ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხთა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შესახებ
მიღების თარიღი 24.10.2000
ძალის დაკარგვა 21.05.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №460
სარეგისტრაციო კოდი 010220030.05.002.001918
გამოქვეყნების წყარო სსმ, 99, 27/10/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხთა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 49.6pt 51.05pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №460
2000 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხთა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შესახებ
„ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის მდგომარეობისა და მისი შემდგომი ამაღლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 ივლისის №314 ბრძანებულების მე-10 პუნქტისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი ურთიერთობის კოორდინირების, სამინისტროების (უწყებების) და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კომპეტენციის ფარგლების განსაზღვრისა და მათი შეთანხმებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით:
1. შეიქმნას ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხთა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია.
2. დამტკიცდეს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხთა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება და შემადგენლობა.
3. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხთა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას ორგანიზაცია გაუწიოს ტრასეკას ქვეყნების მთავრობათშორის კომისიაში საქართველოს ეროვნული მდივნის აპარატმა.
ე. შევარდნაძე
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხთა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის დებულება
I. ზოგადი დებულებანი
„ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხთა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების უზუნველსაყოფად ასრულებს ქვეყნის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობის მაკოორდინირებელ ფუნქციას.
II. კომისიის უფლებამოსილებანი
1. კომისია იქმნება ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და დასკვნების მოსამზადებლად.
2. კომისიის მიერ მომზადებული წინადადებები და დასკვნები თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა გაითვალისწინონ სამინისტროებმა, უწყებებმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა.
3. კომისიას უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
III. კომისიის საქმიანობის მიზანი და ამოცანები
1. კომისიის საქმიანობის მთავარი მიზანია ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების მოწესრიგება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ამ დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობისა და მგზავრების გადაყვანის მაჩვენებლების ზრდა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, დერეფნის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, პრობლემების გადასაწყვეტად სამინისტროებისა და უწყებების პოტენციალის გამოყენება და რეზერვების ამოქმედება.
2. ძირითადი მიზნის მისაღწევად კომისიის ამოცანებია:
ა) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე, სამთავრობო და უწყებრივ გადაწყვეტილებებზე, მათი შესრულების პროცესში წინადადებებისა და დასკვნების მომზადება, სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებების დასახვა;
ბ) წინადადებებისა და დასკვნების მომზადება იმ ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებასთან ან შეიძლება ზეგავლენა იქონიონ დერეფანში მიმდინარე პროცესებზე;
გ) საქართველოს ეროვნული დელეგაციისათვის ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიაში განსახილველად პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
დ) წინადადებების შემუშავება ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანში სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მათი განსახილველად წარდგენა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში;
ე) წინადადებებისა და დასკვნების მომზადება საქართველოს მიერთების შესახებ იმ საერთაშორისო კონვენციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ეფექტიან ფუნქციონირებას, აგრეთვე წინადადებების შემუშავება, რომლებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს;
ვ) „ტრასეკას“ სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებისა და განვითარების პრობლემური საკითხების გამოვლენა, მათი გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა და მათ აღმოსაფხვრელად წინადადებებისა და დასკვნების მომზადება ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ზ) „ტრასეკას“ დერეფანთან დაკავშირებული კომპლექსური ინფორმაციის მოპოვება ქვეყნის ყველა სამინისტროდან და უწყებიდან ერთ საერთო საინფორმაციო ბანკში, მისი შემდგომი ანალიზი და გამოყენების ორგანიზების შესახებ წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
თ) ამ სატრანსპორტო დერეფნის საქართველოს მონაკვეთის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებისა და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდის ღონისძიებათა დაკონკრეტება უწყებათა კომპეტენციის სფეროების მიხედვით, ღონისძიებების ერთიან სისტემად ფორმირება, მონიტორინგი და ანალიზი მათი განხორციელების ყველა ეტაპზე;
ი) „ტრასეკას“ სამთავრობათაშორისო კომისიის რეკომენდაციების საქართველოში განხორციელების მიზნით ქვეყნის სამინისტროებისა და უწყებებისათვის წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
კ) სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ამოცანების გრძელვადიანი სტრატეგიის შესაბამისად მოკლევადიანი დაგეგმვისა და მიზნობრივი პროგრამების განხორციელების შესახებ წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
ლ) კომპლექსურად შეისწავლოს და სათანადოდ შეაფასოს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების გრძელვადიანი პროგრამები,
გააანალიზოს მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი და შესაძლო ზარალი, დაასაბუთოს დერეფნის ტვირთ და მგზავრთნაკადების ოპტიმალური მოცულობითი ორიენტირები;
მ) სატრანსპორტო დერეფნის მომსახურე სხვადასხვა უწყებრივი დაქვემდებარების ინფრასტრუქტურისადმი მოთხოვნების სტანდარტების შემუშავების ორგანიზების შესახებ წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
ნ) სატრანსპორტო დერეფანში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების კომპლექსური განხილვა და დასკვნების მომზადება მათი განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ; ქართული მხარისათვის სარგებლიანობის პრინციპების დაცვით სატენდერო წინადადებების მომზადება;
ო) სატრანსპორტო დერეფანში განხორციელებული გადაზიდვების ტარიფების კონკურენტუნარიანი დონის განსაზღვრისა და მათი დანერგვის უზრუნველყოფის შესახებ წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
პ) ქვეყნის სასაზღვრო-საბაჟო გადასასვლელებზე სატრანზიტო ტვირთების საბაჟო და სხვა შემოწმების პროცედურების გამარტივებისა და დროის ნორმირებისათვის წინადადებების შემუშავება;
ჟ) ქვეყნის ძირითად სატრანზიტო მაგისტრალებზე საერთაშორისო ტვირთნაკადების მოძრაობის, ტვირთის დაცვის, ეკოლოგიური და სხვა სახის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შემუშავებისა და მათი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
რ) ყველა სხვა საკითხზე წინადადებებისა და დასკვნების მომზადება, რომლებიც დაკავშირებულია კომისიის წინაშე დასახული ძირითადი მიზნების მიღწევასთან.
IV. კომისიის სტრუქტურა და მართვა
1. კომისიის პერსონალური შემადგენლობის შეცვლა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.
3. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს მის მოადგილესა და კომისიის მდივანს.
4. კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას დროებითი ან მუდმივმოქმედი ქვეკომისია.
5. კომისიის განსახილველად საკითხების მომზადება ხორციელდება მისივე გადაწყვეტილებით დამტკიცებული გეგმის მიხედვით ან საინიციატივო წესით კომისიის რომელიმე წევრის მიერ.
6. სხდომები იმართება არანაკლებ ორ თვეში ერთხელ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომაც.
7. კომისიის სხდომის დღის წესრიგი, დრო და ადგილი ეცნობებათ მის წევრებს სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს ორი დღით ადრე.
8. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება მის წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.
9. კომისიის სხდომების შუალედში ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელება და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა ევალება კომისიის თავმჯდომარეს, მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილეს.
10. კომისის ამოცანების განხორციელებისათვის კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია კომისიის წევრებს დაავალოს ამ დებულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულება.
V. კომისიის ანგარიშგება
1. ყოველი სამეურნეო-საფინანსო წლის შედეგების მიხედვით კომისია ამზადებს „ტრასეკას“ სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებისა და მისი კონკურენტუნარიანობის მდგომარეობის ანალიზს როგორც საქართველოს მონაკვეთზე, ისე მთელ მის არეალზე.
2. კომისია გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურად ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
VI. დებულებაში ცვლილებების შეტანა
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
VII. კომისიის ლიკვიდაცია
კომისიის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხთა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
დავით აფციაური – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
მერაბ გაბუნია – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე
გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ალექსანდრე დანელია – საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი
ომეხ დარჯანია – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე
ჯემალ ინაიშვილი – ფოთის ნავსადგურის უფროსი
გიორგი ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი
გიორგი კარბელაშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე
დიმიტრი კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი
კონსტანტინე კუბლაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
დავით კუპატაძე – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ვახტანგ ლომაძე – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე
ნუგზარ მამალაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილე
დავით მუმლაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პირველი მოადგილე
ოლეგ ნიკოლეიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ჯამბულ ნინიძე – ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის გენერალური დირექტორი
გია ნიჟარაძე – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფროსი
ბორის სარალიძე – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ვადიმ ტურძელაძე – საქართველოს „ტრასეკას“ სამთავრობათაშორისო კომისიის ეროვნული მდივანი, კომისიის მდივანი
კახა ქორიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის უფროსი
გიორგი შონია – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე
თემურ შოშიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ვაჟა შუბლაძე – საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიხეილ ჩიკვილაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე
აკაკი ჩხაიძე – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი ცაგარელი – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი
დურსუნ ცინცაძე – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციის უფროსი
დავით ძოწენიძე – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსი
გია ჭელიძე – გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სახელმწიფო და საპრეზიდენტო პროგრამების საინფორმაციო უზრუნველყოფის რედაქტორი.