📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 05.04.2006
ძალის დაკარგვა 01.06.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №238
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.003908
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 07/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 566 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2006 მიღება
01.06.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.4pt 49.6pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №238 2006 წლის 5 აპრილი  ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შექმნის შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 1999 წლის 27 იანვრის საქართველოსა და გარემოს გლობალური ფონდის პროექტების აღმასრულებელი სააგენტოს უფლებამოსილების მქონე რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის „გლობალური გარემოსდაცვითი სატრასტო ფონდის გრანტის ხელშეკრულებით (სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პროექტი)“, 2001 წლის 15 ოქტომბრის საქართველოსა და გარემოს გლობალური ფონდის პროექტების აღმასრულებელი სააგენტოს უფლებამოსილების მქონე რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის „გარემოს გლობალური ფონდის საგრანტო ხელშეკრულებითა“ (დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი) და 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის „განვითარების საკრედიტო ხელშეკრულებით (ტყის განვითარების პროექტი)“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით: 1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები: საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრი, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრი და საქართველოს სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრი და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტო (შემდეგში – სააგენტო). 2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) 2006 წლის 8 მაისამდე უზრუნველყოს: ა) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა; გ) სააგენტოს სამეთვალყურეო ორგანოს – სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის წარმოდგენა დასამტკიცებლად. 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 თებერვლის №57 ბრძანებულება; ბ) „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №144 ბრძანებულება; გ) „საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ოქტომბრის №469 ბრძანებულება. 5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 8 მაისიდან. 6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი