⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.05.2003)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 24.04.2001
ძალის დაკარგვა 19.05.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №152
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.001047
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 25/04/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,222 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.2001 მიღება
19.05.2003 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №152 2001 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნის შესახებ 1. საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ამაღლებისა და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად შეიქმნას საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) განიხილოს საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ასიგნებების გამოყოფის საკითხი. 3. საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ (ლ.ძნელაძე) სააგენტოს გადასცეს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ბალანსზე რიცხული, ევროდელეგაციისათვის გადაცემული, თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. 42ა, პირველ სართულზე მდებარე 200 კვ.მ ფართობი, სადაც განთავსებულია პროექტი ,,საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო’’. 4. დამტკიცდეს საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა I. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ'' შესაბამისად და წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 2. სააგენტოს ძირითადი მიზანია ექსპორტის ხელშეწყობისა და ზრდისათვის მიმართული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების მართვა, მონიტორინგი და კოორდინაცია. 3. სააგენტო თავისი ძირითადი მიზნის მისაღწევად მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ დებულების თანახმად. 4. სააგენტო თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. 5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში (მათ შორის სავალუტო), აგრეთვე ბეჭედი საკუთარი გერბითა და ქართულ-ინგლისური წარწერით. 6. სააგენტო შექმნილია საჯარო და სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად გარკვეული სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით. 7. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო. 8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 42 ა. II. სააგენტოს ძირითადი ამოცანები 9. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია: ა) დიდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების გამოვლენა და ამ დარგების საწარმოებისათვის ხელშეწყობა; ბ) საქართველოში ექსპორტის განვითარების თანამედროვე სისტემის ფორმირება და ამ სისტემის მეშვეობით ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება; გ) სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელებისათვის ხელშეწყობა; დ) წინადადებათა წარდგენა საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისათვის და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის ექსპორტის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით. III. სააგენტოს ფუნქციები 10. სააგენტოს ფუნქციებია: ა) საწარმოების შერჩევა დიდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგებიდან და მათთან საინფორმაციო, საკონსულტაციო მუშაობის გაწევა; სამუშაო ჯგუფების შექმნა ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისაგან და მათი საქმიანობის კონტროლი; ბ) საწარმოთა პერსონალის ტრენინგი ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებში; გ) კონკურსების ორგანიზაცია უცხოეთისა და ადგილობრივი მარკეტინგული და საკონსულტაციო ფირმების შესარჩევად და დასაქირავებლად; დ) ქართული პროდუქციისათვის სტრატეგიული ბაზრების განსაზღვრა და ამ ბაზრებზე მარკეტინგული კვლევის განხორციელება; ე) ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე უცხოელი იმპორტიორებისათვის ინფორმაციის მიღების გამარტივებისათვის პერიოდული გამოცემების, სპეციალური საცნობარო ხასიათის მასალის, ქართული პროდუქციის სარეკლამო მასალების გამოცემა და გავრცელება; ვ) სავაჭრო მისიების ორგანიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; ზ) ერთობლივი მუშაობა ექსპორტის ხელშემწყობ სხვა ორგანიზაციებთან; თ) ექსპორტის ხელშეწყობასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. IV. სააგენტოს ფინანსები და ქონება 11. სააგენტოს სახელმწიფოს მიერ გადაეცემა ქონება დაფუძნების აქტით განსაზღვრული წესითა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით. 12. სააგენტოს ფინანსური რესურსები იქმნება შემდეგი წყაროებისაგან: ა) უცხოელი დონორების გრანტებისაგან, მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო პროგრამების ფინანსური და მატერიალური შენატანებისაგან; ბ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი საკრედიტო რესურსებისა და გრანტებისაგან; გ) გარკვეული საკონსულტაციო, მარკეტინგული და სხვა მომსახურების საფუძველზე მიღებული შემოსავლისაგან; დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული დაფინანსების სხვა წყაროების ხარჯზე. V. სააგენტოს მართვა 13. სააგენტოს მართვის უმაღლესი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის წევრთა რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის წარდგინებით. 14. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის წარდგინების საფუძველზე. 15. მხოლოდ საბჭოს აუცილებელი თანხმობით შეიძლება იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები შემდეგ საკითხებზე: ა) სააგენტოს წლიური ბიუჯეტის დამტკიცებას, მათ შორის ერთჯერადი ფინანსური ხარჯი, რომელიც აღემატება სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის კომპეტენციას; ბ) სააგენტოს სამოქმედო გეგმის დამტკიცება; გ) წელიწადში ორჯერ სააგენტოს საქმიანობის შედეგების შეფასება და ანგარიშის წარდგენა დონორებისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის. 16. საბჭო იკრიბება კვარტალში ერთხელ მაინც. 17. საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 18. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 19. საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით. 20. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო პროფესიული განათლება და აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. 21. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი: ა) წარმოადგენს სააგენტოს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას. მას აგრეთვე უფლება აქვს გადასცეს თავისი უფლებამოსილება სააგენტოს წევრ სხვა პირს, რაც უნდა დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით; ბ) მოითხოვს საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას; გ) სამსახურში ქირაობს და სამსახურიდან ათავისუფლებს ექსპერტებს; დ) დებს კონტრაქტებს საკონსულტაციო ფირმებთან მომსახურეობის გაწევის თაობაზე, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებებს კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტი არ აჭარბებს წლიური ბიუჯეტის 10 პროცენტს. სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეუთანხმოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და საბჭოს; ე) აყალიბებს სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფებს საწარმოებში საკონსულტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით; ვ) ადგენს კონტრაქტების პირობებს; ზ) განკარგავს სააგენტოს ფინანსურ რესურსებსა და აქტივებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და საბჭოს წლიური ბიუჯეტის ხარჯების ანგარიშს; ი) წამოჭრის საკითხს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და საბჭოს წინაშე ტექნიკური დახმარების შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ. VI. სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება 22. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშები უნდა მომზადდეს საქართველოში იურიდიული პირებისათვის დადგენილი წესების მიხედვით, ხოლო წლიური ბალანსი საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს. 23. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი ახორციელებს სააგენტოს წლიური ბალანსის შემოწმებას და თავის ანგარიშს წარუდგენს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და საბჭოს. VII. სააგენტოს დებულებაში ცვლილებების შეტანა და საქმიანობის შეწყვეტა 24. სააგენტოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამეთვალყურეო საბჭოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 25. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით. 26. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება არსებული წესის თანახმად.