საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის“ შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 28.05.2001
ძალის დაკარგვა 21.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №215
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.002077
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 30/05/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის“ შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №215
2001 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის“ შექმნის შესახებ
საქართველოსა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის წარმატებით დასრულებისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:
1. მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განხორციელების მიზნით შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრი“ მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის პროექტის საკოორდინაციო ბიუროს ბაზაზე.
2. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის თანდართული დებულება.
3. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თანდართული შემადგენლობა.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა (ა.ჯორბენაძე) უმოკლეს ვადაში დასამტკიცებლად წარმოადგინოს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურა.
5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ.ძნელაძე) უზრუნველყოს ცენტრისათვის ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის“
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრის სამართლებრივი სტატუსი
1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტის განმახორციელებელი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას და რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის მაისის ბრძანებულებით.
2. ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და ცენტრის სამოქმედო გეგმის მიხედვით.
4. ცენტრს აქვს ბეჭედი და დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში იმ ბანკში, რომელსაც იგი შეარჩევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ.თბილისი, კ.გამსახურდიას პროსპ. №30.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, საქმიანობის საგანი და მოვალეობანი
1. ცენტრის მიზანია:
ა) პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის განმტკიცებას და რეფორმირებას, პროექტის მომზადებასა და ეფექტიანად განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მიღებული კრედიტის, გრანტის ან ბიუჯეტის თანხები განკარგოს პროექტის ამოცანების, პროცედურებისა და მოთხოვნების შესაბამისად;
გ) წარმოადგინოს პროექტი სხვა სააგენტოების, ასოციაციის, დონორებისა და დაინტერესებული მხარეების წინაშე.
2. თავისი მიზნების მისაღწევად ცენტრი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს და კოორდინაცია გაუწიოს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვას, მონიტორინგს, განახლებისა და შეფასების პროცესს, მათ შორის, წლიური სამუშაო გეგმის განხორციელებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობისა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (შემდგომში – ასოციაციის) პროცედურების მოთხოვნების შესაბამისად პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მასალების შემუშავება და გავრცელება პროექტის ადმინისტრირების, შესყიდვების, თანხების განკარგვის, ბუხჰალტერიისა და აუდიტის ანგარიშგების, შეფასებისა და საქმისწარმოების დარგში;
გ) დახმარება გაუწიოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის განვითარებისა და რეფორმირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსებით, აგრეთვე ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფისათვის;
დ) პროექტის მიზნების მისაღწევად ფინანსურად უზრუნველყოს და ორგანიზება გაუწიოს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
ე) საჭირო ზომები მიიღოს პროექტით დამტკიცებულ ღონისძიებათა დაფინანსებისათვის; ამ მიზნით:
ე.ა) მოამზადოს და გამოაცხადოს სხვადასხვა ტენდერი სამუშაოების, საქონლისა და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების და/ან მონტაჟისათვის;
ე.ბ) ორგანიზება გაუწიოს შეფასებას;
ე.გ) დადოს კონტრაქტები შერჩეულ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან;
ე.დ) ზედამხედველობა გაუწიოს კონტრაქტების შესრულებას;
ე.ვ) უზრუნველყოს თანხების გადახდა ფიზიკური და/ან იურიდიული პირებისათვის არსებული კონტრაქტების შესაბამისად; ტენდერი ეწყობა ასოციაციის პროცედურების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით;
ვ) მოითხოვოს კრედიტის ის თანხები, რომლებიც განკუთვნილია ცენტრის საქმიანობის, ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების დაფინანსებისათვის პროგრამის ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის; საქართველოსა და ასოციაციას შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად უზრუნველყოს ამ მიზნების შესრულება გამოყოფილი თანხების ფარგლებში;
ზ) მოითხოვოს თანადაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიიღოს, ადმინისტრირება გაუკეთოს და წარადგინოს ანგარიშები თანადაფინანსებით მიღებული თანხის გამოყენების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ასოციაციას შორის დადებული ხელშეკრულების, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) შეიმუშაოს და დადოს ხელშეკრულებები საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად;
ი) უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავება;
კ) გახდეს ინვენტარის, ავეჯის, სატრანსპორტო საშუალებების, კომპიუტერების, ოფისის, საკომუნიკაციო საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მესაკუთრე. პროექტის მომზადებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული ცენტრის მიმდინარე ხარჯები განკარგოს, ერთი მხრივ, საქართველოსა და ასოციაციას შორის არსებული ხელშეკრულებების შესაბამისად და, მეორე მხრივ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული ცენტრის წლიური მიმდინარე ბიუჯეტის საფუძველზე;
ლ) უზრუნველყოს პროექტის ანგარიშის დროული მომზადება და წარდგენა ასოციაციის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებისათვის მათ მიერ მოთხოვნილი ფორმატისა და სიხშირის მიხედვით;
მ) ითანამშრომლოს პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილე საქართველოს სამთავრობო ორგანოებთან, რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებთან პროექტით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ნ) განახორციელოს პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება საქართველოს მოსახლეობის, სამთავრობო ორგანოების, დონორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის მიზნების მიღწევას;
ო) განახორციელოს საზოგადოებრივ სექტორში დარჩენილ სამედიცინო დაწესებულებათა აღდგენის, აღჭურვის, რესტრუქტურიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში რეორგანიზაციის პროცესებისა და დარჩენილი სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემის სრულყოფა;
პ) მონაწილეობა მიიღოს ადამიანური რესურსების მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებასა და კოორდინაციაში;
ჟ) იმოქმედოს საჭირო ძალისხმევით მისთვის დაკისრებული ღონისძიებების ეფექტიანად და ეკონომიურად განხორციელებისათვის;
რ) დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს, აგრეთვე ასოციაციას ყველა იმ წინააღმდეგობის შესახებ, რომელიც შეხვდება პროექტის განხორციელებას და რაც ცნობილი გახდება ცენტრისათვის.
3. ცენტრი თავი სამუშაო გეგმას შეიმუშავებს ასოციაციასთან შეთანხმებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროექტის განხორციელებისა და ბიუჯეტის შესაბამისად და მის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება თანადაფინანსების პრინციპით. თანადაფინანსებას ხელშეკრულების შესაბამისად უზრუნველყოფენ საქართველო და ასოციაცია.
2. ცენტრის დაფინანსებაში საქართველოს წილის შესაბამისი თანხები მიზნობრივად გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. პროექტის დაფინანსების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროების გამოჩენის შემთხვევაში (გრანტები, ტექნიკური დახმარება, უცხოური ინვესტიციები, საქველმოქმედო შენატანები) ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით განკარგოს ეს თანხებიც.
მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა და სტრუქტურა
1. ცენტრის ხელმძღვანელი ორგანოებია:
ა) ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში - თავმჯდომარე). საბჭო წარმოადგენს ცენტრის საქმიანობის მაკოორდინირებელ ორგანოს. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობასა და თავმჯდომარეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე.
2. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორისა და ცენტრის სხვა ყველა თანამშრომლის დანიშვნა (დაქირავება) უნდა მოხდეს ასოციაციის პროცედურების შესაბამისად და ასოციაციისათვის მისაღები პირობების საფუძველზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპების გათვალისწინებით (საკვალიფიკაციო მოთხოვნები, საქმიანობათა აღწერილობა, კონტრაქტის ხანგრძლივობა, შრომის ანაზღაურება და სხვ.), მათი დანიშვნის (დაქირავების) და/ან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს ასოციაციას.
3. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციებია:
ა) ცენტრის სამოქმედო გეგმის განხილვა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) ცენტრის წლიური ბიუჯეტის პროექტის, სამუშაო გეგმებისა და მათგან გამომდინარე ნებისმიერ ცვლილებათა განხილვა;
გ) ცენტრის საქმიანობის წლიური და კვარტალური ანგარიშგების განხილვა და მათი დამტკიცება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
4. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
5. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც არ არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით.
6. სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომები იმართება თავმჯდომარის ინიციატივით ან სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ ორი წევრის მოთხოვნით.
7. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი; საბჭოს წევრის სხდომაზე არდასწრების შემთხვევაში იგი ვალდებულია სხდომამდე სულ ცოტა სამი დღით ადრე წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი შეხედულებები განსახილველი საკითხის შესახებ.
8. საბჭოს სხდომის მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა მისი ყველა წევრი წერილობით ეთანხმება განსახილველ საკითხებს.
9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს თავმჯდომარეს.
10. საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად (სათათბირო ხმის უფლებით) შეიძლება მოწვეულ იქნენ წარმომადგენლობით ორგანოთა და სხვა უწყებათა, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
11. საბჭოს წევრები საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობისას არ იღებენ რაიმე ანაზღაურებას.
12. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების შესრულებას ახორციელებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
13. ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობისათვის.
14. აღმასრულებელი დირექტორი პასუხისმგებელია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.
15. ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიო ბანკის პროცედურების შესაბამისად. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
16. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) პერსონალურად ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს იმ საკითხებს, რომლებიც მიეკუთვნება ცენტრის გამგებლობის სფეროს;
ბ) მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს წერილობით მინიჭებული უფლებამოსილების გარეშე;
გ) ასრულებს თავის მოვალეობას სამოქმედო სახელმძღვანელოში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და ამ დებულებით დასახული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს მსოფლიო ბანკის პროცედურების შესაბამისად;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა თანამშრომლისათვის;
ვ) ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების საშტატო ნუსხას;
ზ) აღმასრულებელი დირექტორი ადგენს ცენტრის შინაგანაწესს, რომლის შესრულება სავალდებულოა ცენტრის თითოეული თანამშრომლისათვის;
თ) ანაწილებს სამუშაოს ძირითად პერსონალს შორის საქმიანობის სფეროების მიხედვით;
ი) განკარგავს ცენტრის აქტივებსა და ფინანსურ რესურსებს სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
კ) ხსნის საბანკო ანგარიშებს;
ლ) ადგენს თანამშრომლებისათვის ხელფასის ოდენობას სამოქმედო გეგმის მიხედვითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით;
მ) სარგებლობს ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო სხვა უფლებებით, თუ ეს უფლებები არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.
17. ცენტრმა დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) საშტატო ნუსხისა და შრომის ანაზღაურების ფონდის განსაზღვრა;
ბ) შრომის ანაზღაურების ფარგლებში თანამშრომელთა თანამდებობრივი განაკვეთების განსაზღვრა და საორგანიზაციო-ადმინისტრაციული ხარჯთა ნუსხის დამტკიცება.
18. ცენტრმა დადგენილი წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა.
მუხლი 5🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს და ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის მიზანშეწონილობას, კანონიერებას, პროექტის მიზნების მისაღწევად აუცილებელ საქმიანობას, რესურსების ეკონომიურ გამოყენებას და ამავე დროს ამოწმებს ცენტრის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობას. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს ცენტრის საფინანსო საქმიანობის მონიტორინგს.
2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილნი არიან ცენტრისაგან მოითხოვონ კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ეს უფლება აქვს აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ უცხოური ივენსტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს, რომელსაც ცენტრი, თავის მხრივ, კვარტალში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს საფინანსო საქმიანობის შესახებ.
3. თავიანთი კომპეტენციების შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილნი არიან შეაჩერონ, ან გააუქმონ ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗. ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა
ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗. საქმიანობის შეჩერება და ლიკვიდაცია
1. ცენტრის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
2. ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.