საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 04.02.2004
ძალის დაკარგვა 23.04.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 040030050.05.002.002856
გამოქვეყნების წყარო სსმ, 14, 06/02/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზებული უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სალიკვიდაციო კომისიის გაუქმების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 22.04.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:35.4pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; color:black;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; color:black; font-style:italic; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 3.55pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №40
2004 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ
ანტიკორუფციული პოლიტიკის კოორდინაციის გაძლიერებასა და შესაბამისი უფლებამოსილებების საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით:
1. შეუწყდეს უფლებამოსილება ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აპრილის №131 ბრძანებულება "ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ".
3. საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ უგულავა – საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვის ორგანოებთან და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
ზურაბ მიმინოშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი
გელა ჩარკვიანი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ უზრუნველყოს საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მოსამსახურეთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სათანადო ასიგნებათა გამოყოფა.
5. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა და 2004 წლის 31 იანვრის მდგომარეობით არსებულ დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. რეხვიაშვილი) კომისიის დასკვნის საფუძველზე უზრუნველყონ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა, დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა დამტკიცება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2004 წლის 1 მარტისა. კომისია თავის საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
8. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
9. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით.
10. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.
11. კომისიის საბოლოო დასკვნას, რეკომენდაციას ან სხვა სახის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის ბოლო სხდომის დამთავრებიდან ორ სამუშაო დღეში კომისიის ყველა წევრი ასევე ხელს აწერს ბოლო სხდომის ოქმს.
12. კომისიის მუშაობის შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
13. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 8 მაისის №187 ბრძანებულება "საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აპრილის №131 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ".
მ. სააკაშვილი