შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.04.2001
ძალის დაკარგვა 29.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №122
სარეგისტრაციო კოდი 240050000.05.002.001031
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 11/04/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №122
2001 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების თანდართული წესი.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-10 ნაწილით შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ 2002 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნებულია მოგების გადასახადით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ცენტრალიზებული წესი. კერძოდ, შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მოგების გადასახადი მთლიანად ჩაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდგომ ნაწილდება ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონის შესაბამისად.
შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2001 წლის 1 იანვრიდან ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილების მოწესრიგების მიზნით:
1. საქართველოს ეროვნულ ბანკში დამატებით გახსნილ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციის ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების №396118802 ანგარიშზე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის – №397118102 ანგარიშზე) მთლიანად ჩაირიცხება შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გადახდილი მოგების გადასახადი.
2. შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ზემოთ აღნიშნულ ანგარიშზე ჩარიცხული მოგების გადასახადი ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლის 42-ე ნაწილით განსაზღვრული თანხა ჩაირიცხება საქართველოს ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე;
ბ) დარჩენილი თანხიდან:
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რკინიგზის სამმართველოს საწარმოების მიხედვით განსაზღვრული მოგების გადასახადის 99 პროცენტი ჩაირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში, ხოლო 1 პროცენტი – საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში;
– საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების რკინიგზის სტრუქტურული ქვედანაყოფების საწარმოების მიხედვით განსაზღვრული მოგების გადასახადის 85 პროცენტი ჩაირიცხება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში, ხოლო 15 პროცენტი – საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების კუთვნილი თანხების ჩარიცხვა მათ ბიუჯეტებში ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ბანკში ამ მიზნით გახსნილი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების გადასახადებისა და შემოსავლების გამანაწილებელი სატრანზიტო ანგარიშიდან შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შესაბამისად №397118102 და №396118802 ანგარიშებზე წარმოდგენილი და დამოწმებული საგადასახადო დავალების მეორე გვერდზე მოცემული განაწილებისამებრ.