⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.08.2005)
გაუქმებულია:

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამის შემმუშავებელი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შესახებ

მიღების თარიღი 06.05.2001
ძალის დაკარგვა 26.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №184
სარეგისტრაციო კოდი 010220030.05.002.001062
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 08/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 936 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2001 მიღება
26.08.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამის შემმუშავებელი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №184 2001 წლის 6 მაისი ქ. თბილისი საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამის შემმუშავებელი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად ენერგეტიკულ სექტორში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დაძლევისა და სექტორის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით: 1. დამტკიცდეს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამის შემმუშავებელი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება და შემადგენლობა. 2. შეიქმნას საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამის შემმუშავებელი კომისიის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრას და მის ზოგად ზედამხედველობას. 3. საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კობა გვენეტაძე.  ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ ცქიტიშვილს, მონაწილეობა მიიღოს საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობაში. 4. კომისიამ თავისი დასკვნები და წინადადებები წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს. ე. შევარდნაძე საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამის შემმუშავებელი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა დავით მირცხულავა – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე ირმა ქავთარაძე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ადეიშვილი – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი ალექსი გოცირიძე – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი ელიზბარ ერისთავი – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გენადი მალაზონია – საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი კოტე კუბლაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კოღუაშვილი – საქართველოს კონტროლის პალატის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სოსელია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ულუმბერაშვილი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მოადგილე კახა ქორიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის უფროსი გიორგი შონია – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე დავით ჯიბღაშვილი – საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორი. საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამის შემმუშავებელი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამის შემმუშავებელი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების და უფლება-მოვალეობების ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ფენქციონირების გაუმჯობესების მიზნით. II. კომისიის უფლებამოსილებანი 2. კომისია იქმნება საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესახებ წინადადებების, დასკვნების და გეგმების მოსამზადებლად. 3. კომისიას უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები. III. კომისიის საქმიანობის მიზანი და ამოცანები 4. კომისია მიზნად ისახავს და უფლებამოსილია შეიმუშაოს მოკლევადიანი ენერგოსექტორის მართვის გეგმა 2001 წლის გაზაფხულისათვის, 2001-2002 წლის ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის საშუალო და გრძელვადიანი ენერგოსექტორის მართვის გაუმჯობესებისა და ენერგოდაზოგვის გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს ადეკვატურ ენერგომომარაგებით უზრუნველყოფას ყველა გადახდისუნარიანი მომხმარებლისათვის 2003 წლისათვის. ამ პრობლემების გადასაწყვეტად კომისია უზრუნველყოფს სამინისტროებისა და უწყებების პოტენციალის გამოყენებას და რეზერვების ამოქმედებას. 5. ამ ძირითადი მიზნის მისაღწევად კომისიის ამოცანებია: ა) ენერგოსექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ბ) რესურსების დაგეგმვა; გ) ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის პროგრამის შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დ) ენერგოსექტორის ფინანსური ანალიზი; ე) ენერგოსექტორში კორუფციისათვის ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება; ვ) ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმების, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ანალიზი, მათი დაჩქარება და წარმატებულად განხორციელების მიზნით დასკვნებისა და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება; ზ) ენერგეტიკის სფეროს განკუთვნილი ყველა სხვა საკითხის შესხებ წინადადებებისა და დასკვნების მომზადება, რომლებიც გათვალისწინებულია კომისიის წინაშე დასმული ძირითადი მიზნების მიღწევისათვის. IV. კომისიის სტრუქტურა და მართვა 6. კომისიის შემადგენლობის განსაზღვრა და/ან შეცვლა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 7. კომისია შედება 13 წევრისაგან. 8. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. 9. კომისიას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. 10. კომისიია სხდომაზე განსხილველი საკითხების მომზადება ხორციელდება კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით ან საინიციატივო წესით კომისიის რომელიმე წევრის მიერ. 11. კომისია თავისი საქმიანობის პროცესში უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს უცხოური ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ექსპერტები. 12. კომისიის სხდომები იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარემ ან მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილემ შეიძლება მოიწვიოს რიგგარეშე სხდომაც. 13. კომისიის სხდომის დღის წესრიგი, დრო და ადგილი თავმჯდომარის ან მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილის მიერ ეცნობებათ მის წევრებს სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს ორი დღით ადრე. 14. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. 15. კომისია თავისი საქმიანობის პროცესში უფლებამოსილია მის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების, აგრეთვე ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები. V. კომისიის ანგარიშგება 16. კომისია გაწეული მუშაობისათვის ყოველწლიურდ ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. VI. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა 17. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.