⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.05.2006)
გაუქმებულია:

„საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის“, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2000
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №469
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.002.001922
გამოქვეყნების წყარო სსმ, 102, 02/11/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,845 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2000 მიღება
08.05.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის“, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 49.6pt 51.05pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №469 2000 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი „საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის“, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის 2000 წლის 19 აპრილის №IDA Q212-OGE შეთანხმებით გათვალისწინებული „სატყეო სექტორის განვითარების პროექტის“ მომზადებისა და განხორციელების მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: 1. შეიქმნას საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (გ. ჯაფარიძე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის 1998 წლის 22 მაისს დადებული ხელშეკრულების №TF 025144 განსახორციელებლად დაფუძნებული „სატყეო სექტორის განვითარების ფონდის“ ქონებისა და ფინანსური რესურსების გადაცემა სატყეო სექტორის განვითარების ცენტრისათვის. 3. დამტკიცდეს საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის თანდართული დებულება. 4. ცენტრის საფინანსო და სატყეო სამეურნეო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება. 6. საქართველოს სამინისტროებმა, უწყებებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის მოთხოვნით პროექტის მომზადებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და აღმოუჩინონ მას სათანადო თანადგომა. 7. საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სატყეო სექტორის განვითარების ცენტრი სამუშაო ფართობით უზრუნველყოს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა. ე. შევარდნაძე საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის დებულება (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) თავი I ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართაველოს კანონის შესაბამისად. 2. ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის. 3. ცენტრის შექმნის მიზანია საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის დადებული საკრედიტო ხელშეკ­რულებებით გათვალისწინებული „სატყეო სექტორის განვითარების პროექტის“ მომზადებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. 4. ცენტრს აქვს საკუთარი ქონება, რომელსაც განაგებს და მოიხმარს დანიშნულებისამებრ თავისი საქმიანობისათვის. მას უფლება აქვს თავისი სახელით მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დადოს „სატყეო სექტორის განვითარების პროექტის“ მომზადებისა და განხორციელებისათვის საჭირო გარიგებები, შეიძინოს ქონება და არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. ცენტრი თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. 5. ცენტრი არის სატყეო სექტორის განვითარების ფონდის უფლებამონაცვლე და მისი ლიკვიდაციის შემდგომ ცენტრს გადაეცემა ფონდის განკარგულებაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები. 6. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოსა და საერთაშორისო ასოციაციას შორის გაფორმებული შეთანხმებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 7. ცენტრს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 8. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მინდელის ქ. 9. თავი II ცენტრის მიზანი, ამოცანები და საქმიანობის საგანი 9. ცენტრის მიზანია საქართველოსა და საერთაშორისო ასოციაციას შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული „სატყეო სექტორის განვითარების პროექტის“ მომზადებისა და განხორციელების კოორდინაცია და მართვა. 10. ცენტრის ამოცანები და საქმიანობის საგანია: ა) ხელი შეუწყოს საქართველოში სატყეო მეურნეობის მდგრადი განვითარების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც გარემოზე ზიანის მიუყენებლად უზრუნველყოფს საქართველოს ტყეების ეკონომიკური სარგებლიანობის ზრდას; ბ) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებათა გარემოზე ზემოქმედების შეფასება; გ) არსებული სატყეო პოლიტიკის ანალიზი, გაუმჯობესებული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დ) ტყის მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისა და მისდამი დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების, აგრეთვე სატყეო დარგში მომუშავე სხვა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კადრების მომზადების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ე) სატყეო დარგის რესტრუქტურიზაციისა და ინსტიტუციონალური რეფორმის ხელშეწყობა, ამ მიზნით კვლევითი, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ-შემეცნებითი პროგრამების განხორციელება; ვ) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებად და სამეურნეო ტყის ფონდად დაყოფის, შესაბამისი მართვის გეგმების შემუშავებისა და ტყის დაცვის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ზ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტყის მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; თ) ტყის აღდგენა-გაშენების მიზნით ბიოლოგიურად მდგრადი, საუკე­თესო გენეტიკური თვისებების მქონე ტყის ჯიშის თესლის წარმოება-გადამუშავების გაუმჯობესებისა და სანერგე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა; ი) პროექტით შერჩეულ რეგიონში ტყის რესურსების ზუსტი აღრიცხვა და „სამოდელო“ მიწათსარგებლობისა და ტყის მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობა; კ) პროექტით გათვალისწინებული ტყის გაშენებისა და აღდგენის პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა; ლ) ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების შემოტანის, მათი დემონსტრირებისა და მათზე მომუშავე სპეციალისტების მომზადების უზრუნველყოფის მეშვეობით ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირების ოპერაციების გაუმჯობესების ხელშეწყობა; მ) ტყის ეკოსისტემების მნიშვნელობის, ტყის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში მოსახლეობის მონაწილეობის, სატყეო სექტორის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა; ნ) სატყეო სექტორის განვითარების პროექტით გათვალისწინებული ყველა სხვა საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. თავი III ცენტრის უფლებები და მოვალეობანი 11. ამ დებულებით განსაზღვრული მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრი უფლებამოსილია: ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამყაროს ურთიერთობები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები; ბ) მიღებული დაფინანსების ფარგლებში დადგენილი წესით განსაზღვროს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი; გ) მოითხოვოს და მიიღოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია; დ) თავისი საქმიანობიდან გამომდინარე გამართოს კონფერენციები, თათბირები, სემინარები, მოაწყოს გამოფენები, სტენდები, თვალსაჩი­ნოებანი, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების სხვა სახის საშუალებები; ე) ცენტრის კომპეტენციის საკითხებში სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების არამართლზომიერი ჩარევის შემთხვევაში უკანონო მოქმედებათა შეწყვეტის მიზნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილე იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები; ზ) გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამო­სილებანი; თ) ცენტრმა მსოფლიო ბანკთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან თანხმობით დადგენილი წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: თ.ა) უძრავი ქონების მიღება, გასხვისება, შეძენა და დატვირთვა; თ.ბ) სესხის აღება; თ.გ) თავდებობა; თ.დ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; ი) სახელმწიფო ქონების მიღება, გასხვისება, შეძენა და დატვირთვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 12. ცენტრს აქვს შემდეგი მოვალეობანი: ა) უზრუნველყოს პროექტის მომზადებისა და განხორციელებისათვის გაწეული საქმიანობის ზუსტი აღრიცხვა; ბ) პერიოდულად მოამზადოს ანგარიშები პროექტის მომზადებისა და განხორციელების მიმდინარეობის შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განსახილველად; გ) მიაწოდოს ინფორმაცია პროექტის მომზადებისა და განხორციელებისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს კანონმდებლობით და საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით; დ) აღასრულოს სხვა მოვალეობანი, რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. თავი IV ცენტრის მართვა და წარმომადგენლობა 13. ცენტრის მართვის უმაღლესი კოლეგიური ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო. 14. სამეთვალყურეო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს სატყეო მეურნეო­ბის სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 15. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მისი წევრები არ იღებენ ანაზღაურებას. 16. სამეთვალყურეო საბჭო: ა) იხილავს ცენტრის მიერ წარმოდგენილი პროექტის მოსამზადებელ და განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებულ ანგარიშებს და იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირებას; გ) აწარმოებს პროექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების კოორდინაციას და სხვა ეროვნულ პროგრამებთან და საერთაშორისო პროექტებთან ჰარმონიზაციას ცენტრის მიზნების ეფექტიანი რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. 17. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ; რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა უმრავლესობის ან ცენტრის დირექტორის მოთხოვნით. 18. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია გამართოს სხდომა საბჭოს წევრთა 2/3-ზე მეტის დასწრების შემთხვევაში. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა შეთანხმების საფუძველზე, კონსესუსის მიუღწევლობის შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს კენჭისყრა, რომლის დროსაც გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 19. ყველა გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 20. ცენტრს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის (ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 21. ცენტრის დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო პროფესიული განათლება. 22. ცენტრის დირექტორი: ა) ანგარიშვალდებულია ცენტრის მიერ გაწეული საფინანსო და სატყეო-სამეურნეო საქმიანობისათვის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე; ბ) კვარტალში ერთხელ აწვდის ინფორმაციას პროექტის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ­თან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს; გ) პერსონალურად ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას და მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით აწესრიგებს იმ საკითხებს, რომლებიც მიეკუთვნება ცენტრის გამგებლობის სფეროს; დ) მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით; ე) საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციასთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით სამუშაოდ იწვევს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს; ვ) განკარგავს ცენტრის ფინანსურ რესურსებს საქართველოს და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით დადგენილი წესისა და პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად; ზ) ხსნის და განკარგავს საბანკო ანგარიშებს, მათ შორის, პროექტის სპეციალურ საკრედიტო ანგარიშებს; თ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს ცენტრის სახელით, წარმოად­გენს მის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა პირებთან საქმიან ურთიერთობებში; ი) დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს; კ) სარგებლობს ცენტრის საქმიანობისა და პროექტის მომზადება-განხორციელებისათვის საჭირო სხვა უფლებებით. 23. ანგარიშების ხასიათის ყველა დოკუმენტს, რომლებიც ფულის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა გაცემასა და მიღებას ემსახურება, ხელს აწერს ცენტრის დირექტორი და ბუღალტერი. თავი V ცენტრის სახელმწიფო კონტროლი 24. ცენტრის საფინანსო და სატყეო სამეურნეო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი. თავი VI ცენტრის დაფინანსება 25. ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე პროექტის მომზადებისა და განხორციელებისათვის გამოყოფილი სესხის თანხები; ბ) საქართველოს ბიუჯეტიდან პროექტის მომზადებისა და განხორციელებისათვის გამოყოფილი სახსრები; გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული შემოწირულობანი; დ) გრანტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 26. ცენტრის მიერ მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსებას და ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. პერსონალური პასუხისმგებლობა სახსრების მიზნობრივი ხარჯვისათვის ეკისრება ცენტრის დირექტორს. თავი VII საბუღალტრო ანგარიშგება 27. ცენტრი ვალდებულია: ა) აწარმოოს საბუღალტრო აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) პროექტის მომზადებისა და განხორციელების მიზნით საერთაშორისო განვითარების ასოციაციასთან დადებული საკრედიტო ხელ­შეკრულებების შესაბამისად ცენტრის საკრედიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ხარჯვის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგება უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წინაშე ამ ორგანიზაციებისათვის მისაღები ფორმისა და ვადების დაცვით. 28. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს მსოფლიო ბანკის პროცედურების შესაბამისად შერჩეული სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმებული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VIII დებულებაში ცვლილებების შეტანა 29. ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 30. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავის შესაბამისად. 31. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.