ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.04.2001
ძალის დაკარგვა 06.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №131
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.001034
გამოქვეყნების წყარო სსმ, 36, 17/04/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №131
2001 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულება.
ე. შევარდნაძე
ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს
დებულება
თავი I
ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს სტატუსი, შემადგენლობა და ფუნქციები
მუხლი 1🔗. ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს სტატუსი
1. ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
2. საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის ღონისძიებათა გეგმას და კოორდინაციას უწევს ამ ღონისძიებათა განხორციელებას.
3. საკოორდინაციო საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
მუხლი 2🔗. საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციები
1. საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის ძირითად მიმართულებათა დახვეწა მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების გათვალისწინებით, პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება;
ბ) სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგი;
გ) მონიტორინგის შედეგებისა და შემოსული წინადადებების ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება საქართველოს პრეზიდენტისათვის ანტიკორუფციული პროგრამის ღონისძიებათა ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
დ) რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის პრევენციისათვის;
ე) არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასმედიასთან, მეწარმეებთან და მოქალაქეთა სხვა ჯგუფებთან თანამშრომლობა ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამით გათვალისწინუბელ ღონისძიებათა განხორციელებასა და მონიტორინგში მათი ჩართვის მიზნით;
ვ) მოსახლეობის ანტიკორუფციული განათლების სისტემის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და ანტიკორუფციული პროპაგანდის ეფექტიანი მოდელების შემუშავება;
ზ) საერთაშორისო ანტიკორუფციულ პროგრამებთან და ინიციატივებთან თანამშრომლობა;
თ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ანტიკორუფციული პროგრამის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
მუხლი 3🔗. ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და შექმნის წესი
1. ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის და 12 წევრისაგან.
2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი.
3. საკოორდინაციო საბჭოს წევრებად საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს შეურყვნელი რეპუტაციის მქონე პირებს, რომლებიც საზოგადოების ფართო წრეებში სარგებლობენ მაღალი ავტორიტეტითა და ნდობით.
4. საკოორდინაციო საბჭოს 12 წევრიდან სულ ცოტა 6 პირი მაინც უნდა იყოს საზოგადოებრიობის წარმომადგენელი, რომელიც არ იმყოფება საჯარო სამსახურში.
5. საკოორდინაციო საბჭოს წევრები საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოიწვევიან 2 წლის ვადით. 2 წლის შემდეგ ხდება საბჭოს წევრთა ნახევრის განახლება. ამ ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე ხდება წილისყრა, რომლითაც გამოვლინდება ის 6 წევრი, რომელსაც უგრძელდება უფლებამოსილება 2 წლით. საბჭოს მდივანი წილისყრის გარეშე შედის იმ ჯგუფში, რომელსაც 2 წლით უგრძელდება უფლებამოსილება. ერთი და იგივე პირი შეიძლება მხოლოდ ზედიზედ ორჯერ იქნეს მოწვეული საბჭოს წევრად.
6. საკოორდინაციო საბჭოს ვადაზე ადრე გამოკლებული წევრის ნაცვლად დარჩენილი ვადით მოიწვევა ახალი წევრი იმავე წესითა და პირობებით, როგორითაც მოწვეული იყო გამოკლებული წევრი.
7. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს აუნაზღაურდებათ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯები.
მუხლი 4🔗. საკოორდინაციო საბჭოს უფლებები
1. საკოორდინაციო საბჭოს შეუძლია სხდომაზე მოიწვიოს ნებისმიერი თანამდებობის პირი და მოაწყოს ანტიკორუფციული პროგრამის ცალკეული საკითხებით საჯარო განხილვები.
2. საკოორდინაციო საბჭოსა და მის წევრებს შეუძლიათ სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვონ საკითხის განხილვისათვის საჭირო დასკვნებისა და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა მის მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში, გარდა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.
3. საკოორდინაციო საბჭოს შეუძლია განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მიმართოს სარეკომენდაციო წერილებით.
მუხლი 5🔗. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები
1. საკოორდინაციო საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ მაინც საქართველოს პრეზიდენტის ან საბჭოს მინიმუმ 5 წევრის თხოვნით.
2. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ საბჭოს მდივნის მიერ ეცნობება სხდომამდე სულ ცოტა 3 დღით ადრე, ხოლო საგანგებო სხდომის მოწვევის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.
3. საკოორდინაციო საბჭოს წევრს შეუძლია მოითხოვოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა, რის შესახებაც მან საბჭოს მდივანს უნდა აცნობოს სხდომამდე 4 დღით ადრე მაინც. საბჭოს შეუძლია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით დღის წესრიგში შეიტანოს საბჭოს წევრის მიერ ამ მოთხოვნათა დაუცველად დასმული საკითხიც.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხი გამოაქვს საბჭოს მდივანს ან საბჭოს იმ წევრს, რომელსაც საბჭომ სთხოვა საკითხის მომზადება ან რომელმაც მოითხოვა საკითხის დღის წესრიგში შეტანა.
5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით საბჭოს მდივანი.
6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს მდივანი და ოქმის შემდგენი პირი. საბჭოს წევრს შეუძლია მოითხოვოს თავისი განსაკუთრებული აზრის სრულად დაფიქსირება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმი საჯარო დოკუმენტია, გარდა ოქმის იმ ნაწილებისა, რომელთა გასაიდუმლოება დასაშვებია კანონით.
მუხლი 6🔗. საკოორდინაციო საბჭოს მდივანი
1. საკოორდინაციო საბჭოს მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საბჭოს მდივანი:
ა) ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს აპარატს;
ბ) საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში განკარგავს საბჭოს აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს;
გ) ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
დ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში სპეციალური რწმუნების გარეშე;
ე) ორგანიზებას უკეთებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს მასზე განსახილველი საკითხების მომზადებას;
ვ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებს სათანადო ინფორმაციით;
ზ) უძღვება საქმის წარმოებას;
თ) ამზადებს ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშს საკოორდინაციო საბჭოსათვის წარსადგენად.
3. საბჭოს მდივანი პასუხისმგებელია საკოორდინაციო საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობის დასაფინანსებლად ამ დებულების მე-11 მუხლში გათვალისწინებულ ფონდთან ურთიერთობისათვის.
4. საბჭოს მდივანი არ შეიძლება იმავდროულად ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას.
მუხლი 7🔗. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები
1. საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვალდებულია თავი შეიკავოს იმ საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღებისაგან, რომელთან დაკავშირებითაც მას გააჩნია პირადი ინტერესი.
თავი II
საკოორდინაციო საბჭოს აპარატის სტრუქტურა და ფუნქციები
მუხლი 8🔗. საკოორდინაციო საბჭოს აპარატი
1. ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფისათვის იქმნება საბჭოს აპარატი.
2. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოს წინაშე.
მუხლი 9🔗. საბჭოს აპარატის თანამშრომლების დანიშვნისა და გათავისუფლების წესი
1. საბჭოს აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს მდივანი საკოორდინაციო საბჭოს მიერ თითოეული კანდიდატურის გამოცდილებისა და რეპუტაციის ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ.
2. საბჭოს აპარატის თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი შეიძლება დაისვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ;
ბ) არსებობს სანდო მონაცემები მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის აშკარად შეუფერებელი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია საბჭოს დისკრედიტაცია;
გ) წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, არასათანადოდ ასრულებს მისთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს.
მუხლი 10🔗. საბჭოს აპარატის სტრუქტურა
1. საბჭოს აპარატი შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისგან:
ა) ანტიკორუფციული პოლიტიკის მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილება;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
გ) საერთაშორისო ანტიკორუფციულ პროგრამებთან და ინიციატივებთან თანამშრომლობის განყოფილება;
დ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
2. საბჭოს აპარატის საშტატო განრიგსა და შინაგანაწესს საბჭოს მდივნის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
თავი III
საკოორდინაციო საბჭოს ფინანსური უზრუნველყოფა
მუხლი 11🔗. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა
1. საკოორდინაციო საბჭოს დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საკოორდინაციო საბჭოს, მისი აპარატისა და მოწვეული ექსპერტების საქმიანობის დაფინანსება ხდება კერძო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი სტატუსის მქონე „ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის განხორციელების ხელშემწყობი ფონდიდან“.
2. ფონდს აფუძნებს სახელმწიფო, აგრეთვე ის უცხოური და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, რომლებიც გამოთქვამენ საამისო მზადყოფნას.
3. ფონდის მართვა და თანხების განკარგვა ხდება ფონდის გამგეობის მიერ ფონდის წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.