სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 15.04.1999
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №144
სარეგისტრაციო კოდი 400060000.05.002.001528
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18(25), 21/04/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 05.04.2006
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის № 144-ე ბრძანებულების „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ (სსმ III, 1999 წ., №18 (25), მუხ. 269) მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის"
დოკუმენტის ტექსტი
სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №144
1999 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის 1999 წლის 27 იანვარს ხელმოწერილი განვითარების საკრედიტო ხელშეკრულებით (კრედიტი №3156 GE), აგრეთვე საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (როგორც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის აღმასრულებელ სააგენტოს) შორის იმავე დღეს ხელმოწერილი საგრანტო ხელშეკრულებით (გრანტი NTF 021598) გათვალისწინებული „სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პროექტის“ განხორციელების მიზნით:
1. შეიქმნას სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. დამტკიცდეს ცენტრის თანდართული დებულება.
3. სამინისტროებმა, უწყებებმა, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა პროექტის განხორციელებისას უზრუნველყონ ცენტრისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და აღმოუჩინონ მას სათანადო მხარდაჭერა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ.ჩხობაძე) უზრუნველყონ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება.
ე.შევარდნაძე
სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი პუნქტის გ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
2. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო), ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ქართულ-ინგლისური წარწერით.
3. ცენტრის ძირითადი მიზანია საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის 1999 წლის 27 იანვარს ხელმოწერილი განვითარების საკრედიტო ხელშეკრულებით (კრედიტი №3156 GE), აგრეთვე საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (შემდგომში – მსოფლიო ბანკი) (როგორც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის აღმასრულებელ სააგენტოს) შორის იმავე დღეს ხელმოწერილი საგრანტო ხელშეკრულებით (გრანტი TF 021598) (შემდგომში – ხელშეკრულებები) გათვალისწინებული „სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პროექტის“ (შემდგომში – პროექტი) განხორციელების უზრუნველყოფა.
4. ცენტრი თავისი ძირითადი მიზნის მისაღწევად მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.
5. პროექტის განხორციელებისას ცენტრი ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 ოქტომბრის №608 ბრძანებულებით შექმნილი „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის სახელმწიფო საკონსულტაციო კომისიის“ პოლიტიკური რეკომენდაციებით, კომისიის შეთანხმებული მუშაობის წესისა და რეგლამენტის მიხედვით ასრულებს კომისიის სამდივნოს ფუნქციებს.
6. დაფუძნებისას ცენტრის იურიდული მისამართია: თბილისი, კოსტავას 68ა. ცენტრს სამუშაო სივრცით უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
II. ცენტრის მიზნები და ამოცანები
7. ცენტრის მიზანია პროექტის კოორდინაცია, მართვა, ხელმძღვანელობა, განხორციელება და მისი მიზნების მიღწევა.
8. ცენტრის ამოცანებია:
ა) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მართვის ინტეგრირებული მეთოდების დანერგვისა და პასუხისმგებელი უწყებების საინსტიტუციო განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ბ) კოლხეთის ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიების მდგრადი განვითარებისათვის, მართვისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის, პასუხისმგებელი უწყებების მხარდაჭერა და მათი საინსტიტუციო განვითარებისათვის ხელშეწყობა;
გ) საქართველოს სანაპიროს გარემოს მონიტორინგის სისტემის გაძლიერება, სანაპიროს გარემოს დაცვისა და მდგრადი მართვისათვის საჭირო თანამედროვე ინფორმაციული სისტემების დანერგვა;
დ) ხელშეკრულებებით დადგენილი წესით და პროექტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სპეციალურ საკრედიტო და საგრანტო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის განკარგვა და ამ თანხის მიზნობრივი ხარჯვისათვის საქართველოს მთავრობის (კრედიტისა და გრანტის მიმღები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით) და მსოფლიო ბანკის წინაშე ანგარიშგება. ხელშეკრულებებით დადგენილი წესითა და ვადებით მსოფლიო ბანკისათვის საქმიანობისა და საფინანსო ანგარიშების წარდგენა;
ე) პროექტის მსვლელობის ამსახველი მოხსენებების პროექტის მრჩეველთა საბჭოსათვის რეგულარულად წარდგენა;
ვ) პროექტთან დაკავშირებული ოპერაციების ამსახველი ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება და ხელშეკრულებებით დადგენილი წესითა და ვადებით მსოფლიო ბანკისათვის ინფორმაციის წარდგენა;
ზ) ხელშეკრულებებით და პროექტით გათვალისწინებული ყველა სხვა საქმიანობის განხორციელება.
III. ცენტრის სტრუქტურა და მართვა
9. ცენტრის საზედამხედველო ორგანოა პროექტის მრჩეველთა საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი თავმჯდომარეობს და რომლის შემადგენლობაში აგრეთვე შედიან ურბანიზაციისა და მშენებლობის, ჯანმრთელობის დაცვის, ტრანპორტის სამინისტროებისა და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
10. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, მასში წარმოდგენილ უწყებებთან შეთანხმების შემდეგ, ამტკიცებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
11. საბჭო:
ა) კოორდინაციას უწევს პროექტის განხორციელებას და პასუხისმგებელია მისი შესრულების ზედამხედველობისათვის;
ბ) კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობას;
გ) წელიწადში ორჯერ (საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად) იხილავს ცენტრის მოხსენებებს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულების შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების მონაწილე სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციას ხელშეკრულებებით და პროექტით დასახული მიზნების მისაღწევად.
12. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს საბჭოს თვმჯდომარის, საბჭოს წევრთა უმრავლესობის ან ცენტრის დირექტორის თხოვნით.
13. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.
14. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მსოფლიო ბანკისათვის მისაღები პროცედურებით შერჩევის შემდეგ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის წარდგინების საფუძველზე, ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
15. ცენტრის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ცენტრს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული ტექნიკური დავალების შესაბამისად და პასუხისმგებელია ცენტრის საქამიანობისათვის;
ბ) პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე და მონაწილეობს მის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით;
გ) წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს მისი სახელით;
დ) საბჭოსთან შეთანხმებით და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, სამუშაოდ იწვევს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს;
ე) ასრულებს თავის მოვალეობებს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული ტექნიკური დავალების საფუძველზე, ამ დებულებით დასახული მიზნების მისაღწევად, ხელშეკრულებებით და პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად;
ვ) განკარგავს პროექტისა და ცენტრის ფინანსურ რესურსებს ხელშეკრულებებით დადგენილი წესითა და პროექტის მოთხოვნათა შესაბამისად;
ზ) ხსნის და განკარგავს საბანკო ანგარიშებს, მათ შორის, პროექტის სპეციალურ საკრედიტო და საგრანტო ანგარიშებს;
თ) სარგებლობს ცენტრის საქმიანობისა და პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სხვა უფლებებით.
16. სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის დანერგვისათვის ხელშეწყობის მიზნით ცენტრი საბჭოსთან შეთანხმებით აყალიბებს სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფს.
IV. ცენტრის ფინანსური რესურსები
17. ცენტრის ფინანსურ რესურსებს შეადგენს:
ა) მსოფლიო ბანკის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე პროექტის განხორციელებისათვის გამოყოფილი კრედიტისა და გრანტის თანხები;
ბ) საქართველოს ბიუჯეტში პროექტის განხორციელებისათვის გათვალისწინებული სახსრები;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორებისა და საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი რესურსები, კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული შემოწირულობანი.
V. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
18. ცენტრის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.