⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.07.2003)
გაუქმებულია:

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.09.2000
ძალის დაკარგვა 08.07.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №411
სარეგისტრაციო კოდი 320040000.05.002.001892
გამოქვეყნების წყარო სსმ, 88, 26/09/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,751 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2000 მიღება
08.07.2003 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 49.6pt 51.05pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №411 2000 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს კავშირგაბმულობის და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება I. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სა­ხელ­მწიფო ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელ­მწიფო უწყებას. 2. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შემოკლებული სახელწოდებაა საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია. 3. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მარეგული­რებელი ეროვნული კომისია შექმნილია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონის საფუძველზე და არეგულირებს საქმიანობას კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში. 4. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მარეგუ­ლირებელი ეროვნული კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. თავისი საქმიანობის შესახებ საქართველოს კავშირ­გაბმულობისა და ფოსტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს ტრან­სპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს. 5. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მარეგუ­ლირებელ ეროვნულ კომისიას (შემდგომში – კომისია) მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. 6. კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. II. კომისიის სპეციალური უფლებაუნარიანობა, მიზნები და საქ­მიანობის საგანი 1. კომისიის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს წარმო­ადგენს მისი მიზნებისა და საქმიანობის საგნის განხორციელება. 2. კომისიის საქმიანობა ვრცელდება კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროზე მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება­მოსილების ფარგლებში. 3. კომისიის მიზნებია: ა) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში დადგენილი წესით ნორმატიული ბაზის შექმნა; ბ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან ერთად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ინსტიტუციონალური მშენებლობისათვის ხელშეწყობა; გ) თანასწორუფლებიანი და სამართლიანი საკონკურენციო გარე­მოს შექმნა; დ) მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა; ე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებზე მონოპოლიური საქ­მიანობის დაუშვებლობა; ვ) ექსკლუზიური ხასიათის ლიცენზიების გაცემის დაუშვებლობა; ზ) ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების, აგრეთვე კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში დასაქმებულთათვის ოპტი­მალური შემოსავლების მიღების პროცესისათვის ხელშეწყობა; თ) საზოგადოებასთან ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა; ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ნორმა­ტიული, ტექნოლოგიური და ტექნიკური ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფის ხელშემწყობი პირობების შექმნა; კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ინტერე­სების დაცვა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადმინისტრაციებთან და საერთა­შორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას; ლ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროს განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათთან ერთად მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და განხორციელება. 4. კომისიის საქმიანობის საგანია: ა) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენ­ზირების პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, შეჩერება და გაუქმება; კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის რეგულირება; ბ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენ­ზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება; გ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებით მომსახურების ზღვრული ტარიფების დადგენა და მათი რეგულირება; დ) ურთიერთჩართვების ტექნიკურ-ეკონომიკური პირობების რეგულირება; ე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებების სერტიფიცირება, სტანდარტიზაცია და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა; ვ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში სერტიფიცირების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა სპეციალური საწარმოების მეშვეობით, რომლებიც კომისიის წარდგინებით აკრედიტებული არიან საქართველოს სტანდარ­ტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარ­ტამენტში; ზ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის მფლობე­ლების ურთიერთჩართვების ხელშეკრულებების ძირითადი პირობების დადგენა და რეგულირება; თ) სიხშირული სპექტრის დადგენა და დანაწილება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და სხვა დაინ­ტერესე­ბული უწყებების მონაწილეობით, კომისიის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად; ი) სიხშირეების განაწილება; კ) სიხშირული სპექტრის მომსახურების ლიცენზიის გაცემა კომი­სიის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით გამართული კონკურსის საფუძველზე; ლ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის უზრუნველ­ყოფის მიზნით სიხშირეთა დიაპაზონის წესის დადგენა; მ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ნ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ და „მომხმარებელ­თა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალის­წინებული ნორმების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ო) ნუმერაციის ერთიანი სისტემის პოლიტიკის შემუშავებასა და დადგენაში მონაწილეობის მიღება; პ) ნუმერაციის რესურსის გამოყოფის პირობებისა და წესების განსაზღვრა და ნუმერაციის რესურსის განაწილება; ჟ) ნუმერაციის რესურსის გამოყენების ტარიფების, საზღაურის დადგენა; რ) უნივერსალური დაშვებისა და მომსახურების სისტემების ფორმირების პროცესისათვის ხელშეწყობა და რეგულირება; ს) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ადგილობრივი ქსელების განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური სახსრების მოზიდვა; ტ) დადგენილი წესით მიზნობრივი, სპეციალური ფონდების შექმნა და დაფუძნება; უ) სიხშირეთა სპექტრის უკანონო და უნებართვო გამოყენების აღკვეთა; ფ) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალ სიხშირული მოწყობილობების დაპროექტების, წარმოების, მშენებლობის, გამო­ყენე­ბის, ექსპლუატაციის, საზღვარგარეთიდან შემოტანისა და რეალიზაციის ნებართვების გაცემა; ქ) კავშირგაბმულობის ქსელების დაგეგმვა, მათი მოწყობის, კავშირების გამართვის, ტექნიკური ექსპლუატაციის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვის კონტროლის განხორციელება; ღ) სალიცენზიო და სასერტიფიკაციო საქმიანობასთან დაკავში­რებით ფიზიკური და იურიდიული პირების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; ყ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კავშირგაბმულობისა და ფოსტის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდ­გენა. 5. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) ლიცენზიის მფლობელისაგან მიიღოს კომისიის უფლებამო­სილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ბ) შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე; გ) მოახდინოს ლიცენზიის მფლობელის ლიცენზიით განსაზ­ღვრული ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციოდ გადაცემა; დ) კომისიასთან შექმნას მუდმივმოქმედი ქვეკომისია კომისიის აპარატისა და დაინტერესებული უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც ახორციელებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სამშენებლო, სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეკოლოგიურ ექსპერტიზას, ადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ კომისიისათვის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის პირობების შესაბამისობას ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებულ პრაქტიკულ საქმიანობასთან. ქვეკომისიის მიერ შემუშავებული დასკვნები წარედგინება კომისიას; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამყაროს ურთი­ერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს საწარ­მოები, მართვაში ჰქონდეს კერძო სამართლის სუბიექტების სახელმწიფო კუთვნილი წილი; ზ) განსაზღვროს კომისიის გადაწყვეტილებით კომისიის წევრე­ბისა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი, პირობები და მეთოდები; თ) შექმნას კომისიის შრომის ანაზღაურებისა და პრემირების ფონდები, ფინანსური რეზერვი, საკუთარი გადაწყვეტილებით განსაზღვროს მათი გამოყენების წესი; ი) მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე; კ) დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ; ლ) აწარმოოს საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზ­ღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 6. კომისია ვალდებულია: ა) თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს კავშირ­გაბმულობისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები; ბ) კომისიის სხდომებზე მხარეებს მისცეს თავიანთი ინტერესების დაუბრკოლებლად წარმოდგენის შესაძლებლობა; გ) უზრუნველყოს თავისი დადგენილებების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი; ე) ნებისმიერ პირს გააცნოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული მონაცემები; ვ) საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს კომისიის ყოველწლიური ანგარიში, კომისიის ყველა დადგენილება, გადაწ­ყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი; ზ) განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. 7. კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და სავალდებულოა შესას­რულებლად. 8. კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რაც დაკავშირებულია მისი მიზნებისა და საქმიანობის საგნის განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. III. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისია იღებს დადგენილებებს და გადაწყვეტილებებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ საკითხებზე კომისიის სხდომაზე კენჭისყრის გზით, კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ხმათა უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სამივე წევრი. კომისიის წევრს თავშეკავების უფლება არა აქვს. კომისიის წევრის პოზიცია ფიქსირდება კომისიის სხდომის ოქმში. 2. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი ვერ ესწრება კომისიის სხდომას, იგი უფლებამოსილია საკუთარი პოზიცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე წერილობით აცნობოს კომისიას, რაც გავლენას არ ახდენს კომისიის სხდომის უფლებამოსილებაზე. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას, თუ არ არსებობს საპატიო მიზეზი სხდომაზე დაუსწრებლობისათვის. 3. „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე კომისია იღებს ნორმატიულ აქტს – დადგენილებას, ხოლო სხვა დანარჩენ საკითხებზე – გადაწყვეტილებებს. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები ფორმდება კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით. 4. კომისიის სხდომა საჯაროა. 5. კომისიის სხდომის მოწვევის უფლება აქვს თავმჯდომარეს ან კომისიის სულ ცოტა ორ წევრს. კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი კომისიის წევრებს უნდა ეცნობოთ სხდომამდე სამი დღით ადრე მაინც. 6. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. 7. კომისიის მიერ მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით. 8. კომისია შედგება სამი წევრისაგან, რომლებსაც ექვსი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 9. კომისიის წევრები (მათ შორის თავმჯდომარე) ზედიზედ შეიძლება დაინიშნონ მხოლოდ ორჯერ. თუ კომისიის წევრი თანამ­დებობიდან გათავისუფლდა ვადაზე ადრე, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ახალ წევრს. 10. კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიასა და მის აპარატში პოლიტიკური პარტიისა და საზოგა­დოებრივი ორგანიზაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულის შექმნა. 11. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ნებაყოფლობით გადადგა; ბ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარ­გულად აღიარა; დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ვ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას; ვ) დაიკავა შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთათვსებელ საქმიანობას; ზ) გარდაიცვალა. 12. კომისიის ერთ-ერთ წევრს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისროს კომისიის რომელიმე სხვა წევრს, ან გაანაწილოს ფუნქციები კომისიის წევრებს შორის. 13. კომისიის თავმჯდომარე: ა) უძღვება კომისიის სხდომებს; ბ) პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვისათვის; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომის კონტრაქტს; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი ქვეკომისიის ხელმძღვანელს; ე) ახორციელებს კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვას; ვ) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს. IV. კომისიის აპარატის სტრუქტურა 1. კომისიის აპარატის ორგანოები არიან: ა) საბჭო; ბ) სამდივნო; გ) საკონსულტაციო საბჭო; დ) იურიდიული სამსახური; ე) ეკონომიკური სამსახური; ვ) ტექნიკური სამსახური; ზ) სამაუწყებლო სამსახური; თ) ადმინისტრაციული სამსახური. კომისია უფლებამოსილია აპარატში ახალი ორგანოს შექმნის მიზნით დებულებაში შესატანი შესაბამისი ცვლილებები დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს. V. კომისიის აპარატის ორგანოების ძირითადი კომპეტენცია და ამოცანებია: 1. საბჭო: ა) კომისიის სხდომებისათვის განსახილველი საკითხებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ბ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის სრული ინფორმაციული უზრუნველყოფა; გ) საბჭოს შემადგენლობაში შედიან კომისიის აპარატის სამსა­ხურების უფროსები, აღმასრულებელი, საზოგადოებრივი და საერთაშორისო მდივნები. კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია საბჭოს შემადგენლობაში სხვა პირების შეყვანა. საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის აღმასრულებელი მდივანი. 2. სამდივნო: ა) კომისიის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი; ბ) კომისიის საინფორმაციო და საპროტოკოლო საქმიანობის უზრუნველყოფა; გ) კორესპონდენციებისა და ოფიციალური დოკუმენტების აღრიც­ხვა და რეგისტრაცია; დ) კომისიის აპარატის სამსახურების კოორდინირებული ფუნქცი­ონირების უზრუნველყოფა კომისიის მიერ დადგენილი წესით; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის წარმართვა; ვ) საერთაშორისო ურთიერთობების პროცესის წარმართვა; ზ) სამდივნოს შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი, საზოგადოებრივი და საერთაშორისო მდივნები. სამდივნოს საქმიანობის კოორდინირებას ახორციელებს აღმასრულებელი მდივანი. 3. საკონსულტაციო საბჭო: ა) საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს კომისიის სათათბირო ორგანოს, რომლის შემადგენლობაში შედიან კავშირგაბმულობისა და ფოსტის ცნობილი სპეციალისტები, საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროების, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები; ბ) საკონსულტაციო საბჭო უზრუნველყოფს კომისიის მიერ დასმული საკითხებისა და პრობლემების დეტალურ ანალიზს, საკუთარი მოსაზრებებისა და წინადადებების წარმოდგენას დარგის განვი­თარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. საკონ­სულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის აღმასრულებელი მდივანი; 4. იურიდიული სამსახური: ა) ლიცენზიის მფლობელის იურიდიული კვლევა; ბ) სალიცენზიო განაცხადების დამუშავება კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით; გ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება; დ) მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით კომისიისათვის წინადადებების შემუშავება; ე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობასა და კონტროლთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება; ვ) ურთიერთჩართვებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის, სხვა იურიდიული საკითხების შესწავლა და მათი გადაწყვეტის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმ სადავო საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება, რომლებიც წარმოიშობა ლიცენზიის მფლობელთა, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის; თ) კომისიის მიერ გასაფორმებელი სხვადასხვა სახის ხელ­შეკრულებების პროექტებისა და პირობების მომზადება, მათი იურიდიული ექსპერტიზის განხორციელება; ი) ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის კონტროლი ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დაცვის კუთხით; კ) ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის ან ლიცენზიის გამო­ყენების პირობების დარღვევისათვის ფიზიკური და იურიდიული პირების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის საკითხის დასმის თაობაზე კომისიისათვის წინადადებების მომზადება; ლ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგის რეგულირებასა და დარგთაშორისი კოორდინაციის განხორციელებასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება სამართლებრივი კუთხით; მ) სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კომისიისათვის წინადადებების მომზადება, კომისიის სამართლებრივი აქტების პრო­ექტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ნ) სხვა ფუნქციების შესრულება, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას. 5. ეკონომიკური სამსახური: ა) ლიცენზიის მფლობელთა ეკონომიკური კვლევა; ბ) სალიცენზიო განაცხადების დამუშავება ეკონომიკური დასაბუთების კუთხით; გ) ტარიფების დადგენასა და რეგულირებასთან დაკავშირებით წინადადებების და შესაბამისი პროექტების შემუშავება; დ) ურთიერთჩართვების ეკონომიკური მხარის შესწავლა და მათ გადაწყვეტასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება; ე) ნუმერაციის რესურსის გამოყენების ტარიფების, საზღაურის დადგენასთან დაკავშირებით კომისიისათვის წინადადებების მიწოდება; ვ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დაცვის კონტროლი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ზ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საკონკურენციო გარემოს შექმნისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუშავება და კომისიისათვის წინადადებების წარდგენა; თ) კომისიის ბიუჯეტის პროექტის შედგენა; ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგის რეგულირებასა და დარგთაშორისი კოორდინაციის განხორციელებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება ეკონომიკური კუთხით; კ) სხვა ფუნქციების შესრულება, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას. 6. ტექნიკური სამსახური: ა) სიხშირეების დადგენასა და განაწილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და კონკრეტული წინადადებების შემუშავება; ბ) სიხშირეთა სპექტრის უკანონო და უნებართვო გამოყენების აღკვეთასთან დაკავშირებით კომისიისათვის მოსაზრებების წარდგენა; გ) ურთიერთხელშეშლის თავიდან აცილების კონტროლის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება; დ) უნივერსალური დაშვებისა და მომსახურების ტექნიკურ პირობებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; ე) ურთიერთჩართვებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის თაობაზე კომისიისათვის წინადადებათა წარდგენა; ვ) ლიცენზირებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების შესწავლა; ზ) ნუმერაციის რესურსის გამოყოფის პირობებისა და წესების განსაზღვრასა და ნუმერაციის რესურსის განაწილებასთან დაკავ­შირებით კომისიისათვის წინადადებების წარდგენა; თ) ტექნიკური სტანდარტების დადგენასა და მათი დაცვის კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება; ი) ტექნიკური საშუალებების სერტიფიცირებასთან დაკავშირებით კომისიისათვის წინადადებების მომზადება; კ) ფოსტასთან დაკავშირებული სტანდარტებისა და მოთხოვნების დადგენის საკითხების განხილვა და კომისიისათვის წინადადებების წარდგენა; ლ) მობილური კავშირგაბმულობის, რადიო- და ტელემა­უწყებლობის (მათ შორის, საკაბელო) ტექნიკური სტანდარტების დადგენისა და შესრულების კონტროლის თაობაზე წინადადებების მომზადება; მ) სატელეკომუნიკაციო ქსელების სტანდარტების დადგენის, რეგულირებისა და კონტროლის უზრუნველყოფის თაობაზე წინა­დადებების შემუშავება; ნ) ქსელების დაგეგმვისა და მოწყობის, კავშირების გამართვის, მათი ტექნიკური ექსპლუატაციის ორგანიზებისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვის კონტროლის განხორციელებასთან დაკავ­შირებით კომისიისათვის წინადადებების წარდგენა; ო) ქსელების, მათ შორის, მონაცემთა გადაცემის, მოწყობასა და ექსპლუატაციასთან, აგრეთვე მათ რეგულირებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება; პ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ლიცენზიის მფლობე­ლების მიერ სალიცენზიო პირობების დაცვის ზედამხედველობა და კონტროლის დაწესება; ჟ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგის რეგულირებასა და დარგთაშორისი კოორდინაციის განხორციელებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება ტექნიკური კუთხით; რ) სხვა ფუნქციების შესრულება, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას. 7. სამაუწყებლო სამსახური: ა) სამაუწყებლო სფეროს რეგულირებასთან დაკავშირებით კომისიისათვის წინადადებების წარდგენა; ბ) სამაუწყებლო სფეროში სპექტრით სარგებლობასთან და ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით მოსაზრებების შემუშავება და კომისიისათვის მიწოდება; გ) სამაუწყებლო სფეროში ლიცენზიის მფლობელობის კვლევა ტექნიკური კუთხით ტექნიკურ სამსახურთან ერთად; დ) სამაუწყებლო სფეროში მომსახურების ტექნიკურ პირობებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; ე) ტელე-რადიო მომსახურებაზე გამოყოფილი სპექტრის მენეჯმენტი ტექნიკურ სამსახურთან ერთად; თ) ტელე-რადიო მომსახურების ფუნქციონირების მენეჯმენტი; ზ) სხვა ფუნქციების შესრულება, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას და უკავშირდებიან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებას. 8. ადმინისტრაციული სამსახური: ა) კომისიის უზრუნველყოფა მუშაობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობებით; ბ) კომისიისა და აპარატის თანამშრომელთა საკადრო საკითხების წარმოება; გ) კომისიის ბიუჯეტის შესრულების კონტროლის დაწესება; დ) კომისიის ქონების მართვა; ე) კომისიისა და აპარატის ტექნიკური აღჭურვილობის საკითხთა გადაჭრა; ვ) კომისიის უზრუნველყოფა საერთო მომსახურებით და მომსახურე პერსონალით; ზ) კომისიის სამართლებრივი აქტებისა და საინფორმაციო მასალების გამოცემის უზრუნველყოფა. VI. კომისიის ბიუჯეტი 1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 სექტემბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი, მათ შორის, კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა ხელფასი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი. 2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის სალიცენზიო გადასახ­დელი, რეგულირების ყოველწლიური საფასური, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების წყაროები, აგრეთვე ტექნიკური დახმარების, გრანტების სახით მიღებული სახსრები და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. სალიცენზიო გადასახდელი ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს კომისია. 4. ლიცენზიის მფლობელი კომისიას უხდის რეგულირების ყოველ­წლიურ საფასურს, რომლის ოდენობა და გადახდის წესი დადგენილია კომისიის ნორმატიული აქტით. რეგულირების ყოველწლიური საფასური წარმოადგენს კომისიის ბიუჯეტის ფორმირების ერთ-ერთ ძირითად წყაროს, უშუალოდ დაკავშირებულია კომისიისათვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციის შესრულებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. 5. კომისია, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაწეული სხვა მომსახურებისათვის აწესებს შესაბამის საფასურს, რომელიც ასევე ხმარდება კომისიის ბიუჯეტის ფორმირებას. 6. კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტის ცალკეულ მუხ­ლებში მიღებული ეკონომია ან დამატებითი შემოსავლები, მოთხოვ­ნებიდან გამომდინარე, გამოიყენოს სხვა მუხლების დასაფინანსებლად. 7. თუ მიღებული შემოსავლები არ ფარავს კომისიის მიმდინარე ხარჯებს, კომისია უფლებამოსილია დადგენილი წესით აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გასტუმრება ხდება მომავალი წლის შემოსავლებიდან. VII. საბუღალტრო ანგარიშგება  კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს. VIII. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. კომისიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.