო ინსპექციის, საბაჟო, საჰაერო და საავტომობილო დეპარტამენტების უფროსები

 

– ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი

 

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი

 

– სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

– სამთავრობო დელეგაციის წევრი

30

შენიშვნები:

1. სამთავრობო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება გამოვიდნენ საქართველოს სახელით.

2. მუშაკებს უფლება აქვთ მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.

                                                                                                პ. მამრაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის N220 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.07.2000.
როდის იქნა მიღებული „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის N220 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის N220 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.07.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №292. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის N220 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის N220 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №292, 06.07.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1252932/