საქართველოში 2002 წლის ტურიზმის მხარდაჭერისა და განვითარების – ტურიზმის წლად გამოცხადების შესახებ
მიღების თარიღი 20.04.2001
ძალის დაკარგვა 04.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №144
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.001043
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39, 23/04/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- `საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 02.12.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში 2002 წლის ტურიზმის მხარდაჭერისა და განვითარების – ტურიზმის წლად გამოცხადების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №144
2001 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოში 2002 წლის ტურიზმის მხარდაჭერისა და განვითარების – ტურიზმის წლად გამოცხადების შესახებ
საქართველოში ტურიზმის დარგის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ეკონომიკური რეფორმების შემდგომი გაღრმავების, სიღარიბის დაძლევის, მოსახლეობის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის, ტურიზმის მეშვეობით მიღებული საერთო შემოსავლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანების გაზრდის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის, საერთაშორისო საფინანსო და სხვა დონორი ორგანიზაციების, მთელი მსოფლიოს წინაშე ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისადმი სახელმწიფო ნების კიდევ ერთხელ საჯაროდ გაცხადების მიზნით:
1. საქართველოში 2002 წელი გამოცხადდეს ტურიზმის მხარდაჭერისა და განვითარების – ტურიზმის წლად.
2. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ.შუბლაძე):
ა) უზრუნველყოს 2001 წლის განმავლობაში დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კონცეფციისა და სამოქმედო პროგრამის შემუშავება და მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენა ამა წლის მე-3 კვარტალში;
ბ) შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარუდგინოს გარდამავალ სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებთან ერთად ახალი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები 2002 წლის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატიურ გეგმაში შესატანად;
გ) მიიღოს ყველა ზომა საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ნაკადებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ტემპის დაჩქარების უზრუნველყოფისათვის;
დ) მოამზადოს ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი პროექტები და წარუდგინოს ისინი სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის ინფრასტრუქტურის ქვეკომიტეტს;
ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და ქვეყანაში მზარდი კერძო ტურისტული სექტორის და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, დადგენილი წესით წარმოადგინოს წინადადებები დარგის სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების შემდგომი სრულყოფის შესახებ;
ვ) სისტემატურად იზრუნოს ქვეყანაში ტურიზმის დარგში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საგადასახადო სისტემის უზრუნველყოფისათვის და დადგენილი წესით პერიოდულად წარმოადგინოს წინადადებები აღნიშნულთან დაკავშირებით.
3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი.ჩხარტიშვილი) 2002 წლის ტურიზმის წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატიურ გეგმაში ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მაქსიმალური გათვალისწინება.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისას მხედველობაში მიიღოს არსებული ფინანსური შესაძლებლობანი და განიხილოს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური გეგმით გათვალისწინებული საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებისათვის საჭირო ასიგნებათა გამოყოფის საკითხი.
5. ეთხოვოთ საქართველოში მსოფლიო ბანკის (ტ.იაპრაკი), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (კ.ლეინი), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) (მ.ბორზოტი), აშშ განვითარების სააგენტოს (USAD) და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში 2002 წლის ტურიზმის წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანიზაციებში შუამდგომლობა გაუწიონ ტურიზმის განვითარების ხელშემწყობ პროექტებს მათი შემდგომი დაფინანსების მიზნით. აღნიშნულის კოორდინაცია განახორციელოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეკონომიკური რეფორმების საკითხებში თ.ბასილიამ.
6. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ.ადეიშვილი):
ა) 2001 წლის ბოლომდე დიდი აბრეშუმის გზისა და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით შეიმუშაოს მგზავრთა გადაყვანის ზრდის ხელშეწყობის სტრატეგიული გეგმა;
ბ) სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უშუალო მონაწილეობით შეიმუშაოს ტურიზმის განვითარების მოქნილი მარკეტინგული სტრატეგია და ხელი შეუწყოს ჩარტერული რეისების ამოქმედებას; მიიღოს ყველა საჭირო ზომა საქართველოსა და უცხოეთის ავიაკომპანიების თბილისის საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;
გ) საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მონაწილეობით და ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად წარმოადგინოს წინადადებები ქვეყანაში საზღვაო ტურიზმისათვის ხელშეწყობის მიზნით.
7. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ.კირვალიძე) ხელი შეუწყოს „სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში“ პროგრამის შუალედური შეფასების შემდეგ აგროტურიზმის განვითარების საჭირო ღონისძიებათა გათვალისწინებას.
8. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ.ძნელაძე) უზრუნველყოს ტურიზმისა და კურორტების დარგში პრივატიზებულ ობიექტთა მყიდველების მიერ სახელშეკრულებო პირობების შესრულების მონიტორინგი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საერთო მოძრაობაში ამ ობიექტების აქტიურად ჩართვის მიზნით.
9. საქართველოს კულტურის სამინისტრომ (ს.გოგიბერიძე):
ა) ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდთან და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოს ქვეყნის კულტურის, ისტორიის, არქიტექტურის ძეგლთა პროპაგანდა და ფართოდ რეკლამირება;
ბ) ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად შექმნას სამუშაო ჯგუფი კულტურული ტურიზმის კონცეპტუალურად გააზრებისა და მისი განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით.
10. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ.ჩხობაძე):
ა) გაითვალისწინოს დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონების შექმნისას ტურიზმის პრიორიტეტული მნიშვნელობა;
ბ) ქვეყნის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით უზრუნველყოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის განვითარების პირველი ფაზის დამთავრების შემდეგ დაგეგმილი დაფინანსებიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფა აღნიშნულ ზონაში განლაგებული კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების მომზადებისათვის;
გ) სვანეთის დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის პროექტის შემუშავებისას რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით უზრუნველყოს ამ პროცესში ტურიზმის ექსპერტთა აქტიური ჩაბმა.
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.ჯორბენაძე) 2002 წლისათვის შეიმუშაოს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები სოციალურად დაუცველი ფენებისა და განსაკუთრებით ტუბერკულოზით დაავადებულთა სანატორიულ-კურორტული მკურნალობის უზრუნველსაყოფად.
12. ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა და რაიონების გამგებლებმა დაამყარონ მჭიდრო კავშირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მის ტერიტორიულ ორგანოებთან ტურისტული ჯგუფების გადაადგილებისას, საცხოვრებელ ადგილებში და მონახულების ობიექტებზე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
13. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი) უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით ფართო პროპაგანდა გაუწიოს საქართვე-ლოში ტურიზმის დარგში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის დარგის მხარდამჭერ პოლიტიკას.
14. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი) შეიმუშაოს საქართველოში ტურიზმისა და კურორტების განვითარების პრიორიტეტული ახალი საინვესტიციო წინადადებები და უზრუნველყოს სათანადო პროგრამების, მაკეტებისა და თვალსაჩინო მასალის მომზადება.
15. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია) გაითვალისწინოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან სახსრების მოზიდვის აუცილებლობა ტურისტულ-საკურორტო დარგის კადრებისა და ექსპერტების მომზადებისათვის.
16. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2001 წლის 7 მარტის №24 ბრძანებით შექმნილმა საქართველოში ტურიზმისა და კურორტების დარგის ეკონომიკური ეფექტიანობის განსაზღვრისა და სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების დათვლის მეთოდიკის შემმუშავებელმა სახელმწიფო კომისიამ (თ.ისაკაძე) უზრუნველყოს ტურიზმისა და კურორტების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანების დათვლის მეთოდიკის პრაქტიკაში დანერგვა.
17. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა და რაიონების გამგებლებმა თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ტურიზმის საკითხებს, შეიმუშაონ შესაბამის რეგიონებში ტურიზმის განვითარების კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად მოამზადონ საინვესტიციო წინადადებები და პროექტები უცხოური თუ ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ტურიზმის დარგში არსებული საინვესტიციო პოტენციალისა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პოლიტიკის გათვალისწინებით.
18. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ (პ.მამრაძე) უზრუნველყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან გ.არსენიშვილთან კვარტალში ერთხელ ტურიზმის განვითარების საკითხებზე თათბირების გამართვა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ეკონომიკური ბლოკის შეხვედრებში ტურიზმის დარგის სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელთა სავალდებულო მონაწილეობის საკითხი.
19. ეთხოვოს საქართველოს ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობას (ზ.შენგელია) დაგეგმოს გადაცემათა სპეციალური ციკლი 2002 წლის ტურიზმის წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
20. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თ.ისაკაძემ.
ე. შევარდნაძე