⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.11.2004)

სახელისუფლებო სპეციალური კავშირების შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2001
ძალის დაკარგვა 30.11.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №114
სარეგისტრაციო კოდი 040040000.05.002.001027
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 29/03/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,514 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2001 მიღება
30.11.2004 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
თანამდებობა
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
5. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
6. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
7. საქართველოს თავდაცვის მინისტრი
8. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრი
10. საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი
11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
12. საქართველოს გენერალური პროკურორი
13. საქართველოს იუსტიციის მინისტრი
14. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელისუფლებო სპეციალური კავშირების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №114 2001 წლის 26 მარტი ქ. თბილისი სახელისუფლებო სპეციალური კავშირების შესახებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში სახელისუფლებო (სამ­თავრობო) სპეციალური კავშირების დღევანდელი მდგომარეობა, როგორც ორგანიზაციული, ისე ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესა­ბამება თანამედროვე სტანდარტებს. ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახე­ლი­სუფლებო საინფორმაციო კავშირების დროს სახელმწიფო საი­დუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით: 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (ს. პაპაშვილი) კავშირგაბმულობის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნას სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველო. 2. დამტკიცდეს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების თანდა­რთული დებუ­ლე­ბა სახე­ლისუფლებო კავშირების უმაღლესი და პირველი კატეგორი­ების აბო­ნენტთა ნუსხებით (დანართი №1, დანართი №2). 3. ახალ სისტემაში სახელისუფლებო აბონენტების ჩართვა გან­ხორციელდეს ეტაპობრივად. ჩართვის პარალელურად აიკრძალოს სახელმწიფო სტრუქტურებში ე.წ. სამთავრობო კავშირების სტატუსის მქონე სხვა სატელეფონო სისტემების გამოყენება (გარდა ე.წ. „მაღალი სიხშირის“ კავშირისა). 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის „Definity“-ის ტი­პის საკომუნიკაციო სისტემას განესაზღვროს სახელისუფლებო ავტო­მატური სატელეფონო სადგურის სტატუსი. 5. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურთან (ი. ანდრიაძე) და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სამთავრობო კავშირგაბმულობის ცენტრთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვიტონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სამთავრობო კავშირგაბმულობის ცენტრის ოთხნიშნა სატელეფონო სადგურის განთავსების შენობის გადაცემის საკითხი. 6. სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სამთავრობო კავშირგაბმულობის ცენტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად განახორციელონ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სამთავრობო კავშირგაბმულობის ცენტრის ოთხნიშნა სატელეფონო სადგურის დემონტაჟი და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვიტონ მისი შემდგომი გამოყენების საკითხი. 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) სადგურის გაშვებიდან სამ თვეში წარმოადგინონ წინადადებები სახელისუფლებო კავშირების შემდგომი ექსპლუატაციის საფინანსო და ორგანიზაციულ-სამეურნეო უზრუნველყოფისათვის და ამ მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე დაწესებულების შექმნისათვის. 8. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამი­ნისტრომ (მ. ადეიშვილი) სახელისუფლებო კავშირებისათვის გამოყოს საერთაშორისო და საქალაქთაშორისო კავშირის არხები და უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა; პრიორიტეტულად უზრუნ­ველყოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირები რადიოსარელეო და სხვა შესაბამის ანძებზე სპეციალური კავშირების ანტენებისა და აპარატურის დასამონტაჟებელი ადგილებით. 9. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (ვ. აბაშიძე) სპე­ციალური კავშირების განსახორციელებლად პრიორიტეტულად გასცეს ყველა საჭირო ნებართვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველოს შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. დადგენილი წესით უზრუნ­ველყოს ნებისმიერი რადიოაპარატურიდან სპეციალური კავში­რებისათვის ხელშემშლელი გამოსხივების მაქსიმალურად აღმოფხვრა ან ამ მიზნით შეზღუდოს ამგვარი აპარატურის მუშაობა. 10. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა (გ. გაჩეჩილაძე) ტექნიკური საშუალებებიდან ინფორმაციის მოხსნისათვის და დახურული ინფორმაციის დამუშავებისათვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკის ან მისი მაკომპლექტებლების საქართველოში იმპორტის ყოველი შემთხ­ვევა დაუყოვნებლივ აცნობოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და მასთან შეთანხმებით დადგენილი წესით მოახდინოს განბაჟება. 11. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ობიექტის პრივატიზების შესაბამის ხელშეკრულებაში, იმ ობიექტის პრივატიზებისას, რომელიც გამოიყენება სპეციალური კავშირების განსახორციელებლად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით უზ­რუნველყოს სპეციალური კავშირების განხორციელებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში მყიდ­ველის მიერ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება. ე. შევარდნაძე სახელისუფლებო სპეციალური კავშირების დებულება 1. სახელისუფლებო სპეციალური კავშირები (შემდგომში – სპეციალური კავშირები) არის სპეციალური სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებებით კავშირების სისტემა, რომელიც უზრუნ­ველყოფს ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის შეტყობინების დაცულობას, საიმედოობასა და ოპერატიულობას. 2. სპეციალური სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებებით კავშირების სისტემებს სახელისუფლებო კავშირების სტატუსი განესა­ზღვრებათ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. 3. სპეციალური კავშირების სისტემის ექსპლუატაციას, კონტ­როლს, განვითარებას და გადაცემული ინფორმაციის საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ამ მიზნით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შექმნილია სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველო. 4. სპეციალური კავშირების სისტემის გამოყენების წესს განსაზღვ­რავს საქართველოს კანონმდებლობა, ეს დებულება და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტები. 5. სპეციალური კავშირების ამოცანებია: ა) ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მუდმივი და/ან დროებითი სამუშაო ადგილებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა; ბ) სპეციალური კავშირების აბონენტთა საერთაშორისო კავშირით უზრუნველყოფა; გ) სპეციალური კავშირების აბონენტთა საქალაქ­თაშორისო კავშირით უზრუნველყოფა; დ) მართვის სათადარიგო პუნქტებთან, აგრეთვე სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან გარანტირებული კავშირის უზრუნველყოფა; ე) ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან კავშირის უზრუნველყოფა; ვ) მოძრავ ობიექტებთან – ყველა იმ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებასთან კავშირის უზრუნველყოფა, რომლებსაც იყენებენ უმაღ­ლესი რანგის თანამდებობის პირები; ზ) საომარი მოქმედების დროს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარ­სარდალთან კავშირის უზრუნველყოფა. 6. სპეციალური კავშირების სისტემაში გამოიყენება უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის უზრუნველყოფა: ა) უმაღლესი კატეგორიის აბონენტები სარგებლობენ უზრუნველყოფის უმაღლესი პრიორიტეტით. ამ კატეგორიის აბონენტთა სპეციალური კავშირით უზრუნველყოფა ხდება როგორც მათ მუდმივ, ისე დროებით საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებზე, საქართველოს ტერიტო­რიაზე და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე სპეციალური სატრან­სპორტო საშუალებებით გადაადგილებისას. უმაღლესი კატეგორიის აბონენტის მოთხოვნისას დაკავშირება ხდება დაუყოვნებლივ – საჭიროების შემთხვევაში, მოპასუხე აბონენტის მიმდინარე საუბრის გათიშვით; ბ) პირველი კატეგორიის აბონენტთა სპეციალური კავშირით უზრუნველყოფა ხდება მათ მუდმივ სამუშაო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში საცხოვრებელ ადგილებზე, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. პირველი კატეგორიის აბონენტები სარგებლობენ რიგ­გარეშე დაკავშირების უფლებით – მოპასუხე აბონენტის მიმდი­ნარე საუბრის გათიშვის გარეშე; გ) მეორე კატეგორიის აბონენტების სპეციალური კავშირით უზ­რუნ­ველყოფა ხდება მხოლოდ მათ მუდმივ სამუშაო ადგილებზე. მეორე კატეგორიის სამნიშნა სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფილი აბონენტები სარგებლობენ რიგგარეშე დაკავშირების უფლებით – მოპასუხე აბონენტის მიმდინარე საუბრის გათიშვის გარეშე. 7. სპეციალური კავშირების უმაღლესი და პირველი კატეგორიის აბონენტთა ნუსხა მტკიცდება ამ დებულებით (დანართი №1, დანართი №2). საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს სპეციალური კავშირების უმაღლესი და პირველი კატეგორიის აბონენტთა ნუსხაში სათანადო ცვლილება-დამატებების შეტანის პროექტს. 8. სპეციალური კავშირების მეორე კატეგორიის იმ აბონენტთა ნუსხას, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან სამნიშნა სატელეფონო კავშირით, განსაზღვრავს ეროვნული უშიშროების საბჭო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარდგინების საფუძველზე. 9. სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისათვის გამოიყენება მხოლოდ ის სატელეფონო და სხვა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც დადგენილი წესით ნებადართულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ. ა) უმაღლესი და პირველი კატეგორიის აბონენტებს სპეციალური კავშირებისათვის საჭირო აპარატები დაედგმებათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ და მის ხარჯზე; ბ) მეორე კატეგორიის სამნიშნა და ოთხნიშნა სატელეფონო კავშირებით უზრუნველყოფილ აბონენტებს სპეციალური კავშირების აპარატები დაედგმებათ განაცხადის საფუძველზე შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯზე. 10. მეორე კატეგორიის ოთხნიშნა სატელეფონო კავშირებით უზრუნველყოფისათვის განაცხადი წარედგინება სახელწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც შეისწავლის საკითხის მიზანშეწონილობას, ტექნიკურ შესაძლებლობას და იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. 11. სპეციალური კავშირები ხორციელდება კავშირის სპეციალური კვანძების, სახელმწიფო და კერძო საკუთრების ჩვეულებრივი და ოპტიკურ-ბოჭ­კოვანი ქსელებისა და არხების, ხოლო საველე პირობებში სახე­ლისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველოს ქვედანაყოფების მიერ მოწყობილი არხების მეშვეობით. 12. სპეციალური კავშირების სადგურების მოწყობა, სააბონენტო, შემაერთებელი ხაზების, აპარატების, მათი კომუნიკაციებისა და სხვა მოწყობილობების დადგმა ხორციელდება იმ სამინისტროების, უწყე­ბებისა და დაწესებულებების ხარჯზე, რომლებშიც მონტაჟდება სახე­ლისუფლებო კავშირები. 13. სპეციალური კავშირების ფუნქციონირებისა და განვითარების პოლიტიკას განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველოს მეშვეობით. 14. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელი­სუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური კავშირების სისტემის ექსპლუატაციის კონტროლს სახელწმიფო უშიშროების სამინისტროსთან ერთად გადაცემული ინფორმაციის საიდუმლოების დაცვისათვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელებას, ახდენს სპეციალური კავშირის სისტემაში ჩასართავი და ჩართული სააბონენტო მოწყო­ბილობების შემოწმებასა და სერტიფიცირებას, სპეციალური კავშირების ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევაში უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით იყენებს სახელმწიფო და კერძო სექტორის შესაძლებლობებს. 15. საჯარო დაწესებულებები, სახელმწიფო საკუთრების ორგანი­ზაციები და საწარმოები უზრუნველყოფენ სახელისუფლებო სპეცია­ლური კავშირების მომსახურე თანამშრომლების შეუფერხებელ დაშვებას და შესასრულებელ სამუშაოებში ხელშეწყობას ყველა იმ ობიექტზე, რომლებიც გამოიყენება სპეციალური კავშირის განხორციე­ლე­ბისათვის, ექსტრემალური სახელისუფლებო კავშირებისათვის იმ ქსელების, არხებისა და რადიოსიხშირეების უპირატეს და შეუფერხებელ გამოყოფას, რომლებიც მათ სარგებლობაშია. დანართი №1 სახელისუფლებო სპეციალური კავშირების უმაღლესი კატეგორიის აბონენტთა ნუსხა № თანამდებობა  1. საქართველოს პრეზიდენტი                                                                                                   4 აპარატი  2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                                                                       3 აპარატი დანართი №2 სახელისუფლებო სპეციალური კავშირების პირველი კატეგორიის აბონენტთა ნუსხა № თანამდებობა 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი 5. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 6. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 7. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 8. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 9. საქართველოს ფინანსთა მინისტრი 10. საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი 11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 12. საქართველოს გენერალური პროკურორი 13. საქართველოს იუსტიციის მინისტრი 14. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე 15. ქალაქ თბილისის მერი 16. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი 17. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი 18. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 19. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 20. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე 21. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 22. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე 23. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი 24. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე 25. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. შენიშვნა: ჩამონათვალს არ აქვს რანგირების დატვირთვა.