⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.05.2003)
გაუქმებულია:

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.10.2000
ძალის დაკარგვა 01.05.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №437
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.001904
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 10/10/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,629 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.10.2000 მიღება
01.05.2003 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 56.7pt 51.05pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №437 2000 წლის 7 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 1997 წლის 15 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლად მოქმედი სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული შეიარაღებული სამთავრობო დაწესებულება, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრულ დასაცავ პირთა და ობიექტთა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. 2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის შესაბამის სამსახურებთან. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, ნამდვილი და პირობითი დასახელება, ემბლემა და ანგარიში ბანკში. სამსახურის იურიდიული მისამართია თბილისი, 9 აპრილის ქ. №2. 4. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და შიდაუწყებრივი აქტები. 5. სამსახურის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 6. სამსახური ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამსახურის ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: აფხაზეთისა და აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფები. II. სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები 7. სამსახურის საქმიანობის სფეროა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დასაცავი პირებისა და დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 8. სამსახურის ამოცანაა დაიცვას: ა) ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელი პირები; ბ) საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების განკარგულებაში არსებული შენობა-ნაგებობები; გ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი პირები; დ) საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულოები; ე) წესრიგი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამუშაო (მუდმივი ან დროებითი) ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე. 9. სამსახურის დასაცავ პირთა და ობიექტთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 10. სამსახური კავშირგაბმულობის სპეციალურ საშუალებათა გამოყენებით უზრუნველყოფს დასაცავ პირებს უწყვეტი, დახურული, გარანტირებული სატელეფონო, დოკუმენტური და რადიოკავშირით საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. 11. სამსახური დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად: ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ; ბ) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების დაცვას საქართველოში მათი ვიზიტის დროს; გ) უზრუნველყოფს უშიშროებას დასაცავ პირთა მონაწილეობით ღონისძიების მოწყობის ადგილებში; დ) ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, სამთავრობო რეზიდენციების, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, დასაცავ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების დაცვას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზაციას უწევს საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს საელჩოთა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობათა უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებს; ვ) ახორციელებს დასაცავ პირთა გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების კონტროლს; ზ) იყენებს სახელმწიფო დაწესებულებათა თანამდებობრივ ერთეულებს, რომელთა ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი; თ) უზრუნველყოფს დაცვით ღონისძიებებს დასაცავ პირთა გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე; ი) ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით უზრუნველყოფს საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემას, რისთვისაც თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც აწარმოებენ სპეციალურ გამოკვლევებს აღნიშნულ სფეროში; კ) დასაცავ პირთა ყოფნის მუდმივ და დროებით ადგილებში ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკურ შემოწმებას და დასაცავი ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს; მ) განსაკუთრებულ პერიოდში, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დასაცავ პირთა უშიშროების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს და ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს; ნ) აუცილებლობის შემთხვევაში მოიზიდავს სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროების და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა ძალებსა და საშუალებებს; ო) წყვეტს სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების საკითხს; პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საიდუმლოების რეჟიმის დაცვაში იმ ობიექტებზე, რომელთა დაცვასაც ახორციელებს; ჟ) უზრუნველყოფს თავისი ქვედანაყოფების საქმიანობის მეცნიერულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ-ანალიტიკურ ორგანიზაციას; რ) სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას, ანალიტიკურ კვლევას; ს) საქართველოს კანონით დადგენილი წესით ახორციელებს შეიარაღებისა და სპეციალური ტექნიკის შეძენასა და ექსპლუატაციას; ტ) საქართველოს კანონის შესაბამისად ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოფს პირთა და ობიექტთა დაცვას, ხოლო აქედან მიღებული სახსრების განკარგვის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი; უ) დაცულ ობიექტთა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ადგენს ამ ობიექტებზე დაცვისა და დაშვების რეჟიმს; ფ) ტექნიკური კონტროლის საშუალებათა გამოყენებით ახორციელებს დასაცავ ობიექტებზე შემსვლელ პირთა შემოწმებას; ქ) განსაზღვრავს თავის ამოცანათა განხორციელების პრიორიტეტულ მიმართულებებს, შეიმუშავებს მუშაობის სრულყოფის მიზნობრივ კომპლექსურ პროგრამებსა და ამ პროგრამების რეალიზაციის სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სხვა მექანიზმებს; ღ) ამუშავებს ქვედანაყოფთა სტრუქტურას და საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები საშტატო ნუსხებში; ყ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. III. სამსახურის უფროსი 12. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 13. სამსახურის უფროსი: ა) ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს; ბ) ამტკიცებს სამსახურის ქვედანაყოფების დებულებებს; გ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას; დ) განსაზღვრავს სამსახურის სხვა თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას და სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანებს; ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების უფროსებს; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს; ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამხედრო სამსახურში იღებს მოქალაქეებს; თ) დადგენილი წესით ანიჭებს სამხედრო წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით; ი) განსაკუთრებული დამსახურებისათვის, დადგენილი წესით უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას, ვიცე-პოლკოვნიკის ჩათვლით, ვადაზე ადრე ანიჭებს მორიგ სამხედრო წოდებას; კ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს; ლ) დადგენილი წესით სამსახურის თანამშრომლებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოებზე; მ) განსაზღვრავს ოპერატიული და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ნ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა ოპერატიული, საბრძოლო და სპეციალური მომზადების ორგანიზაციას; ო) საქართველოს კანონების შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს და ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს; პ) საქართველოს კანონით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით გამოსცემს ერთობლივ ბრძანებებს; ჟ) საქართველოს კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს; რ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მოსაზიდად დებს შრომით ხელშეკრულებებს. ადგენს ხელშეკრულებით მოწვეულ სხვა თანამშრომელთა პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს; ს) პერსონალურად აგებს პასუხს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანათა შესრულებისათვის; ტ) წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში; უ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 14. სამსახურის უფროსის ბრძანება და მითითებით სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის. 15. სამსახურის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე. სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდეობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეებს და ანაწილებს ფუნქციებს მათ შორის. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე ბრძანებით, ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. IV. სამსახურის სტრუქტურა 16. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: – საქართველოს პრეზიდენტის დაცვა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეცია­ლური სამსახურის ქვედანაყოფი – პირადი დაცვის სამმართველო – ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო – დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების დაცვის სამმართველო – ოპერატიული სამმართველო – კადრების სამმართველო – სამეურნეო სამმართველო – სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი – სამსახურის უფროსის აპარატი – კავშირგაბმულობის სამმართველო – საქართველოს მილსადენის კომპანიისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო – ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილება – საფინანსო განყოფილება – სამედიცინო განყოფილება. 17. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია: ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის ამოცანაა აღკვეთოს საქართველოს პრეზიდენტზე შესაძლო თავდასხმა. თავდასხმის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხო ევაკუაცია; ბ) პირადი დაცვის სამმართველო უზრუნველყოფს დასაცავ პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთასა და უსაფრთხო ევაკუაციას; გ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო ახორციელებს შენობებისა და რეზიდენციების დაცვას; უზრუნველყოფს წესრიგს მათ სარეჟიმო და მიმდებარე ტერიტორიაზე; დ) დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების დაცვის სამმართველო ახორციელებს საელჩოების, საკონსულოების, დიპლომატიური წარომმადგენლობების დაცვას; ე) ოპერატიული სამმართველო ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად; ვ) კადრების სამმართველო ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) სამეურნეო სამმართველო უზრუნველყოფს სამსახურის დანაყოფებს მატერიალური საშუალებებით, ახორციელებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფასა და განვითარებას; თ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ამოცანაა დასაცავ პირზე ან დაცვის ობიექტზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებელყოფა; ი) სამსახურის უფროსის აპარატი ახორციელებს სამსახურის დანაყოფების კოორდინაციას სამსახურის უფროსთან, დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვას, სტრუქტურული დანაყოფების სამართლებრივ და სამსახურის ორგანიზაციულ-საკანცელარიო უზრუნველყოფას; კ) კავშირგაბმულობის სამმართველო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს რადიო-სატელეფონო, მათ შორის სპეციალური კავშირებით; ლ) საქართველოს მილსადენის კომპანიისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო საერთაშორისო ხელშეკრულებით კანონმდებლობით და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს საქართველოს მილსადენის კომპანიის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, ასევე სხვა პირებისა და ობიექტების დაცვას; მ) ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილება ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ნ) საფინანსო განყოფილება უზრუნველყოფს სამსახურის საფინანსო საქმიანობას; ო) სამედიცინო განყოფილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა სამედიცინო მომსახურებას და სამხედრო-სამედიცინო კომისიის ჩატარებას. 18. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფები ახორციელებენ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების და მათ განკარგულებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვას. 19. სამსახურის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.