⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.02.2004)
გაუქმებულია:

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აპრილის №131 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 08.05.2001
ძალის დაკარგვა 06.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №187
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 10/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 843 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.05.2001 მიღება
06.02.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აპრილის №131 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 28.35pt 51.05pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №187 2001 წლის 8 მაისი ქ. თბილისი საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აპრილის №131 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: 1. შეიქმნას საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. დამტკიცდეს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს თანდართული დებულება. 3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ. ძნელაძე) და თბილისის მერიამ (ი.ზოდელავა) ოთხ თვეში გადაწყვიტონ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს განთავსების საკითხი. 4. საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები განისაზღვრება ბიუროს დებულებით. 5. „ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აპრილის №131 ბრძანებულებით დამტკიცებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) მე-6 მუხლის: ა.ა) მე-2  პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები; ა.ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „საბჭოსა და საბჭოს აპარატის“ შეიცვალოს სიტყვით „საბჭოს“; ა.გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს II თავის სახელწოდება და მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები მთლიანად; გ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მისი აპარატისა“. ე. შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს დ ე ბ უ ლ ე ბ ა I. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდებაა „საქართველოს  ანტიკორუფციული ბიურო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი“ (ტექსტში შემდგომში – ბიურო). 2. ბიურო შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს ანგარიში ბანკში (მათ შორის უცხოურ ვალუტაში), ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით და ემბლემით. 3. ბიურო იქმნება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს (ტექსტში შემდგომში – საბჭო) ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფისა და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით. II. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 4. ბიურო შექმნილია ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორ-დინაციო საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფის მიზნით. III. ბიუროს მართვა და პერსონალი 5. ბიუროს დირექტორია საკოორდინაციო საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულებით განსაზღვრული წესით. 6. საბჭოს მდივანი – ბიუროს დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და მართავს ბიუროს საქმიანობას; ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ბიუროს ქონებასა და ფინანსებს, პერსონალურად პასუხისმგებელია ბიუროს საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის; გ) წარმოადგენს ბიუროს მესამე პირთან ურთიერთობაში; დ) ადგენს ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად; ე) ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს; ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. 7. ბიუროს საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 8. ბიუროს დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში უძღვება ბიუროს საქმიანობას. 9. ბიუროს თანამშრომლებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს დირექტორი საბჭოს მიერ თითოეული კანდიდატურის განხილვის შედეგების გათვალისწინებით. IV. ფინანსური უზრუნველყოფა 10. ბიუროს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 11. ბიუროს მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 12. წელიწადში ერთხელ ან მოთხოვნისთანავე ბიურო საბჭოს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს. V. სახელმწიფო კონტროლი 13. ბიუროს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით. 14. ბიუროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. VI. ბიუროს სტრუქტურა 15. ბიურო შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან: ა) ანტიკორუფციული პოლიტიკის მონიტორინგისა და ანალიზის ჯგუფი; ბ) იურიდიული ჯგუფი; გ) საერთაშორისო ურთიერთობის ჯგუფი; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი; ე) ადმინისტრაციულ-ტექნიკური ჯგუფი. VII. ლიკვიდაციის წესი და პირობები 16. ბიუროს ლიკვიდაცია ხდება  საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ბიუროს ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. VIII. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი 17. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.