⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.03.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს აეროპორტებში უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.10.2000
ძალის დაკარგვა 23.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №439
სარეგისტრაციო კოდი 310050020.05.002.001905
გამოქვეყნების წყარო სსმ, 93, 13/10/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,723 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2000 მიღება
23.03.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს აეროპორტებში უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 52.15pt 42.55pt 49.6pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №439 2000 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს აეროპორტებში უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით: 1. დამტკიცდეს საქართველოს აეროპორტებში უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 იანვრის №01 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს აეროპორტებში უმაღლესი თანამდებობის პირთა მომსახურების ინსტრუქცია“. ე. შევარდნაძე საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესი 1. ქ. თბილისის აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებისა და უცხო ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების მომსახურებისათვის გამოყოფილია სამი სამთავრობო დარბაზი, ხოლო საქართველოს სხვა აეროპორტებში – განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირთა მომსახურების დარბაზები. 2. ქ. თბილისის აეროპორტში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი პირველი (VIP1) სამთავრობო დარბაზით (აეროპორტის ძველი კორპუსის მარჯვენა ფლიგელი) სარგებლობენ: – საქართველოს პრეზიდენტი; – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; – ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები. პირველი დარბაზით ასევე სარგებლობენ: – ზემოაღნიშნულ პირთა მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების თანამდებობის პირები და დელეგაციები*; – საქართველოს იმ ოფიციალურ დელეგაციათა წევრები, რომლებიც მიემგზავრებიან ან ბრუნდებიან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ზემოაღნიშნულ პირთა ხელმძღვანელობით (ამ ოფიციალურ დელეგაციათა თანმხლები პირები სარგებლობენ ქ. თბილისის აეროპორტში (ძველი კორპუსის მარცხენა ფლიგელი) მეორე (VIP2) სამთავრობო დარბაზით). 3. ქ. თბილისის აეროპორტის მეორე (VIP2) სამთავრობო დარბაზით (აეროპორტის ძველი კორპუსის მარცხენა ფლიგელი) სარგებლობენ*: – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები; – საქართველოს პარლამენტის წევრები; – საქართველოს მინისტრები; – საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები; – ქ. თბილისის მერი; – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი; – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები; – საქართველოს გენერალური პროკურორი; – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; – საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი; – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები; – საქართველოს სახალხო დამცველი; – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე; – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები; – საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარეები; – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები; – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები; – საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი; – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; – საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საერთაშორისო მისიათა ხელმძღვანელები და საზღვარგარეთის ქვეყნების გენერალური კონსულები საქართველოში; – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერი; – ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე; – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარე; – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი; – დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; – სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; – საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსი – საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანი; – სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი; – სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; – ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი – ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი; – ზემოაღნიშნულ პირთა მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების თანამდებობის პირები და დელეგაციები; – დელეგაციები ზემოაღნიშნულ პირთა მეთაურობით; – ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მგზავრობენ მათთან ერთად). 4. ქ. თბილისის აეროპორტის მესამე (VIP3) სამთავრობო დარბაზით (აეროპორტის ახალი შენობის მარცხენა ფლიგელი) სარგებლობენ: – საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტების თავმჯდომარეები; – საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრები; – იუსტიციის საბჭოს წევრები; – საქართველოს მინისტრების მოადგილეები; – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები; – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები; – აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების დეპუტატები და მთავრობათა წევრები; – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილეები; – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამსახურების უფროსები; – დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე; – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დამოუკიდებელი განყოფილებების უფროსები; – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მთავარი კონსულტანტები; – საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარე; – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე; – საქართველოს კავშირგაბმულობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე; – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და გენერალური კონსულები; – საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატები; – საზღვარგარეთის ქვეყნების საპატიო კონსულები საქართველოში; – საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები; – საქართველოს შემოქმედებითი კავშირების თავმჯდომარეები; – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამსახურების უფროსების მოადგილეები; – დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეები; – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეები; – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები; – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები; – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტები; – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეები; – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის მოადგილეები; – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილეები; – საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეები; – საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსები; – საქართველოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე; – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი; – საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტების თავმჯდომარეთა მოადგილეები; – საქართველოს ქალაქების მერები; – ქ. თბილისის რაიონების გამგებლები; – საქართველოს რაიონების გამგებლები; – საქართველოს საპატიო მოქალაქეები; – ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მგზავრობენ მათთან ერთად); – ზემოაღნიშნულ პირთა მიერ მოწვეული საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციები; – დელეგაციები ზემოაღნიშნულ პირთა მეთაურობით; – საქართველოსა და უცხო ქვეყნების დიპლომატიური კურიერები. 5. საქართველოს აეროპორტებში უმაღლესი თანამდებობის პირთა სასაზღვრო მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი წესები: საბუთების შემოწმებისას, რომელიც წარმოებს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, სავალდებულოა: ა) შეადარონ საბუთებში ჩაკრული ფოტოსურათი წარმომდგენ პირ­თან; ბ) შეამოწმონ შეესაბამება თუ არა საბუთი ნიმუშს; გ) ვიზუალურად ან ტექნიკური საშუალებებით (თუ მოითხოვს ვითარება) შეამოწმონ ფოტოსურათის შეცვლის ან გაყალბების რაიმე ნიშანი; დ) შეამოწმონ საბუთებისა და ვიზის შევსების სისწორე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საბუთში ფურცლების ნუმერაცია და რაოდენობა; ე) შეამოწმონ შეესაბამება თუ არა წარმოდგენილ საბუთებს ვიზაში მოცემული ცნობები; ვ) შეამოწმონ, ხომ არ მიეკუთვნება საბუთების წარმომდგენი იმ პირებს, რომლებსაც საქართველოში შემოსვლა აკრძალული აქვთ, აგრეთვე ხომ არ არის ამ პირის მიმართ ოპერატიული დავალება ან ორიენტირება; ზ) დაათარიღონ საბუთში საკონტროლო-გამტარი პუნქტის შტამპით ჩამოსვლა ან წასვლა და შეიტანონ მასში სხვა საჭირო სამსახურებრივი აღნიშვნები. 6. საქართველოს აეროპორტების სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საპასპორტო მომსახურების მიზნით საქარ­თველოს უმაღლესი თანამდებობის პირების თანმხლები და სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების საზღვარგარეთ ან უცხოეთის ოფიციალური დელეგაციების საქართველოში ვიზიტის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელ­მწიფო პროტოკოლის სამსახური საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაც­ვის სახელმწიფო დეპარტამენტს და აეროპორტის ხელმძღვანელობას, როგორც წესი, ერთი საათით ადრე წარუდგენს ზემოაღნიშნული დელეგაციების წევრთა პასპორტებს და/ან სიას. 7. ქ. თბილისის აეროპორტის სამივე სამთავრობო დარბაზით სარ­გებლობა ხორციელდება მხოლოდ წინასწარი დაკვეთით. 8. ქ. თბილისის აეროპორტის მეორე (VIP2) სამთავრობო დარბაზით სარგებლობის უფლება საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის წერილობითი ნებართვის საფუძველზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით ეძლევათ იმ პირებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული მესამე პუნქტში. 9. ქ. თბილისის აეროპორტის მესამე (VIP3) სამთავრობო დარბაზით სარგებლობის უფლება აეროპორტის ხელმძღვანელობის წინასწარი ნებართვით მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული მეოთხე პუნქტში. 10. ქ. თბილისის აეროპორტის პირველ (VIP1) სამთავრობო დარბაზში მომსახურება უფასოა. 11. ქ. თბილისის აეროპორტის მეორე (VIP2) სამთავრობო დარბაზში და მესამე (VIP3) სამთავრობო დარბაზში მომსახურება ფასიანია*, გარდა საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისიათა ხელმძღვანელებისა (მათი პირველი ჩამოსვლისას და ქვეყნებიდან საბოლოოდ წასვლისას რწმუნებათა ვადის გასვლის გამო) და დიპკურიერებისა. 12. აეროპორტის მეორე (VIP2) და მესამე (VIP3) სამთავრობო დარბაზებში მომსახურების სახეები და ტარიფი დგინდება აეროპორტის ხელმძღვანელობის მიერ. 13. ქ. თბილისის აეროპორტში პირველ და მეორე სამთავრობო დარბაზებში წესრიგისა და დასაცავი პირების უშიშროების უზრუნველყოფას, აღნიშნული დარბაზების თანამედროვე კავშირგაბმულობისა და საიმედო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვას და მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. 14. ქ. თბილისის აეროპორტის პირველ სამთავრობო დარბაზში (VIP1) შესაბამისი სერვისის შექმნას, კვების და მომსახურების ობიექტების სათანადო მომარაგებასა და ფუნქციონირებას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური აეროპორტის დირექციასა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად. 15. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჰაერო ტრან­სპორტის დეპარტამენტის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული კატეგორიის მგზავრთა შეუფერხებელ საბაჟო, სასაზღვრო, საკონსულო მომსახურებასა და ფრენის უშიშროების შემოწმებას. *  აღნიშნული პირებისა და დელეგაციების დაშვება თბილისის აეროპორტის პირველ (VIP1) სამთავრობო დარბაზში ხდება სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე თბილისის აეროპორტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობისადმი; ქ. თბილისის აეროპორტის პირველ (VIP1) სამთავრობო დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის დავალების საფუძველზე დაიშვებიან საზღვარგარეთის ქვეყნების ის ოფიციალური პირები, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. აღნიშნული პირების შეშვებას წერილობითი ფორმით ახორციელებენ: სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი; სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი. * მეორე და მესამე სამთავრობო დარბაზებით სარგებლობის უფლების მქონე პირთა ჩამონათვალს არა აქვს რანგირების დატვირთვა. *  მეორე და მესამე სამთავრობო დარბაზებით სარგებლობის უფლების მქონე პირთა სამსახურებრივი მივლინებით მგზავრობისას აღნიშნულ დარბაზებში მომსახურების ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი უწყების მიერ.