საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №22
2000 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიის მუზეუმის ბაზაზე საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის შექმნის გამო:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 აპრილის №255 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში და მე-7 თავის 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრი“.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) შეიტანოს შესაბამისი ცვლილება საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.01.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 21.01.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).00.000000.
- სად არის „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №22, 21.01.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1254316/