⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.07.2004)
გაუქმებულია:

ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 23.04.2001
ძალის დაკარგვა 22.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №150
სარეგისტრაციო კოდი 480000000.05.002.001045
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 27/04/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,396 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.04.2001 მიღება
22.07.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №150 2001 წლის 23 აპრილი ქ. თბილისი ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება, მის სტრუქტურებში თანმიმდევრული ინტეგრაციის მიზნით, წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მოითხოვს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებას და ძალისხმევას. ამ პროცესის ინტენ­სიფიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით: 1. შეიქმნას ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო). 2. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება და შემად­გენლობა. 3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთი­ერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში. 4. საქართველოს ევროკავშირთან და მის წევრ სახელ­მწიფოებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელმა ყველა სამთავრობო სტრუქტურამ თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს საბჭოს გადაწ­ყვეტილებები და რეკომენდაციები. 5. საბჭოზე განსახილველ საკითხთა მომზადების, სხდომების ორგანიზებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მონიტორინგის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროში, არსებული საშტატო განრიგის ფარგლებში, საბჭოს პასუხისმგებელ მდივანთან შეიქმნას საბჭოს სამდივნო. 6. ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭოს მდივანმა თ.ბერუჩაშვილმა ერთ თვეში დასამტკიცებლად წარმო­ადგინოს საბჭოს 2001 წლის სამუშაო გეგმა. ე. შევარდნაძე ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულებით. 2. საბ­ჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელ­შეკრულებებით, შეთანხმებებითა და საქართველოს პრეზიდენტის აქტებით.     მუხლი 2🔗. საბჭოს ძირთადი ამოცანები საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა და რეკომენ­დაციათა მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, სამართლებრივ და სხვა სახის თანამშრომლობის ეფექტიანობის ზრდას; ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ივლისის №317 ბრძანებულების საფუძველზე მოქმედი საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება და განხილვა; გ) ევროკავშირის დახმარების ფარგლებში თანამშრომლობის ინდიკატიური და სამოქმედო პროგრამების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება, ამ პროგრამების განხორციელების შესახებ ინფორმაციების გაცნობა და განხილვა; დ) ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ორმხრივი სამთავრობო კომისიების საქმიანობის შესახებ ინფორ­მაციის მოსმენა; ე) ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისაგან მიღე­ბული გრანტების, ფინანსური, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიზნობრივად გამოყენების კოორდინაცია და მონი­ტორინგი; ვ) საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონ­მდებლობასთან შემდგომი ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა.     მუხლი 3🔗. საბჭოს უფლება-მოვალეობანი საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს თავის სხდომებზე ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ნებისმიერი საკითხი და მოამ­ზადოს შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტები საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად; ბ) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობა ევრო­კავშირის სტრუქტურებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს მათთან გასაფორმებელ ხელშეკრულებათა პროექტები; გ) მოსთხოვოს სახელმწიფო მმართველობის ნებისმიერ ორგა­ნოს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებს, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს მასალები და ინფორმაცია საბჭოს კომპე­ტენციის ფარგლებში; დ) დადგენილი წესით გამოსცეს თავისი საქმიანობის ამსახველი ჟურნალები, ბიულეტენები და სხვა სახის ნაბეჭდი მასალები, უზრუნ­ველყოს სისტემატური ურთიერთობა საზოგადოებასთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; ე) სამინისტროების, უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციათა, მეცნიერების, მეწარმეების წარმომადგენლობებისაგან შექმნას მუდმივ­მოქმედი და დროებითი კომისიები, სამუშაო ჯგუფები ევროკავშირის სტრუქტურებთან და მის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ცალ­კეულ პრობლემათა გადაჭრის ღონისძიებათა შესამუშავებლად.     მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობასა და სხდომებს. 2. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საბჭოს საქმიანობის საკითხებს განიხილავს და პრეზიდენტს შესაბამის წინადადებებს წარუდ­გენს საბჭოს მდივანი. 3. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს, აგრეთვე საბჭოს მიმდინარე საქმიანობას, შესაბამისი სამდივნოს მეშვეობით, ახორციელებს საბჭოს მდივანი.     მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზება 1. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდო­მარე საბჭოს მდივნის წარდგინებით. 2. საბჭოს სხდომებზე საკითხის გადატანის უფლება აქვთ: ა) საბჭოს თავმჯდომარეს; ბ) საბჭოს წევრებს; გ) მთავრობის სხვა წევრებს; დ) აუცილებლობის შემთხვევაში, საბჭოს მდივნის წარდგინებით სხვა პასუხისმგებელ პირებს. 3. საბჭო ამზადებს წინადადებებს საქართველოს პრეზი­დენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესამუშავებლად. 4. საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს თავმჯდომარე – საქართველოს პრეზიდენტი. 5. საბჭო მოისმენს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყე­ბების, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ინფორმაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხთა განხორციელების შესახებ.     მუხლი 6🔗. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი 1. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, კვარტალში ერთხელ მაინც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პრეზი­დენ­ტის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის საფუძველზე. 3. ყოველი კვარტალის დაწყებამდე ერთი თვით ადრე საბჭოს წევრები, საქართველოს სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები თავიანთ წინადადებებს საბჭოს სხდომებზე განსახილველი საკითხების შესახებ თარიღის მითითებით წარუდგენენ საბჭოს მდივანს, რის საფუძველზეც დგება კვარტალური გეგმა, ხოლო IV კვარტალის ბოლოს - მომავალი წლის პერსპექტიული გეგმა. 4. საბჭოს მდივანი ადგენს წლიური და კვარტალური სამუშაო გეგმების პროექტებს შემოსულ წინადადებათა საფუძველზე, აზუსტებს საკითხთა განხილვის ვადებს და წარუდგენს დასამტკიცებლად საქარ­თველოს პრეზიდენტს. 5. საბჭოს მდივანი სამდივნოს მეშვეობით კონტროლს უწევს სამუშაო გეგმების შესრულებასა და საბჭოს სხდომებზე განსახილველი საკითხების მომზადებას.     მუხლი 7🔗. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის წინასწარი განხილვა 1. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს განიხილავს საბჭოს მდივანი, რომელსაც შემდგომ ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე - საქართველოს პრეზიდენტი. 2. საბჭოს დღის წესრიგის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ხუთი დღით ადრე ბარდება საქართველოს პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს.     მუხლი 8🔗. საკითხების შეტანა საბჭოს სხდომაზე განსახილველად 1. საბჭოს სხდომაზე განიხილება საბჭოს დებულებით განსაზ­ღვრული საკითხები. 2. საბჭო განიხილავს: ა) საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს; ბ) სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელების ინფორმაციებს და მოისმენს ანგარიშს ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის პოლიტიკის რეალიზების საკითხებზე. 3. საბჭოს სხდომაზე განსახილველ თითოეულ საკითხზე მომ­ზადებულ უნდა იქნეს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მიმართულებები, რეკომენდაციები, პროგრამები. 4. მოხსენებითი ბარათი (ცნობა) უნდა იყოს ხელმოწერილი და ვიზირებული იმ მინისტრების, დეპარტამენტთა და უწყებათა ხელმძღვანელების, სახელმწიფო რწმუნებულების, ქალაქების მერებისა და რაიონების გამგეობათა თავმჯდომარეების მიერ, რომლებსაც შემოაქვთ საკითხი. 5. საბჭოს სხდომაზე განსახილველი პროექტები, რომლებიც შეეხება საქართველოს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ქალაქებისა და რაიონების გამგეობების ინტერესებს ან კომპეტენციას, წინასწარ უნდა იქნეს მათთან განხილული. საქართველოს სამინის­ტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვა­ნელები მოვალენი არიან მისცენ დასკვნა მათთან განხილულ საბჭოს სხდომაზე გასატან საკითხთა პროექტებს მათი მიღებიდან ათ დღეში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებიან, დაასაბუთონ საწინააღმდეგო მოსაზრებანი და თან დაურთონ შემოთავაზებული რედაქცია. 6. საბჭოს სხდომის გამართვამდე 10 დღით ადრე სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები ვალდებული არიან წარუდგინონ საბჭოს სამდივნოს მზა მასალები სხდომაზე განსახილველად. 7. საბჭოს სხდომაზე შემოტანილ არადამაკმაყოფილებლად და რეგლამენტის დარღვევით მომზადებულ საკითხებს საბჭოს სამდივნო, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, უბრუნებს საკითხის შემომტანს ხელახალი გადამუშავებისათვის.     მუხლი 9🔗. საბჭოს სხდომები 1. საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად მიიწვევიან დაინტერესებულ უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები. 2. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხზე მომხსენებელს ეძლევა სულ 15 წუთი, თანამომხსენებელს – 7 წუთი, კამათში მონა­წილეებს – 3-5 წუთი. 3. საბჭოს სხდომათა ოქმს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს საბჭოს სამდივნო. 4. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ საბჭოს წევრებსა და შემსრულებლებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით. 5. ცალკეული გადაწყვეტილებანი ეგზავნებათ შემსრულებლებს იმ სიის მიხედვით, რომელსაც ადგენს საკითხის შემომტანი. ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ბურუჩაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს მდივანი მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში ალექსანდრე გოცირიძე – საქართველოს გაზის სახელმწიფო კორპორაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში; ევროპის გაერთიანებებთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი დავით მირცხულავა – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი გელა ჩარკვიანი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვანო ჩხარტიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიორგი ჭანტურია – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.